მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველი შეაქო და ახსნა, თუ რატომ არის მისი ყურება სასიამოვნო.
ხუან მატას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და უკვე მოახერხა 14 გოლის გატანა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 0.33 გოლს უდრის.
კერიკს მიაჩნია, რომ ასეთი სტატისტიკა თავისთავად ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელი გუნდისთვის.
"ის ყოველთვის იყო დიდი ფეხბურთელი. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან გუნდისთვის მრავალი სარგებელი და შესაძლებლობა მოაქვს. თავადაც ნახეთ ყველაფერი, რაც მას მოაქვს.
ვფიქრობდი, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ საოცარი იყო. მთლიანობაში კარგად ითამაშა და ორივე გოლი მან გაიტანა. პირველი მართლაც კარგი შესრულება იყო და მეორე უბრალოდ სენსაციური, ასე რომ, კარგი დღე ჰქონდა.
მატა ძალიან ჭკვიანია. ამოძრავებს ბურთს, იჭერს კარგ პოზიციას, წარმოადგენს საფრთხეს და ინტელიგენტს. მატა ფიზიკურად ნამდვილად არ არის გოლიათი, მაგრამ თავისი გონებრივი შესაძლებლობებით და თამაშის სტილით ამას ფარავს. მისი ყურება უბრალოდ სასიამოვნოა." - აცხადებს კერიკი.
"ტოტენჰემთან" მატჩამდე ხუან მატა ზედიზედ შვიდი მატჩის განმავლობაში ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ანხელ დი მარიას დისკვალიფიციკაციის შემდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი და ორ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.
"მისმინეთ, კარიერის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლისა და დაღმასლივს პერიოდი და ამას ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ უარყოფ, ვისაც არ უნდა შეხედო. მატას ნიჭს ვერ დამალავ. სწორედ ამიტომ არის ის აქ. ხუანი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამისთანა თამაში არ მაკვირვებს, რადგან ის სწორედ ასე უნდა თამაშობდეს." - დაასრულა კერიკმა.