თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 10:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2848,
კომენტარები: 15
კერიკი: "მატა გონებრივად ფარავს ფიზიკურ "ნაკლს"
კერიკი მატას აქებს.
კერიკი:
მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველი შეაქო და ახსნა, თუ რატომ არის მისი ყურება სასიამოვნო.

ხუან მატას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და უკვე მოახერხა 14 გოლის გატანა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 0.33 გოლს უდრის.

კერიკს მიაჩნია, რომ ასეთი სტატისტიკა თავისთავად ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელი გუნდისთვის.

"ის ყოველთვის იყო დიდი ფეხბურთელი. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან გუნდისთვის მრავალი სარგებელი და შესაძლებლობა მოაქვს. თავადაც ნახეთ ყველაფერი, რაც მას მოაქვს.

ვფიქრობდი, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ საოცარი იყო. მთლიანობაში კარგად ითამაშა და ორივე გოლი მან გაიტანა. პირველი მართლაც კარგი შესრულება იყო და მეორე უბრალოდ სენსაციური, ასე რომ, კარგი დღე ჰქონდა.

მატა ძალიან ჭკვიანია. ამოძრავებს ბურთს, იჭერს კარგ პოზიციას, წარმოადგენს საფრთხეს და ინტელიგენტს. მატა ფიზიკურად ნამდვილად არ არის გოლიათი, მაგრამ თავისი გონებრივი შესაძლებლობებით და თამაშის სტილით ამას ფარავს. მისი ყურება უბრალოდ სასიამოვნოა."
- აცხადებს კერიკი.

"ტოტენჰემთან" მატჩამდე ხუან მატა ზედიზედ შვიდი მატჩის განმავლობაში ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ანხელ დი მარიას დისკვალიფიციკაციის შემდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი და ორ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

"მისმინეთ, კარიერის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლისა და დაღმასლივს პერიოდი და ამას ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ უარყოფ, ვისაც არ უნდა შეხედო. მატას ნიჭს ვერ დამალავ. სწორედ ამიტომ არის ის აქ. ხუანი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამისთანა თამაში არ მაკვირვებს, რადგან ის სწორედ ასე უნდა თამაშობდეს." - დაასრულა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 მარტი 2015 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები კერიკს, მატას საფეხბურთო ინტელექტი ეჭვს ნამდვილად არ იწვევს. ნაკლი ყველა ფეხბუთელს აქვს მათ შორის მატასაც, მაგრამ დამეთახნმებით ალბათ, რომ ამ ადამიანს პლიუსი უფრო ბევრი აქვს ვიდრე მინუსი...
0
№12
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ჯერ ერთი სუყველაფერს რო თავი დავანებოთ გამოკვეთილ გამთამაშებელს არ თამაშობს ფელაინი და თუ გინდა ნახე და დააკვირდი კარგად..მერე მეორე უმეტესად მატა ცენტრში იწევს ხოლმე.. ამას ვამბობ მე თორე ეგრე ყველა პოზიციაზე შეიძლება ეგრე თქვა.. რამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა ფელამ აბა მითხარი
0
№13
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2015 19:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი პასები, კარგი გახსნა. ყოველთვის კარგი მოაქვს როცა მატა თავის პოზიციაზეა და დაცვაში არ უწევს სირბილი ბურთის ამოსატანად, მანდ უკვე ფიზიკურად ყველა ვარიანტში დაიჩაგრება. ვფიქრობ ეს ის შემადგენლობაა რაც გუნდს სჭირდება და რომელსაც ყველა ფეხბურთელი მაგრად ერგება. განწყობა კარგია, ბოლო ბოლო ტოტენჰემს გადავურბინეთ და ლივერპულს ენფილდზე მოუგეთ, ნახევარზე მეტი საქმე უკვე გააკეთეს

იმედია ეს უბრალო გამონათება არაა და ესე გაგრძელდება
0
№14
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 19:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
ვახ, განა სადმე ვთქვი, რომ უშლის ვინმეს ხელს ფელაინის ყოფნა? ცოტაჯერ იდგა მარუანი ფორვარდის უკან, სადაც მატას ადგილია? თუ იმასაც იტყვი, რომ მატა არ არის გამთამაშებელი. სწორედ ფელაინი იკავებდა მის პოზიციას და ამიტომ გავამახვილე მაგაზე ყურადღება. რა გგონია, დი მარიას რომ არ მიეღო დისკვალიფიკაცია, მატას დააყენებდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Count Alucard
24 მარტი 2015 23:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არამარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, ზოგადად მატა ძალიან დახვეწილი და ინტელიგენტი ადამიანია, ეს მისი საუბრის მანერიდანაც ჩანს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top