თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2015, 11:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 20
ნახევარმცველი, რომელიც "იუნაიტედს" აკლდა
ანდერ ერერა - წარმატების გასაღები.
ნახევარმცველი, რომელიც
ვაშინგტონის სასტუმროში მჯდომი ვან გაალი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა თავისი ცნობილი ფილოსოფია აეხსნა.

ადვილი არ იყო: ინგლისური ჰოლანდიელის მშობლიური ენა არ არის და რვა ჟურნალისტს, რომლებიც დარბაზში ისხდნენ, კარგად არ ესმოდათ, რას ეუბნებოდა იგი.

ლუიმ თქვა, რომ არ სურს, მისმა ფეხბურთელებმა "ინსტინქტით" ითამაშონ.

უცნაური გამოთქმაა. ხშირად გვესმის, რომ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან, იმიტომ გამოსდით სასწაულების კეთება, რომ ფიქრის გარეშე მოქმედებენ.

მაგრამ სწორედ ამაშია ვან გაალის ფილოსოფიის სხვაობა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი: ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რატომ სჩადიან ამა თუ იმ ქმედებას და როცა გაიგებენ, ინსტინქტებით არ ითამაშებენ", - თქვა ლუიმ აპრილში წინასასეზონო ტურნეზე. "მრავალი ფეხბურთელი საკუთარ ინტუიციას ეყრდნობა და მინდა იფიქრონ და იცოდნენ, რატომ მიიღეს მოედანზე ასეთი გადაწყვეტილებები. ეს პროცესი თავიდან რთულია. დროა საჭირო".

ვან გაალის მითითებების გადახარშვა ადვილი არ არის და ანდერ ერერა - ამის მაგალითია.

ვან გაალთან გაცნობამდე ესპანელი ცუდი ფეხბურთელი არ იყო. ის თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ლა ლიგაში 200 მატჩი ჯერ კიდევ მანამდე ჩაატარა, სანამ 24 წლის გახდებოდა.

"იუნაიტედის" თვალს ანდერი ორი წლის წინ მოხვდა და გლეიზერების აიძულა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდძალი თანხა გაეღოთ.

მაგრამ რატომ მოიპოვა ერერამ ვან გაალის გუნდში ადგილი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ?

ოქტომბერი, თამაში "ვესტ ბრომვიჩთან". თავის მეხუთე სასტარტო მატჩში ანდერი შესვენებაზე შეცვალეს.

და 20 ოქტომბრიდან 21 თებერვლამდე სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა - "სტოკ სიტის" დამარცხება დეკემბრის დასაწყისში.

ნახევარმცველი, რომელიც "იუნაიტედს" აკლდა


მაგრამ მას შემდეგ, რაც ანდერი შემადგენლობაში სტაბილურად ჩნდებოდა, პრემიერ ლიგაში მხოლოდ 7 წუთი გამოტოვა.

მცირე ხნის წინ ანდერმა ესპანურ გაზეთ El Pais-ს მოუთხრო, თუ რატომ ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგებლობაში.

"ვან გაალს ბურთის ფლობა მოსწონს და არ უყვარს რისკი, რომელსაც დაკარგვამდე მიჰყავს. მას სურს, რომ ფეხბურთელებმა ბურთი დაიჭირონ და სჯერა, რომ სწორ პოზიციაზე დარჩენისას თავისუფალ სივრცეს შეიქმნი და თანაგუნდელები პასს მოგაწვდიან. თანამშრომლობის დასაწყისში მუდამ იმის გამო მეჩხუბებოდა, რომ ბურთს ყოველთვის ვეძებდი თვალებით, მინდოდა სწრაფად მიმეღო, არადა მოთმენით უნდა დავლოდებოდი".

ლუის პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რატომ გახდა ერერა "იუნაიტედის" წამყვანი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში მხოლოდ მცირე ხნის წინ. ჰოლანდიელმა ახსნა, რომ ანდერს მენტალური მზადება უნდა დაესრულებინა.

"ჩემს ვარჯიშებს - და ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია - ფეხბურთელები რთულად აბარებენ. ეს პროცესია. ფსკერიდან დავიწყეთ, გაუცნობიერებელნი ვიყავით, მაგრამ შემძლენი. შემდეგ წინ ვდგამთ ნაბიჯს - ახლა გაცნობიერებულები ვართ, მაგრამ შეუძლონი. ამის შემდეგ - გაცნობიერება და ცოდნაა. და ბოლო საფეხური - გაუცნობიერებული ცოდნა."

ნახევარმცველი, რომელიც "იუნაიტედს" აკლდა


"ასტონ ვილასთან" შაბათს გამართული შეხვედრა, რომელშიც ანდერმა ორჯერ გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საფუძველს გაძლევს იფიქრო, რომ ერერა ახლოსაა "გაუცნობიერებელი ცოდნის" აღკვეთასთან.

ვან გაალს რომ უსმენ, იფიქრებ, ერერა დაშალეს და ახალად ააწყვესო. და ზოგი ფეხბურთელი, რომელიც ვან გაალთან ერთად მუშაობს, იტყვიან, რომ სიმართლეს ეს სულაც არ შეესაბამება.

"ასტონ ვილასთან" ანდერ ერერას თამაშის გაანალიზებისას, გარი ნევილმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის დახმარებით ესპანელის თამაშმა ახალ დონეს მიაღწია.

"ერერა შესანიშნავად თამაშობს და თავდაჯერებულია, არადა რამდენი მატჩი გაუცდა", - ამბობს ნევილი Monday Night Football-ის პროგრამაში. "ის ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც გადახდილ ფულს ღირს. ვფიქრობ, დასაწყისში ვან გაალის თვალში ის ძალიან ხშირად გადაადგილდებოდა მოედანზე. ლუის მოსწონს, როცა ნახევარმცველი საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს, ვალდებულებას ასრულებს და მის პრინციპებს ხორცს ასხამს. ერერამ ამის კეთება დაიწყო."

"იუნაიტედის" გულშემატკივარს სასოწარკვეთით სწყურია გუნდში მოძრავი, ტექნიკური ნახევარმცველის ხილვა. როგორც ჩანს, ვან გაალმა ასეთი ფეხბურთელის შექმნის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
10 აპრილი 2015 11:44
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბოლო გამარჯვებებში ძალიან დიდ როლს თამაშობს ანდერი. კარგია რომ ლუი გონს მოეგო. იმედია დერბიშიც ვიხილავთ
0
№2
ავტორი: dachi_mu
10 აპრილი 2015 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Rosso Diavolo,
აშკარად დიდი ძალაა გუნდისთვის..ნუ ძალიან მაღალი აქვს საფეხბურთო ინტელექტი
0
№3
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 11:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თავის პლიუსებს მაქსიმალურად იყენებს, არაა მაგალითად ძალიან ძლიერი, მაგრამ ისე ოსტატურად დგამს კორპუსს მეტოქეს აიძულებს ან ჯარიმა მიიღოს ან დაუთმოს ბურთი. ძალიან მაგარი შენაძენია და კიდევ უფრო გაიზრდება დარწმუნებული ვარ.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 11:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
იმედია, ლაშა. როცა ფეხბურთელი პროგრესს განიცდის და მხოლოდ დროებითია ეს ყველაფერი, ძალიან საწყენია. მებრძოლი რომ არის, იმაზეც ეტყობა, რომ ამდენ ხანს სკამზე იჯდა და არ ნებდებოდა.

თან ხომ იცი, ბასკურად ამის სახელი მებრძოლს ნიშნავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 12:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
დიდად ამ სახელების ახსნების და ზოდიაქოს ნიშნების არ მჯერა, მაგრამ ფაქტი კარგია wink ნეტა შეუგდოს სიტისაც )))))
0
№6
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 12:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
wink საგოლე გადაცემა გააკეთოს, ორჯერ მათი შეტევა ჩაშალოს, ერთხელ პენალტი აიკიდოს, ერთი წითელი ბარათიც და რად გინდა გოლი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 12:12
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არა აიი გოლს მაინც სულ სხვა ხალისი და "მუღამი" აქვს wink
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 12:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ჩანტი დაწერე, რომ ვისწავლო და ვიმღერო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Mufc7
10 აპრილი 2015 12:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დღეს რომ ამ სტატიის კითხვით დაიწყებ love RojoDiablo, შენ გაიხარე 3d_5 სიტისთან გაიტანს და მე მომიძღვნის კიდევ request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 12:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
www.reddit.com/r/reddevils/comments/2bklg8/ander_herrera_chant/ არ უნდა იყოს ცუდი wink wink ნუ ოფიციალური არაა, მაგრამ მე მომწონს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top