თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2015, 02:43
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3679,
კომენტარები: 13
"სიტის" ფანებმა მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულები მასხრად აიგდეს
სოციალურ ქსელებში "სიტის" გულშემატკივართა ამაზრზენი საქციელის ამსახველი ვიდეო გავრცელდა
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში დერბის შემდგომ გადაღებული სკანდალური ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა კადრები, სადაც მანჩესტერულ დერბიში მარცხით გაღიზიანებული "სიტის" ფანები მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა მემორიალთან დგანან და მათ შეურაცხმყოფელ სიმღერას მღერიან. ვიდეოში კარგად ისმის ტექსტი, რომელსაც გულშემატკივართა საკმაოდ დიდი დაჯგუფება სკანდირებს. შეგახსენებთ, 1958 წლის 6 თებერვალს მომხდარ მიუხენის ტრაგედიას 23 ადამიანი შეეწირა, აქედან "იუნაიტედის" რამდენიმე თანამშრომელი და ძირითადი გუნდის 8 ახალგაზრდა მოთამაშე. წლების განმავლობაში იყო ერთეული ფაქტები, როცა ცალკეული გულშემატკივარი დამცინავ ან შეურაცხმყოფელ ქმედებას ჩაიდენდა ამ ტრაგედიის მიმართ, მაგრამ იშვიათი და ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ფანთა დიდი დაჯგუფება დაუფარავად იგდებს მასხრად "იუნაიტედის" ამ ტრაგიკულ დღეს. ვიდეო ცოტა ხნის წინ გავრცელდა და ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ამ ფაქტის მიმართ.

ტექსტი უხეში ნათარგმნით ასეთია:
"ეს ვინ კვდება ასაფრენ ბილიკზე?
ეს ვინ კვდება თოვლში?
ესენი მატ ბასბი და მისი ბიჭები არიან,
რომლებიც საშინელ ხმას გამოსცემენ!"


ახალი ამბები, ვიდეოები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2015 15:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც გუნდი ის ფანები

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ინგლისელები მაინც არ იყვნენ
0
№12
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2015 05:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მებრალებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: temo-scholes
15 აპრილი 2015 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
tqveni kacobis da adamianobis dedac!!!

imena specrazmit unda gadauara da mteli sisastikit cemo...!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top