თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2015, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3056,
კომენტარები: 16
ვან გაალი: "შეცდომა დავუშვი"
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი:
მანჩესტერულ დერბიში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება ლუი ვან გაალმა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარს მიუძღვნა.

ვან გაალის შეგირდებმა ქალაქურ დერბიში ზედიზედ ოთხ მატჩიანი მარცხის სერია დაასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში მეტოქემ გახსნა.

ლუი თვლის, რომ მისი გუნდი დასაწყისში ძალიან ღელავდა, თუმცა შემდეგ თავი ხელში აიყვანა და ქომაგს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

"ხასიათის სიმტკიცე ხშირად გვიჩვენებია. ამის გამო ჩემს ფეხბურთელებს ხშირად ვაქებ, რადგან მატჩის ბოლომდე ვიბრძვით და ასე მოვიქეცით "სიტის" წინააღმდეგაც.

ახლა "სიტის" ოთხი ქულით ვუსწრებთ და გულშემატკივართა გამო ძალიან მიხარია. მინახავს, რას ნიშნავს ეს მათთვის, ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს, მაშინაც კი, როცა საუკეთესო შედეგებს ვერ ვაღწევდით. ისეთი ატმოსფერო, როგორიც დღეს იყო, მანამდე აქ არასდროს მინახავს. მიხარია გულშემატკივართა გამო, რადგან შეუძლიათ ქუჩაში სირცხვლის გარეშე გავიდნენ."


ლუი ვან გაალმა ეშლი იანგი შეაქო, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"იანგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, სამართლიანად. მე რომ ამერჩია, მას ავირჩევდი. ჩვენთვის ფელაინიც ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ის თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედში" და არა სხვა გუნდში."

მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იყო. ძალიან ვნერვიულობდით და არ ვიცი, რატომ. მათზე ზეწოლას ვერ ვახდენდით და არც ის ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. მაგრამ საბედნიეროდ, როცა პირველი გოლი გავიტანეთ, თავდაჯერებაც დაგვიბრუნდა და მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით.

მაიკლ კერიკმა მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ამ დროისთვის ანგარიში 4-1 იყო და გულშემატკივარ ძალიან ხმაურობდა, რის გამოც ზოგმა ფეხბურთელმა არც კი იცოდა, რომ კაცნაკლული თამაშობდნენ. თუმცა ხმაურის გამო ვერაფერი ვანიშნე და ეს ძალიან სულელური საქციელი იყო ჩემი მხრიდან."
- განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდეგ.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2015 23:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ იცოდნენ მაგარი იყო :დ ამიტომ არ დგება სკამიდან, მაინც ვერაფერს გავაგებინებო და აზრი არ აქვსო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: VaRdo
12 აპრილი 2015 23:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
manunited manutd მანჩესტერ იუნაიტეეეეედ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Malboro463
12 აპრილი 2015 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ჩელსისთან იქნება იმედია.
0
№14
ავტორი: VaRdo
13 აპრილი 2015 00:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Malboro463
ჩელსისთან იქნება იმედია.


წესით იქნება . აღარ გარისკა და თავის ფეხით გავიდა თან 4:1 იყო .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: Pazu21
13 აპრილი 2015 10:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
გიორგი,
Tu daukvirdi brat, holandiis nakrebi msoflioze 3e adgilze ra shemadgenlobit gaiyvana, yvela autsaiderad moiazrebda ara mtlian, aramed jgufur etapzec, kide saertod ar meshinia roca vagebt lui vici ro come backs shemogvtavazebs-babusmsgavsad
0
№16
ავტორი: Macklemore
13 აპრილი 2015 18:07
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შეცდომა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შეგეძლო 5 წუთიც მოგეცადა მესამე ცვლილებამდე, რაციი რახდება. მაგრამ მაგით არაფერი დაქცეულა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top