თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2015, 15:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3065,
კომენტარები: 14
ბურთის ფლობაზე დამყარებული ფილოსოფია
ვან გაალი გუნდს ბურთის დაჭერას აჩვევს.
ბურთის ფლობაზე დამყარებული ფილოსოფია
ბურთის ფლობა ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მოწინააღმდეგე ვერას გავნებს, როცა ბურთი გიჭირავს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ვან გაალი მატჩის შემდეგ ხშირად ამახვილებს ყურადღებას მატჩში მოწინააღმდეგის მიერ შექმნილ მომენტებზე.

პოზიციების დაცვა შაბათს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო, რომელიც კარგად გამოიყენეს "წითელმა ეშმაკებმა" და ბირმინგემელები შუადღის მზის ჩრდილში მოაქციეს. უფრო ზუსტად, ბურთის ფლობის 76.37 პროცენტიანი მაჩვენებელი პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მიერ ბოლო 10 სეზონის განმავლობაში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.

უფრო მაღალი მაჩვენებელი ვან გაალის გუნდს ნოემბერში "ჰალ სიტისთან" მატჩში ჰქონდა, რომელშიც 3-0 იმარჯვა, თუმცა რაც უფრო გასაკვირია, ყველაზე დიდი სტატისტიკური მაჩვენებელი (76.67) დაფიქსირდა მატჩში, რომელშიც "იუნაიტედმა" გამარჯვება ვერ მოახერხა - დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა "ფულჰემთან" 2-2 ითამაშა.

ვან გაალის გეგმა დროს მოითხოვდა და ამას ციფრებიც ამტკიცებენ. ნოემბრის მატჩამდე "იუნაიტედს" ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამჯერ ჰქონდა.

ვან გაალის გუნდი ოთხი მატჩის გარდა ყველაში მოწინააღმდეგეზე დიდ ხანს ფლობდა ბურთს და ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი შედგა "ოლდ ტრაფორდზე" - "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებული 2-1 გამარჯვება. ერთი თვის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დაფიქსირებული 48.01% კი ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 39-ე წუთის შემდეგ "წითლები" მოედანზე კაცნაკლული თამაშობდნენ.

"საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, სადაც "იუნაიტედს" ბურთის ფლობის 38.62%-ანი შედეგი ჰქონდა, ვან გაალის გუნდმა აჩვენა, რომ მატჩის მოგება ბურთის დაჭერის გარეშეც შეიძლება, თუმცა მანამდე ამის უკეთესი მაგალითი "არსენალთან" "ემირეიტსზე" გამართული შეხვედრა იყო, სადაც "წითელმა ეშმაკებმა" "მეთოფეებს" 2013/14 წლების სეზონის პირველი ტურის შემდეგ პირველი საშინაო მარცხი განაცდევინეს.

რა თქმა უნდა, სამ ქულას მხოლოდ ბურთის ფლობით ვერ მოიპოვებ. თუმცა ეს ყველაფერი გაქეზებს თქვა, რომ ვან გაალის თამაშის სტილი დროდადრო უფრო და უფრო იხვეწება. ვან გაალი გუნდს სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა, მანამდე კი "იუნაიტედს" ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Opta-ს მიერ დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვით (2005/06 შემდეგ) 60.61% ჰქონდა.

მას შემდეგ 10 სეზონი ჩატარდა, "იუნაიტედმა" კი ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. მიუხედავად იმისა, რომ 2014/15 წლების სეზონში ვან გაალის ფილოსოფია ჩემპიონობამდე ვერ მიგვიყვანს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ასეთი რამ აღარ გამეორდება. სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკა გაცილებით განსხვავებული და ამასთან ერთად ეფექტურიც იყო, მაგრამ ჩანს, რომ ახალი ხედვა გუნდს ახლებურად მოერგო და ცუდი დაწყების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებს. "იუნაიტედი" მატჩებს აკონტროლებს და იმედია მომავალში საკუთარ საჩემპიონო ბედსაც თავად განაგებს.

წყარო: manutd.com
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
8 აპრილი 2015 15:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სიტისთანაც იგივე ბურთის ფლობა, რომ გვქონდეს კაი იქნებოდა lol ანგარიშიც თუ შესაბამისად 3-0 იქნება იდეალური იქნება.
0
№2
ავტორი: Pazu21
8 აპრილი 2015 15:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
burtis kontrolistvis shesabamisi motamasheebi gvchirdeba ereras rom sheuwyvilon. asetia verati, pogba, koke, me gundoganic magrad momwons

burtis kontrolistvis shesabamisi motamasheebi gvchirdeba ereras rom sheuwyvilon. asetia verati, pogba, koke, me gundoganic magrad momwons
0
№3
ავტორი: AkkRed
8 აპრილი 2015 15:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ლუიმ რომ თქვა 3 თვიდან დავიწყებ შედეგების დადება ეგრეც დაიწყო, 12 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა ნოემბრიდან მოყოლებული მერე გუნდი გაჩერდა და ისევ ამუშავდა. იმედია მომაავალ წელს ჩლ-ს და ეპლ-ს მოგვაგებინებს
0
№4
ავტორი: Rooni
8 აპრილი 2015 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Gamarjobat eshmakebo

Gadaobs raburtis floba memgoni cotaxanshi barsas davemgvanebit. Buitis floba arasdros yofila chveni saqme babu marto shetevaze fiqrodbda da magit vargvevdit yvelas
0
№5
ავტორი: A.HERRERA
8 აპრილი 2015 16:12
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ისე ცოტა იღბალი და წელსაც რომ მოვიგოთ ეპლ არიქნება ურიგო :დ
0
№6
ავტორი: AkkRed
8 აპრილი 2015 16:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Rooni,

გაგიმარჯოს.

კი გეთანხმები, რომ ბაბუს დროს არ იყო ჩვენი საქმე ბურთის ფლობა და მუდამ შეტევითი ტაქტიკით ვთამაშობდით, მაგრამ უკვე დროა გავანაალიზოთ, რომ აღარ არის ის მანჩესტერი. შეიძლება რაღაცეები დასახვეწი აქ და ზოგს არ მოსწონს ესეთი ტაქტიკა, მაგრამ ბარსენოლას მართლა არ ვემზგავსებით. ჩვენი უფრო გახსნილი შეტევაა და ლამაზად შლიან თამაშს.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2015 16:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Rooni,
გამარჯობა.

ვერ ვხვდები, რატომ გააიგივე ბარსასთან იუნაიტედის სტილი ან რატომ დაგიტოვა თუნდაც პარალელის გავლების სურვილი, მაგრამ არ გეთანხმები იმაში, რომ ბარსას ვემსგავსებით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს, მაგას ვერ ვიზამთ, მეორეც იმიტომ, რომ ჩვენ ვგავართ ლუის ტიპიურ გუნდებს და არა რომელიმე კონკრეტულ გუნდს. აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ ზუსტად ვან გაალის დამსახურებაა დღევნადელი ბარსელონას არსებობა. რა თქმა უნდა გვარდიოლას და რაიკაარდს უფრო დიდი წვლილი მიუძღვით, მაგრამ ლუიმ სხვისი დანერგილი იდეოლოგია უფრო განავრცო ბარსაში, მომდევნოებმა უფრო განავრცეს და ა.შ. გუნდი ჰგავს მწვრთნელს და გუნდიც ისეთია, როგორიც არის მწვრთნელი. ფერგი ფერგი იყო, ის სხვა დრო იყო, სხვა იუნაიტედი იყო, სხვა ფეხბურთს თამაშობდა და სხვა ფეხბურთს თამაშონდნენ მაშინ. ლუი კი ლუია და როგორც ხედავს თამაშს, ისე უნდა ათამაშოს გუნდი. რა სავალდებულოა ფერგის კვალს გაჰყვეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2015 17:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის დროსაც (ბოლო წლებში) სულ ბურთის ფლობაზე ვწუწუნებდით. ყველა გუნდი თითქმის ბოლო სეზონში ზედ უვლიდა ნახევარდაცვას. ბოლო თამაშებს თუ არ ჩავთვლით მანამდე ეს ბურთის დაჭერა არაფრისმომცემი იყო. მარა რაც განცხადება გააკეთა სისწრაფეზე უნდა ვიმუშაოთო და ამბები იმის მერე გამოასწორა მდგომარეობა და ეხლა ბურთის ფლობა დიდი პლიუსიც გახდა
0
№9
ავტორი: Manchester_M
8 აპრილი 2015 17:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დღეს უნარების მასწავლებელმა მომშალა ნერვებზე ვერ მოიგებს იუნაიტედიო გაიძახოდა :@
0
№10
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2015 17:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
პოლ მერსონი სულ მაგას ამბობ რომ რა? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top