თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2015, 15:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3065,
კომენტარები: 14
ბურთის ფლობაზე დამყარებული ფილოსოფია
ვან გაალი გუნდს ბურთის დაჭერას აჩვევს.
ბურთის ფლობაზე დამყარებული ფილოსოფია
ბურთის ფლობა ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მოწინააღმდეგე ვერას გავნებს, როცა ბურთი გიჭირავს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვან გაალი მატჩის შემდეგ ხშირად ამახვილებს ყურადღებას მატჩში მოწინააღმდეგის მიერ შექმნილ მომენტებზე.

პოზიციების დაცვა შაბათს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო, რომელიც კარგად გამოიყენეს "წითელმა ეშმაკებმა" და ბირმინგემელები შუადღის მზის ჩრდილში მოაქციეს. უფრო ზუსტად, ბურთის ფლობის 76.37 პროცენტიანი მაჩვენებელი პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მიერ ბოლო 10 სეზონის განმავლობაში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.

უფრო მაღალი მაჩვენებელი ვან გაალის გუნდს ნოემბერში "ჰალ სიტისთან" მატჩში ჰქონდა, რომელშიც 3-0 იმარჯვა, თუმცა რაც უფრო გასაკვირია, ყველაზე დიდი სტატისტიკური მაჩვენებელი (76.67) დაფიქსირდა მატჩში, რომელშიც "იუნაიტედმა" გამარჯვება ვერ მოახერხა - დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა "ფულჰემთან" 2-2 ითამაშა.

ვან გაალის გეგმა დროს მოითხოვდა და ამას ციფრებიც ამტკიცებენ. ნოემბრის მატჩამდე "იუნაიტედს" ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამჯერ ჰქონდა.

ვან გაალის გუნდი ოთხი მატჩის გარდა ყველაში მოწინააღმდეგეზე დიდ ხანს ფლობდა ბურთს და ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი შედგა "ოლდ ტრაფორდზე" - "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებული 2-1 გამარჯვება. ერთი თვის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დაფიქსირებული 48.01% კი ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 39-ე წუთის შემდეგ "წითლები" მოედანზე კაცნაკლული თამაშობდნენ.

"საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, სადაც "იუნაიტედს" ბურთის ფლობის 38.62%-ანი შედეგი ჰქონდა, ვან გაალის გუნდმა აჩვენა, რომ მატჩის მოგება ბურთის დაჭერის გარეშეც შეიძლება, თუმცა მანამდე ამის უკეთესი მაგალითი "არსენალთან" "ემირეიტსზე" გამართული შეხვედრა იყო, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" "მეთოფეებს" 2013/14 წლების სეზონის პირველი ტურის შემდეგ პირველი საშინაო მარცხი განაცდევინეს.

რა თქმა უნდა, სამ ქულას მხოლოდ ბურთის ფლობით ვერ მოიპოვებ. თუმცა ეს ყველაფერი გაქეზებს თქვა, რომ ვან გაალის თამაშის სტილი დროდადრო უფრო და უფრო იხვეწება. ვან გაალი გუნდს სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა, მანამდე კი "იუნაიტედს" ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Opta-ს მიერ დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვით (2005/06 შემდეგ) 60.61% ჰქონდა.

მას შემდეგ 10 სეზონი ჩატარდა, "იუნაიტედმა" კი ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. მიუხედავად იმისა, რომ 2014/15 წლების სეზონში ვან გაალის ფილოსოფია ჩემპიონობამდე ვერ მიგვიყვანს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ასეთი რამ აღარ გამეორდება. სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკა გაცილებით განსხვავებული და ამასთან ერთად ეფექტურიც იყო, მაგრამ ჩანს, რომ ახალი ხედვა გუნდს ახლებურად მოერგო და ცუდი დაწყების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებს. "იუნაიტედი" მატჩებს აკონტროლებს და იმედია მომავალში საკუთარ საჩემპიონო ბედსაც თავად განაგებს.

წყარო: manutd.com
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
8 აპრილი 2015 18:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია რო ბურთის ფლობას აქცევს ლუი დიდ ყურადღებას, მეც მევასება როდესაც ბურთი მუდამ ჩვენ გვიჭირავს და ასეთ თამაშებს რომ ვუყურებ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს :P
0
№12
ავტორი: Mufc7
9 აპრილი 2015 01:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკა გაცილებით განსხვავებული და ამასთან ერთად ეფექტურიც იყო

3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: chestersa
9 აპრილი 2015 03:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Lui fergi ver iqneba arc aris sajiro barcas ar davemsgavsebit ar idarsot burtis floba kargia magram manchesteris tamashebze arasdros medzineba barcasgan gansxvavebit!!!
0
№14
ავტორი: fergie.27
9 აპრილი 2015 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
სასწაულად იგრძნობა გუნდის პროგრესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top