თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2015, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 11
ვალენსია: "ჩემი მთელ გუნდს სჯერა"
ანტონიო ვალენსია მხარდაჭერას გრძნობს.
ვალენსია:
ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება.

ამპლუით ვინგერი, მარჯვენა მცველად იქცა და მან უკვე მოასწრო 24 მატჩის ჩატარება. მთელ შემადგენლობაში მხოლოდ დავიდ დე ხეასა (30) და უეინ რუნის (26) აქვთ უკეთესი მაჩვენებელი.

ზედიზედ ხუთი მატჩის მოგების შემდეგ "წითელი ეშმაკები" "სიტის" წინააღმდეგ მეექვსე გამარჯვების მოლოდინში არიან და ვალენსიას იმედი აქვს, რომ შედეგი გაგრძელდება.

"არა მარტო მე მჯერა მწვრთნელის და არა მარტო ის იჩენს ჩემდამი ნდობას, არამედ ვხედავ მხარდაჭერას, რომელსაც მთელი გუნდი ავლენს ჩემდამი.

თავდაჯერებულობა ხანდახან იზრდებოდა; ეს შედეგზე იყო დამოკიდებული. ბევრს ვშრომობდით და ამან ისეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, როგორიც დერბია, კარგ ფორმაში გვამყოფა. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ"
, - განაცხადა ვალენსიამ.

იმის შესახებ, თუ რამ შთააგონა "იუნაიტედი" "ტოტენჰემის", "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ასეთი მატჩები ეჩვენებინა, ვალენსიამ განაცხადა: "სეზონის სტარტიდან მოყოლებული ეს გუნდი მუშაობაში პროგრესს განიცდიდა და მივაღწიეთ კიდეც მნიშვნელოვან პროგრესს.

მივაღწიეთ იმ სტანდარტებს, რომელსაც ახლა ხედავთ, მაგრამ არა მგონია, ეს იყოს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად განვითარდებით".


ვალენსიამ თავის ახალ როლზეც ისაუბრა: "როცა ვუტევ, თავი ვინგერი მგონია. მაგრამ როცა თავს ვიცავ და მცველის მოვალეობას ვასრულებ, ვიცი, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული უნდა ვიყო, რადგან მოვლენები ჩემი გუნდის კართან ხდება."

"იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩება და ვალენსიას ჩემპიონობის შანსებზეც დაუსვეს კითხვა.

"სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს, არასდროს დავნებდებით. საქმე შრომასა და სეზონის ბოლომდე სწორ მოქმედებაშია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
12 აპრილი 2015 21:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩვენც გვჯერა შენი ანტონიო, მართლია ბევრს ვღადაობთ მაგრამ გვჯერა. love არამარტო ანტონიოსი არამედ მთელი გუნდისადმი რწმენა მუდამ გვაქვს და როგორც თვითონ თქვა სანამ მათემატიკური შანსი არის არასდროს არ უნდა დანებდე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top