თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2015, 00:29
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2300,
კომენტარები: 23
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


"იუნაიტედმა", პრემიერ ლიგაში, მიჯრით 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ეს რა თქმა უნდა, დაცვის და ნახევარდაცვის კარგ თამაშზე მიუთითებს. ლუიმ როგორც იქნა, იპოვა ბალანსი და სწორი შემადგენლობა თავისი ფილოსოფიისთვის. ვალენსიამ საბოლოოდ გადაწყვიტა მცველებთან დამეგობრება და გადაფიქრებას არც აპირებს, თუმცა ამის საფუძველი არც არსებობს. სუსტ მატასთან ერთად, ძლიერი და სწრაფი ეკვადორელი კარგ დუეტს ქმნის. რაფაელს ძალიან გაუჭირდება მომავალ სეზონში ადგილის დაბრუნება, რაზეც ალბათ თავად ბრაზილიელიც ფიქრობს და რამის შეცვლას გეგმავს. დერბის დავუბრუნდეთ - ფლანგის მცველების შეცვლის არანაირი მიზეზი არ არსებოსბს, რაც შეეხება ცენტრალურ წყვილს, ჩემი აზრით, თუკი კრისი გამოჯამრთელებას მოასწრებს სმოლინგი-როხოს დუეტი იდეალური იქნება და ამის სამი მიზეზი არსებობს: 1. "სიტის" ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს, რომელთა განეიტრალებაც ასევე მოქნილ მცველებს ხელ ეწიფებათ, ხოლო ფილ ჯონსი მათ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის. 2. ვეთანხმები ვან გაალს, რომელიც თვლის, რომ ცენტრალურ მცველთაგან ორივე განსხვავებული ფეხით მოთამაშე უნდა იყოს, შესაბამისად სმოლინგი მემარჯვენეა, ხოლო როხო ცაცია. 3. ფილმა გასულ ტურებში არცთუ დამაჯერებლად იმოქმედა, გავიხსენებ "ტოტენჰემთან" და "ლივერპულთან" მატჩებს, სადაც მისი შეცდომები აშკარა იყო, სწორედ მისი უაზრო გადაწყვეტილებების გამო შეექმნათ ორად ორი მომენტი "დეზებს".

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


მატა-ერერა-კერიკი-ფელაინი, მგონი ვერავინ შემედავება, რომ ეს კვარტეტი შეუცვლელად იქცა. ბევრს ეგონა, რომ მატა ფლანგზე თამაშს ვერ შეძლებდა, თუმცა კრიტიკოსები "ენფილდის" დუბლმა დაადუმა. დი მარია-იანგის თაობაზე ისევ იგივე აზრზე ვრჩები, მითუმეტეს რომ იანგი ნელ-ნელა ფორმას კარგავს, ხოლო არგენტინელი მოედანზე გამოჩენისთანავე საგოლე პასს აკეთებს. დი მარიას კლასი და გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება დერბიში და იმედი მაქვს სამხრეთ-ამერიკელი ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


რუნი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მისი ადგილი სწორედ მეტოქის კარის სიახლოვესაა და არა მოედნის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, რობინ ვან პერსი დაუბრუნდა გუნდს, თუმცა ჰოლანდიელის პატივისცემისდა მიუხედავად მატჩის დიდი ნაწილის ნახვა რბილი და კომფორტული სკამებიდან მოუწევს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
23 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
9 აპრილი 2015 21:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჯონსი სასავში იქნება და არავითარი როხო და ევანსი : ) დაცვაში არ გეთანხმები და დიდი ალბათობით ისევ იანგი დაიწყებს სასტარტოში. ვნახოთ ერთი ის ვიცი რო მდაცვაში როხო არ იქნება. მე კი გამხიარდება დი მარია, მაგრამ მაინც იანგს დააყენებს ვგონებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: glory man united
9 აპრილი 2015 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ყველაფერი სწორადაა ეთად-ერთი ისაა რო მგონი ერერა ცენტრში ფელაინის გვერდით უფრო იქნება და მოედანზე ჩატრიალებული სამკუთხედის მაგვარ რაღაცას შექმნიან.
0
№13
ავტორი: Goginashvili777
9 აპრილი 2015 23:23
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იანგი ძირითადში ! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: Rooni
10 აპრილი 2015 06:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Valensias magivrad rafika da idealuri shemadgenlobaa
0
№15
ავტორი: AkkRed
10 აპრილი 2015 10:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სეზონის დასაწყისში კი არა საერთოდ ვის ეგონა რომ იანგი სასტარდოდან ამოაგდებდა დი მარიას? lol lol lol
0
№16
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 11:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687




0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 11:59
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
wink wink ძაან დებილია ტიპი, ტვიტერზე დაღლილი ვარ დაღლილი ვარს მეტს არაფერს წერს ხოლმე :((((
0
№18
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 12:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მართლა თინეიჯერია. "აუ, დღეს ნაყინი ვჭამე", "ახლა ეზოდან ამოვედი" - ასეთი სტატუსები აქვთ ამის ასაკში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№19
ავტორი: Wardell
10 აპრილი 2015 12:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ექვსი თვითაა ჩემზე დიდი 3d_6
0
№20
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 12:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
wink შენ სხვანაირი თინეიჯერი ხარ 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top