თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2015, 18:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 15
ერერა: "ჩემი ოცნება "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაა"
ანდერ ერერა "ოლდ ტრაფორდზე" დიდ ხანს დარჩენაზე ოცნებობს.
ერერა:
ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ სურს ამ გუნდში დიდ ხანს მოთამაშე ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდეს.

"ატლეტიკიდან" შეძენილი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და თებერვალში თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოიგო. რამდენიმე მატჩის ჩატარების შემდეგ ანდერმა ბოლო შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ერთ სეზონში გატანილ გოლთა რიცხვი შვიდამდე აიყვანა.

"ძალიან ბედნიერი ვარ," - განაცხადა ერერამ. "როცა არ ვთამაშობდი, მაშინაც ბედნიერი ვიყავი. მე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ. ამის გამო თავს იღბლიანად ვთვლი. მწვრთნელი წყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩვენ კი მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მწვრთნელს გუნდისთვის საუკეთესო სურს, ჩვენთვის საუკეთესო სურს და მას მხარი უნდა დავუჭიროთ.

როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი, მაიკლ კერიკის, უეინ რუნის, ანტონიო ვალენსიას, რაფაელ და სილვას და მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარ არის, დარენ ფლეთჩერის შესახებ ვფიქრობდი. ეს არის ხალხი, ვინც "იუნაიტედში" დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ. ჩემი ოცნებაა აქ დიდი ხნის განმავლობაში ვიყო, რადგან სწორ კლუბში ვარ, სწორ ლიგაში და სწორ ქვეყანაში. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა ამ კლუბში ბევრი წელი გავატარო.

ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანასა და ლიგას სწრაფად შევეგუე, რადგან კომფორტულად ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს ადაპტირებაში, რათა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. "იუნაიტედში" თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის იმედი მაქვს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
6 აპრილი 2015 23:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაცი რომელსაც ძლიერ "იუნაიტედი" უყვარს.
0
№12
ავტორი: Mufc7
7 აპრილი 2015 02:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
და მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 აპრილი 2015 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ანდერ მაგარი კაცი ხარ acute2 love
0
№14
ავტორი: VaRdo
7 აპრილი 2015 16:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს ესპანელები მაგრად მევასებიან. სერიოზული ტრიოა. მატა ერერა დე გეა <3 სამივე ძაან მაგარი ფეხბურთელი და პიროვნება,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: fergie.27
7 აპრილი 2015 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ეს ადამიანი დრო მოვა და შეუერთდება იუნაიტედის ლეგენდების რიცხვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top