ანდერ ერერა - წარმატების გასაღები.
ვაშინგტონის სასტუმროში მჯდომი ვან გაალი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა თავისი ცნობილი ფილოსოფია აეხსნა.
ადვილი არ იყო: ინგლისური ჰოლანდიელის მშობლიური ენა არ არის და რვა ჟურნალისტს, რომლებიც დარბაზში ისხდნენ, კარგად არ ესმოდათ, რას ეუბნებოდა იგი.
ლუიმ თქვა, რომ არ სურს, მისმა ფეხბურთელებმა "ინსტინქტით" ითამაშონ.
უცნაური გამოთქმაა. ხშირად გვესმის, რომ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან, იმიტომ გამოსდით სასწაულების კეთება, რომ ფიქრის გარეშე მოქმედებენ.
მაგრამ სწორედ ამაშია ვან გაალის ფილოსოფიის სხვაობა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი: ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რატომ სჩადიან ამა თუ იმ ქმედებას და როცა გაიგებენ, ინსტინქტებით არ ითამაშებენ", - თქვა ლუიმ აპრილში წინასასეზონო ტურნეზე.
"მრავალი ფეხბურთელი საკუთარ ინტუიციას ეყრდნობა და მინდა იფიქრონ და იცოდნენ, რატომ მიიღეს მოედანზე ასეთი გადაწყვეტილებები. ეს პროცესი თავიდან რთულია. დროა საჭირო".ვან გაალის მითითებების გადახარშვა ადვილი არ არის და ანდერ ერერა - ამის მაგალითია.
ვან გაალთან გაცნობამდე ესპანელი ცუდი ფეხბურთელი არ იყო. ის თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ლა ლიგაში 200 მატჩი ჯერ კიდევ მანამდე ჩაატარა, სანამ 24 წლის გახდებოდა.
"იუნაიტედის" თვალს ანდერი ორი წლის წინ მოხვდა და გლეიზერების აიძულა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდძალი თანხა გაეღოთ.
მაგრამ რატომ მოიპოვა ერერამ ვან გაალის გუნდში ადგილი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ?
ოქტომბერი, თამაში "ვესტ ბრომვიჩთან". თავის მეხუთე სასტარტო მატჩში ანდერი შესვენებაზე შეცვალეს.
და 20 ოქტომბრიდან 21 თებერვლამდე სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა - "სტოკ სიტის" დამარცხება დეკემბრის დასაწყისში.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ანდერი შემადგენლობაში სტაბილურად ჩნდებოდა, პრემიერ ლიგაში მხოლოდ 7 წუთი გამოტოვა.
მცირე ხნის წინ ანდერმა ესპანურ გაზეთ El Pais-ს მოუთხრო, თუ რატომ ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგებლობაში.
"ვან გაალს ბურთის ფლობა მოსწონს და არ უყვარს რისკი, რომელსაც დაკარგვამდე მიჰყავს. მას სურს, რომ ფეხბურთელებმა ბურთი დაიჭირონ და სჯერა, რომ სწორ პოზიციაზე დარჩენისას თავისუფალ სივრცეს შეიქმნი და თანაგუნდელები პასს მოგაწვდიან. თანამშრომლობის დასაწყისში მუდამ იმის გამო მეჩხუბებოდა, რომ ბურთს ყოველთვის ვეძებდი თვალებით, მინდოდა სწრაფად მიმეღო, არადა მოთმენით უნდა დავლოდებოდი".ლუის პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რატომ გახდა ერერა "იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში მხოლოდ მცირე ხნის წინ. ჰოლანდიელმა ახსნა, რომ ანდერს მენტალური მზადება უნდა დაესრულებინა.
"ჩემს ვარჯიშებს - და ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია - ფეხბურთელები რთულად აბარებენ. ეს პროცესია. ფსკერიდან დავიწყეთ, გაუცნობიერებელნი ვიყავით, მაგრამ შემძლენი. შემდეგ წინ ვდგამთ ნაბიჯს - ახლა გაცნობიერებულები ვართ, მაგრამ შეუძლონი. ამის შემდეგ - გაცნობიერება და ცოდნაა. და ბოლო საფეხური - გაუცნობიერებული ცოდნა.""ასტონ ვილასთან" შაბათს გამართული შეხვედრა, რომელშიც ანდერმა ორჯერ გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საფუძველს გაძლევს იფიქრო, რომ ერერა ახლოსაა "გაუცნობიერებელი ცოდნის" აღკვეთასთან.
ვან გაალს რომ უსმენ, იფიქრებ, ერერა დაშალეს და ახალად ააწყვესო. და ზოგი ფეხბურთელი, რომელიც ვან გაალთან ერთად მუშაობს, იტყვიან, რომ სიმართლეს ეს სულაც არ შეესაბამება.
"ასტონ ვილასთან" ანდერ ერერას თამაშის გაანალიზებისას, გარი ნევილმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის დახმარებით ესპანელის თამაშმა ახალ დონეს მიაღწია.
"ერერა შესანიშნავად თამაშობს და თავდაჯერებულია, არადა რამდენი მატჩი გაუცდა", - ამბობს ნევილი Monday Night Football-ის პროგრამაში.
"ის ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც გადახდილ ფულს ღირს. ვფიქრობ, დასაწყისში ვან გაალის თვალში ის ძალიან ხშირად გადაადგილდებოდა მოედანზე. ლუის მოსწონს, როცა ნახევარმცველი საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს, ვალდებულებას ასრულებს და მის პრინციპებს ხორცს ასხამს. ერერამ ამის კეთება დაიწყო.""იუნაიტედის" გულშემატკივარს სასოწარკვეთით სწყურია გუნდში მოძრავი, ტექნიკური ნახევარმცველის ხილვა. როგორც ჩანს, ვან გაალმა ასეთი ფეხბურთელის შექმნის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო.
წყარო: Carrick.ru