თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 14:25
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3028,
კომენტარები: 11
ხუან მატა:"ამ დღეს ვერასდროს დავივიწყებ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
ხუან მატა:
სალამი ყველას!

ეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როცა მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა. როგორც იცით დაახლოებით 1 წელია, რაც ეს ბლოგი შევქმენი და თითოეულ პოსტს დიდი ემოციებით ვწერ, თუმცა ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როდესაც ბოლომდე ვერ გადმომიცია ჩემი შთაბეჭდილებები - სწორედ ასე ვარ ახლაც.

თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კვირა იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. პატარაობაში, ტალახიან მოედანზე თამაშისას მხოლოდ გართობაზე ფიქრობ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც გაქვს ოცნება ერთ დღეს დიდი ფეხბურთელი გახდე და ისეთ მოედანზე გახვიდე, როგორიც "ენფილდია". "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ძალიან გამორჩეული მოწინააღმდეგეები არიან, რომელთა თამაშს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, ვფიქრობ სწორედ ეს მატჩია ინგლისში ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მე ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლა უკვე თავადაც მაქ გამოცდილი.

ამასთან ერთად, შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გუნდებს შორის მხოლოდ 2 ქულა იყო სხვაობა.

გასულ კვირას, "ტოტენჰემთან" მოპოვებული ძალიან კარგი გამარჯვების შემდეგ, ვიცოდით რომ "ენფილდზეც" იგივე უნდა გაგვეკეთებინა წარმეტების მისაღწევად. და ჩვენ ეს შევძელით, ჩემი აზრით, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.

გუნდის კარგი თამაშით და ჩემი გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დაუვიწყარი დღეა ჩემთვის. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ყოველთვის ისეთ ფეხბურთელად დავრჩები, როგორიც ინგლისში მოსვლამდე ვიყავი. ვიბრძოლებ ბოლომდე, დავიხარჯები მაქსიმალურად და ყოველთვის მზად ვიქნები გუნდის დასახმარებლად. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი და კვირასაც სწორედ ასე მოხდა.

ბევრი თქვენგანი მეკითხება მეორე გოლის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი როგორ ავხსნა და გადმოვცე. ეს უფრო მეტად საშუალებაზეა დამოკიდებული, როდესაც ბურთი მოგდის ფიქრობ რაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილებია მიიღო და მის დამუშავებას ერთი შეხებით თამაშს ამჯობინებ. ანხელის გადაცემამ სწორედ ასე მოქცევა მაიძულა და საბოლოოდ ლამაზი გოლიც გამოვიდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია ჩემს კარიერაში, თანაც მნიშვნელობითაც გამორჩეულია.

ახლა კი ნება მომეცით დაგემშვიდობოთ, მანამ სამამ მოიწყენთ. როგორც ყოველთვის დიდ მადლობას გიხდით და გიზიარებთ კვირის ემოციებს, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ.

ბედნიერ კვირას გისურვებთ. გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
23 მარტი 2015 14:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მოუთმენლად ველოდებოდი ამის ბლოგს, მაინტერესებდა რას დაწერდა request ეს ის დღეა, მეც რომ არასოდეს დამავიწყდება და მინდა, სულ ასეთი ბედნიერი ვიყო ხოლმე მეც და კიდე ბევრი ჩვენიანი love
ეს ერთ-ერთი ისეთი დღეა, როცა მიჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა. როგორც იცით დაახლოებით 1 წელია, რაც ეს ბლოგი შევქმენი და თითოეულ პოსტს დიდი ემოციებით ვწერ, თუმცა ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როდესაც ბოლომდე ვერ გადმომიცია ჩემი შთაბეჭდილებები - სწორედ ასე ვარ ახლაც.

უუუხხ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
23 მარტი 2015 14:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აქამდე შოკში ვარ ისეთი გოლი გაიტანა. მაკრატელა საერთდ რომ ძნელი გასატანია მაგას ორი აზრი არ აქვს, მაგრამ როცა შენს საწინააღმდეგოდ ბრუნდები გარბენის დროს და მაკრატელას ურ***ვ ეგ საერთოდ რაღაც არარეალურულია. დაუმტკიცა ყველას რომ ის ღირსია სასტარტოში სათამაშოდ
0
№3
ავტორი: Esi
23 მარტი 2015 14:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მუჩაჩოოო love გენაცვალეე შეენ love
0
№4
ავტორი: გაბადაძე
23 მარტი 2015 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
და იმ სირინოზმა ნაკრებში არ გამოიძახა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Blind
23 მარტი 2015 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ორივე გოლი გავმაზე :/ მაგრამ რაც მთავარია ხო გაიტანა <3 love love
0
№6
ავტორი: VaRdo
23 მარტი 2015 17:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
პოზიტიიივ გენაცვალე შენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2015 17:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ინტელექტიც მეტყველების დროს მძღავნდება, იგივეა მოედანზეც.

ემოციები ლივერპულთან ყოველთვის უსაზღვროა, მაგრამ როცა ერთად რამდენიმე ადამიანი გაჰყვირის და ხარობს, ცდილობ შენი ხმაც მიაწვდინო და ამ დროს თითქმის შუაზე იხლიჩები ყვირილისგან. გუშინ საოცარი დღე გვქონდა ამ დღის ემოციას არა მარტო დღეს, ხვალ, ან ზეგ, არამედ ყოველი გახსენების ჟამს განვიცდი.

ხუან მადლობა ასეთი საშუალების მოცემისთვის, ლუის მადლობა მოგებისთვის, იუნაიტედს არსებობისთვის და ჯერარდს ჯერარდობისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2015 18:18
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ბოლო მომეწონა, ჟერარდობისთვის lol

მართლაც ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მატამ, რუნის უნდა დაეთმო პენალტი, მატა ისე ურტყვას მაღალ კუთხეში გაუშვებდა და ვერ აიღებდა მინოლე, ენფილდზე ჰეტ-ტრიკი ისტორიაში დარჩებოდა სამუდამოდ, მაგრამ მთავარი ისაა რომ 3 ქულა ავიღეთ 5 ქულით ვუსწრებთ მეხუთე ადგილოსან გუნდს, თუ სიტის და არსენალს მოვუგებთ მეორე ადგილი გარანტირებული გვაქ, ჩელსიმ კიდე ასე თუ გააგრძელა, სულ იღბალი არ იქნება მაგათ მხარეს და თუ 1-2 მატჩი ჩააგდეს შანსი გვაქ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ოპტიმისტურად რომ ვიფიქროთ, რეალური სამიზნე მესამე-მეორე ადგილი არის და იმედი მაქვს მივაღწეთ.
0
№9
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2015 19:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ის ხალხი დამანახეთ ვინც ამას გუნდიდან უშვებს. უძლეირესია მასტი!
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 მარტი 2015 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბრავო მატა, ბრავო. როგორც შენ ვერ გადმოსცემ იმ ემოციას რაც გოლის გატანის დროს იგრძენი, ისე ჩვენ ვერ გადმოვცმეთ იმ ემოციას რაც ფან-კლუბში ხდებოდა... smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top