ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში დერბის შემდგომ გადაღებული სკანდალური ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა კადრები, სადაც მანჩესტერულ დერბიში მარცხით გაღიზიანებული "სიტის" ფანები მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა მემორიალთან დგანან და მათ შეურაცხმყოფელ სიმღერას მღერიან. ვიდეოში კარგად ისმის ტექსტი, რომელსაც გულშემატკივართა საკმაოდ დიდი დაჯგუფება სკანდირებს. შეგახსენებთ, 1958 წლის 6 თებერვალს მომხდარ მიუხენის ტრაგედიას 23 ადამიანი შეეწირა, აქედან "იუნაიტედის" რამდენიმე თანამშრომელი და ძირითადი გუნდის 8 ახალგაზრდა მოთამაშე. წლების განმავლობაში იყო ერთეული ფაქტები, როცა ცალკეული გულშემატკივარი დამცინავ ან შეურაცხმყოფელ ქმედებას ჩაიდენდა ამ ტრაგედიის მიმართ, მაგრამ იშვიათი და ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ფანთა დიდი დაჯგუფება დაუფარავად იგდებს მასხრად "იუნაიტედის" ამ ტრაგიკულ დღეს. ვიდეო ცოტა ხნის წინ გავრცელდა და ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ამ ფაქტის მიმართ.
ტექსტი უხეში ნათარგმნით ასეთია: "ეს ვინ კვდება ასაფრენ ბილიკზე? ეს ვინ კვდება თოვლში? ესენი მატ ბასბი და მისი ბიჭები არიან, რომლებიც საშინელ ხმას გამოსცემენ!"