"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი".
დაცვა:
"იუნაიტედმა", პრემიერ ლიგაში, მიჯრით 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ეს რა თქმა უნდა, დაცვის და ნახევარდაცვის კარგ თამაშზე მიუთითებს. ლუიმ როგორც იქნა, იპოვა ბალანსი და სწორი შემადგენლობა თავისი ფილოსოფიისთვის. ვალენსიამ საბოლოოდ გადაწყვიტა მცველებთან დამეგობრება და გადაფიქრებას არც აპირებს, თუმცა ამის საფუძველი არც არსებობს. სუსტ მატასთან ერთად, ძლიერი და სწრაფი ეკვადორელი კარგ დუეტს ქმნის. რაფაელს ძალიან გაუჭირდება მომავალ სეზონში ადგილის დაბრუნება, რაზეც ალბათ თავად ბრაზილიელიც ფიქრობს და რამის შეცვლას გეგმავს. დერბის დავუბრუნდეთ - ფლანგის მცველების შეცვლის არანაირი მიზეზი არ არსებოსბს, რაც შეეხება ცენტრალურ წყვილს, ჩემი აზრით, თუკი კრისი გამოჯამრთელებას მოასწრებს სმოლინგი-როხოს დუეტი იდეალური იქნება და ამის სამი მიზეზი არსებობს: 1. "სიტის" ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს, რომელთა განეიტრალებაც ასევე მოქნილ მცველებს ხელ ეწიფებათ, ხოლო ფილ ჯონსი მათ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის. 2. ვეთანხმები ვან გაალს, რომელიც თვლის, რომ ცენტრალურ მცველთაგან ორივე განსხვავებული ფეხით მოთამაშე უნდა იყოს, შესაბამისად სმოლინგი მემარჯვენეა, ხოლო როხო ცაცია. 3. ფილმა გასულ ტურებში არცთუ დამაჯერებლად იმოქმედა, გავიხსენებ "ტოტენჰემთან" და "ლივერპულთან" მატჩებს, სადაც მისი შეცდომები აშკარა იყო, სწორედ მისი უაზრო გადაწყვეტილებების გამო შეექმნათ ორად ორი მომენტი "დეზებს".
ნახევარდაცვა:
მატა-ერერა-კერიკი-ფელაინი, მგონი ვერავინ შემედავება, რომ ეს კვარტეტი შეუცვლელად იქცა. ბევრს ეგონა, რომ მატა ფლანგზე თამაშს ვერ შეძლებდა, თუმცა კრიტიკოსები "ენფილდის" დუბლმა დაადუმა. დი მარია-იანგის თაობაზე ისევ იგივე აზრზე ვრჩები, მითუმეტეს რომ იანგი ნელ-ნელა ფორმას კარგავს, ხოლო არგენტინელი მოედანზე გამოჩენისთანავე საგოლე პასს აკეთებს. დი მარიას კლასი და გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება დერბიში და იმედი მაქვს სამხრეთ-ამერიკელი ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს.
თავდასხმა:
რუნი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მისი ადგილი სწორედ მეტოქის კარის სიახლოვესაა და არა მოედნის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, რობინ ვან პერსი დაუბრუნდა გუნდს, თუმცა ჰოლანდიელის პატივისცემისდა მიუხედავად მატჩის დიდი ნაწილის ნახვა რბილი და კომფორტული სკამებიდან მოუწევს.
სრული შემადგენლობა:
დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.
აირჩიე შენი შემადგენლობა