ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ სურს ამ გუნდში დიდ ხანს მოთამაშე ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდეს.
"ატლეტიკიდან" შეძენილი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და თებერვალში თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოიგო. რამდენიმე მატჩის ჩატარების შემდეგ ანდერმა ბოლო შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ერთ სეზონში გატანილ გოლთა რიცხვი შვიდამდე აიყვანა.
"ძალიან ბედნიერი ვარ," - განაცხადა ერერამ. "როცა არ ვთამაშობდი, მაშინაც ბედნიერი ვიყავი. მე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ. ამის გამო თავს იღბლიანად ვთვლი. მწვრთნელი წყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩვენ კი მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მწვრთნელს გუნდისთვის საუკეთესო სურს, ჩვენთვის საუკეთესო სურს და მას მხარი უნდა დავუჭიროთ.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი, მაიკლ კერიკის, უეინ რუნის, ანტონიო ვალენსიას, რაფაელ და სილვას და მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარ არის, დარენ ფლეთჩერის შესახებ ვფიქრობდი. ეს არის ხალხი, ვინც "იუნაიტედში" დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ. ჩემი ოცნებაა აქ დიდი ხნის განმავლობაში ვიყო, რადგან სწორ კლუბში ვარ, სწორ ლიგაში და სწორ ქვეყანაში. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა ამ კლუბში ბევრი წელი გავატარო.
ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანასა და ლიგას სწრაფად შევეგუე, რადგან კომფორტულად ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს ადაპტირებაში, რათა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. "იუნაიტედში" თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის იმედი მაქვს."