თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 14:25
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2982,
კომენტარები: 11
ხუან მატა:"ამ დღეს ვერასდროს დავივიწყებ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
ხუან მატა:
სალამი ყველას!

ეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როცა მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა. როგორც იცით დაახლოებით 1 წელია, რაც ეს ბლოგი შევქმენი და თითოეულ პოსტს დიდი ემოციებით ვწერ, თუმცა ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როდესაც ბოლომდე ვერ გადმომიცია ჩემი შთაბეჭდილებები - სწორედ ასე ვარ ახლაც.

თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კვირა იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. პატარაობაში, ტალახიან მოედანზე თამაშისას მხოლოდ გართობაზე ფიქრობ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც გაქვს ოცნება ერთ დღეს დიდი ფეხბურთელი გახდე და ისეთ მოედანზე გახვიდე, როგორიც "ენფილდია". "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ძალიან გამორჩეული მოწინააღმდეგეები არიან, რომელთა თამაშს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, ვფიქრობ სწორედ ეს მატჩია ინგლისში ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მე ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლა უკვე თავადაც მაქ გამოცდილი.

ამასთან ერთად, შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გუნდებს შორის მხოლოდ 2 ქულა იყო სხვაობა.

გასულ კვირას, "ტოტენჰემთან" მოპოვებული ძალიან კარგი გამარჯვების შემდეგ, ვიცოდით რომ "ენფილდზეც" იგივე უნდა გაგვეკეთებინა წარმეტების მისაღწევად. და ჩვენ ეს შევძელით, ჩემი აზრით, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.

გუნდის კარგი თამაშით და ჩემი გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დაუვიწყარი დღეა ჩემთვის. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ყოველთვის ისეთ ფეხბურთელად დავრჩები, როგორიც ინგლისში მოსვლამდე ვიყავი. ვიბრძოლებ ბოლომდე, დავიხარჯები მაქსიმალურად და ყოველთვის მზად ვიქნები გუნდის დასახმარებლად. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და კვირასაც სწორედ ასე მოხდა.

ბევრი თქვენგანი მეკითხება მეორე გოლის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი როგორ ავხსნა და გადმოვცე. ეს უფრო მეტად საშუალებაზეა დამოკიდებული, როდესაც ბურთი მოგდის ფიქრობ რაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილებია მიიღო და მის დამუშავებას ერთი შეხებით თამაშს ამჯობინებ. ანხელის გადაცემამ სწორედ ასე მოქცევა მაიძულა და საბოლოოდ ლამაზი გოლიც გამოვიდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია ჩემს კარიერაში, თანაც მნიშვნელობითაც გამორჩეულია.

ახლა კი ნება მომეცით დაგემშვიდობოთ, მანამ სამამ მოიწყენთ. როგორც ყოველთვის დიდ მადლობას გიხდით და გიზიარებთ კვირის ემოციებს, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ.

ბედნიერ კვირას გისურვებთ. გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2015 22:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ალბათ ერთ-ერთი კი არა საუკეთესო გოლი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანიც. ბევრ რამეს გადაწყვეტს ეს მოგება და მატას უდიდესი წვლილი მიუძღვის ამაში. ეს ძირითადში ადგილის დამკვიდრებაშიც დაეხმარება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top