თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2015, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 11
ვალენსია: "ჩემი მთელ გუნდს სჯერა"
ანტონიო ვალენსია მხარდაჭერას გრძნობს.
ვალენსია:
ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება.

ამპლუით ვინგერი, მარჯვენა მცველად იქცა და მან უკვე მოასწრო 24 მატჩის ჩატარება. მთელ შემადგენლობაში მხოლოდ დავიდ დე ხეასა (30) და უეინ რუნის (26) აქვთ უკეთესი მაჩვენებელი.

ზედიზედ ხუთი მატჩის მოგების შემდეგ "წითელი ეშმაკები" "სიტის" წინააღმდეგ მეექვსე გამარჯვების მოლოდინში არიან და ვალენსიას იმედი აქვს, რომ შედეგი გაგრძელდება.

"არა მარტო მე მჯერა მწვრთნელის და არა მარტო ის იჩენს ჩემდამი ნდობას, არამედ ვხედავ მხარდაჭერას, რომელსაც მთელი გუნდი ავლენს ჩემდამი.

თავდაჯერებულობა ხანდახან იზრდებოდა; ეს შედეგზე იყო დამოკიდებული. ბევრს ვშრომობდით და ამან ისეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, როგორიც დერბია, კარგ ფორმაში გვამყოფა. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ"
, - განაცხადა ვალენსიამ.

იმის შესახებ, თუ რამ შთააგონა "იუნაიტედი" "ტოტენჰემის", "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ასეთი მატჩები ეჩვენებინა, ვალენსიამ განაცხადა: "სეზონის სტარტიდან მოყოლებული ეს გუნდი მუშაობაში პროგრესს განიცდიდა და მივაღწიეთ კიდეც მნიშვნელოვან პროგრესს.

მივაღწიეთ იმ სტანდარტებს, რომელსაც ახლა ხედავთ, მაგრამ არა მგონია, ეს იყოს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად განვითარდებით".


ვალენსიამ თავის ახალ როლზეც ისაუბრა: "როცა ვუტევ, თავი ვინგერი მგონია. მაგრამ როცა თავს ვიცავ და მცველის მოვალეობას ვასრულებ, ვიცი, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული უნდა ვიყო, რადგან მოვლენები ჩემი გუნდის კართან ხდება."

"იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩება და ვალენსიას ჩემპიონობის შანსებზეც დაუსვეს კითხვა.

"სანამ მათემატიკური შანსი იარსებებს, არასდროს დავნებდებით. საქმე შრომასა და სეზონის ბოლომდე სწორ მოქმედებაშია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 აპრილი 2015 14:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვალეეე <3 იმედია დღესაც ვიხილავთ, კარგი შედეგიანი ჩაწოდება უნდა იკისრო ძმაო
0
№2
ავტორი: chudikone
12 აპრილი 2015 14:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე თუ მჯეროდეს მე ვიყო ბარსას ფანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: glory man united
12 აპრილი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ამას შეტევაში ვერცერთი მარჯვენა მცველი ვერ ჯობია და დაცვასაც თუ გამოასწორებს ვფიქრობ კლაინს ან ვინმეს თუ მოვიყვანთ უბრალოდ სკამზე ჯდომა მოუწევთ. მაგარია ვალენსი 3-4 წელი გამოგვადგება კიდე სანამ სისწრაფეს დაკარგავს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2015 14:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
glory man united,
კლაინი იმის გამო კი არ მოჰყავთ, რომ სკამზე იჯდეს, იმისთვის მოდის, რომ ვალენსიას აღარ მოუხდეს იქ თამაში და ვალენსიას კიდე თუ ვერავინ ჯობია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: glory man united
12 აპრილი 2015 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
RojoDiablo,
მე მომწონს ძმაო ვალენსიას თამაში. ვინგერად რო ითამაშოს არ აქვს საკმარისი კრეატივი, ამიტომ 1 გაალი დაამუღამებინებს დაცვაში თამაშს და მშვენიერი ფლანგის მცველი გვეყოლება
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 აპრილი 2015 15:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღესაც კარგი თამაში უნდა აჩვენოს და ბოლომდე რო დაიხარჯება ეჭვი არ მეპარება. იმ დაბალ ჩაწოდებებს რო აგდაეჩვია ამოვისუნთქეთ, დაჟე კარგ პასებსაც კი ჩითავს ხოლმე
0
№7
ავტორი: VaRdo
12 აპრილი 2015 15:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მიკვირს იმის კომენტარი არაა ჯერ აქ wink

უფრო უნდა მოუმატოთ და განვითარდეთ რათქმა უნდა. ეს იუნაიტედის მაქსიმუმი არაა ვიცით. ახალ ეტაპზე ვართ და შეიძლება უფრო მომაკვდინებელი გუნდი გავხდეთ უახლოეს მომავალში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2015 16:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
glory man united,
ყველაზე კარგად ნამდვილად ვერ უტევს. თუ იუნაიტედს გულისხმობ, ვერც მაგაში დაგეთანხმები და თუ პრემიერ ლიგას გულისხმობ, ხომ მით უმეტეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: glory man united
12 აპრილი 2015 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
RojoDiablo,
მარჯვენა ფლანგზე ამაზე სწრაფი ვინაა და უკეთესი დაბალი პასი ვის აქ საჯარიმოში ჩაწოდებისას? მცველებს ვგულისხმობ. ივანოვიჩს მეტი გოლი გააქ მაგრამ სტანდარტულებიდან და პოზიციური შეტევის დროს არც კაცის მოტყუება შეუძლია და პასი მეტ-ნაკლებად გამოსდის. მთავარია გუნდმა ითამაშოს თორე ვალეს მონდომება აქ და მონაცემი ხო აქ და აქ
0
№10
ავტორი: Mufc7
12 აპრილი 2015 17:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ანტონიო ვალენსია ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება.

likeaboss
არ შემარცხვენს დღეს ,იმედია feel შოკოლადის კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top