მანჩესტერულ დერბიში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება ლუი ვან გაალმა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარს მიუძღვნა.
ვან გაალის შეგირდებმა ქალაქურ დერბიში ზედიზედ ოთხ მატჩიანი მარცხის სერია დაასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში მეტოქემ გახსნა.
ლუი თვლის, რომ მისი გუნდი დასაწყისში ძალიან ღელავდა, თუმცა შემდეგ თავი ხელში აიყვანა და ქომაგს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
"ხასიათის სიმტკიცე ხშირად გვიჩვენებია. ამის გამო ჩემს ფეხბურთელებს ხშირად ვაქებ, რადგან მატჩის ბოლომდე ვიბრძვით და ასე მოვიქეცით "სიტის" წინააღმდეგაც.
ახლა "სიტის" ოთხი ქულით ვუსწრებთ და გულშემატკივართა გამო ძალიან მიხარია. მინახავს, რას ნიშნავს ეს მათთვის, ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს, მაშინაც კი, როცა საუკეთესო შედეგებს ვერ ვაღწევდით. ისეთი ატმოსფერო, როგორიც დღეს იყო, მანამდე აქ არასდროს მინახავს. მიხარია გულშემატკივართა გამო, რადგან შეუძლიათ ქუჩაში სირცხვლის გარეშე გავიდნენ."
ლუი ვან გაალმა ეშლი იანგი შეაქო, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
"იანგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, სამართლიანად. მე რომ ამერჩია, მას ავირჩევდი. ჩვენთვის ფელაინიც ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ის თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედში" და არა სხვა გუნდში."
მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იყო. ძალიან ვნერვიულობდით და არ ვიცი, რატომ. მათზე ზეწოლას ვერ ვახდენდით და არც ის ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. მაგრამ საბედნიეროდ, როცა პირველი გოლი გავიტანეთ, თავდაჯერებაც დაგვიბრუნდა და მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვმოქმედებდით.
მაიკლ კერიკმა მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ამ დროისთვის ანგარიში 4-1 იყო და გულშემატკივარ ძალიან ხმაურობდა, რის გამოც ზოგმა ფეხბურთელმა არც კი იცოდა, რომ კაცნაკლული თამაშობდნენ. თუმცა ხმაურის გამო ვერაფერი ვანიშნე და ეს ძალიან სულელური საქციელი იყო ჩემი მხრიდან." - განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდეგ.