თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2015, 22:58
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2981,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე", "დეზების" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი. "გამარჯვების ხელოვნება".
"ტოტენჰემთან" შეხვედრამ საყოფელთაო ინტერესი გამოიწვია, ეს შეიძლება იმითაც იყო გამოწვეული, რომ დისკვალიფიკაციის გამო ანხელ დი მარია ვერ ახერხებდა მონაწილეობის მიღებას და მის ნაცვლად ვან გაალს, ერთად ფელაინის და მატას 11-ეულში გამწესება მოუწია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


სქემა ერთი შეხედვით 4-3-3 გავდა, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა თავისუფლად შეგვიძლია 4-1-4-1-იც დავარქვათ.

გადაადგილება

როგორც კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები იწყებენ თავისუფალი ზონების შევსებას და თანაგუნდელისთვის გადაცემისთვის თავის შეთავაზებას, მაშინვე გუნდი ლამაზი ფეხბურთს თამაშობს. მთავარი პრობლემა, როდესაც რუნი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა, იყო ის, რომ კაპიტანი ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა. რა ვნახეთ გუშინ? თავისუფალი სივრცე, რომელიც მეტოქემ დიდი სიამოვნებით შესთავაზა "იუნაიტედს", მომენტალურად ივსებოდა.

დავაკვირდეთ პირველი გოლის მომენტს. "ტოტენჰემის" ორი მოთამაშე თითქოს ჩვენი მკითხველები იყვნენ და იცოდნენ მაიკლ კერიკის პასიურობის შესახებ, ერთად ცდილობენ ბლინდისთვის ბურთის ართმევას. ამ დროს მათ ზურგს უკან სივრცე ჩნდება, რომელშიც მაიკლი ავსებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ბლინდის უბრალო გადაცემით, ერთბაშად სამი მეტოქე რჩება უსაქმოდ, ხოლო კერიკს აქვს დრო და სივრცე იდეალური გადაწყვეტილების მისაღებად. მისკენ მცველი გარბის, თუმცა შეცდომას უშვებს, რადგან ფელაინის აძლევს გაქცევის საშუალებას, ამ ყველაფერს კარგად ხედავს ინგლისელი და აკეთებს გადაცემას, რომელსაც როგორც შემდეგ ვნახეთ გოლი მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ძლიერი ფლანგები

როგორ დაამარცხა ასე მარტივად "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი"?

ყველა ბურთზე ბოლომდე ბრძოლით, საკუთარ ძალებში თავდაჯერებით, უბურთოდ კარგად მოძრაობით(რომელზეც უკვე ვისაუბრეთ). ფორმირებამ, რომლის ჩამოყალიბებასაც ლუის ვან გალი უკვე რამდენიმე თამაშია ცდილობს, როგორც იქნა შედეგი გამოიღო. მოდით გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ასე.

წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, შემადგენლობაში გადაადგილებებმა. ძირითად 11-ეულში მატას გამოჩენამ და ბლინდის ფლანგზე გამწესებამ, ძალიან ინტენსიური და სანდო კავშირი ჩამოაყალიბა.

ფლანგებზე წარმოქმნილი ორი სამკუთხედი ძლიერი იარაღი გამოდგა. სწრაფი, მობილური ფეხბურთელები, მარცხნივ: ბლინდი და იანგი, მარჯვნივ: მატა და ვალენსია, ასევე ფელაინი-ერერას მხარდაჭერა ცენტიდან თითქმის ყველა მომენტში უპირატესობას იძლეოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


აი ასე გამოიყურებოდა ეს მოედანზე:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ფლანგებზე ასეთი სამეულების არსებობამ, შესაძლებელი გახადა "ტოტენჰემის" დაცვის ადვილად გარღვევა. ამავდროულად ცენტრში ფელაინი და ერერა მოედნის ცენტრში წესრიგის დამყარებას ემსახურებოდნენ.

მოდი ვნახოთ, როგორი გადაადგილებები ხდებოდა თავდაცვის დროს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


მატა და იანგი სწრაფად ბრუნდებოდნენ დაცვაში, ერერა და ფელაინი კი პრესინგს მიმართავდნენ, რითიც ავიწროებდნენ "ტოტენჰემის" მოთამაშეებს. როგორც ჩანს, "დეზები" არ იყვნენ ასეთი აგრესიული თამაშისთვის მზად და ხშირად კარგავდნენ ბურთს. მაშინაც კი, როდესაც ისინი ახერხებდნენ და ცდებოდნენ ჩვენს შემტევ ნახევარმცველებს, მათთვის აუღებელ ციხე-სიმაგრედ მაიკლ კერიკი ხდებოდა.



ბურთის დაკარგვის დროს, მატა უკვე მზად არის უკან დაბრუნდეს და დაცვაში დაეხმაროს თანაგუნდელებს, რაც ხშირ შემთხვევაში მეტოქისთვის ბურთის ართმევას იწვევდა.

თუკი, "ტოტენჰემის" ფეხბურთელების საშუალო პოზიციებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ისინი არ იყვნენ მზად ასეთი თამაშისთვის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ბონუსად ერერას ბურთის კონტროლი:



დე ხეას სეივი

სამწუხაროდ, მატჩმა დე ხეას ტრადიციული სეივის გარეშე ვერ ჩაიარა. ჯონსის და რაფაელის წარუმატებელი თამაშის შემდეგ, "ტოტენჰემის" შემტევს გოლის გატანის შანსი მიეცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა აღმოჩნდა მეორე, რომელიც დავიდის კაირს მიმართულებით წავიდა, არც პირველი იყო ადვილი მოსაგერიებელი, თუმცა საინტერესო ისაა, რომ დარტყმის ავტორი ფილ ჯონსი გახლავთ.

საუკეთესო მატჩი?

არაერთხელ მომიწია მოსმენა, რომ ეს იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში გუნდის მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი. ჩემი აზრით, ასეთი წოდება პირველ რიგში ამ შეხვედრამ შედეგის გამო მიიღო, რადგან თამაშის ხარისხით ძალიან ჰგავდა "ტოტენჰემის" წინააღმეგ ჩატარებულ პირველ მატჩს. რეალიზაცია - აი იყო განსხვავება ამ ორ შეხვედრას შორის. გუშინ "იუნაიტედმა" 3-ჯერ მოარტყა კარში და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა, რაც 100 პროცენტიანი მაჩვენებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ისტორია

ვინც გუშინ პირდაპირ ეთერში მოახერხეთ მატჩის ხილვა გახდით ისტორიული ფაქტის მომსწრენი. ლაპარაკია უეინ რუნის გოლზე, კონკრეტულად კი მის აღნიშვნაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება საუკეთესო აღნიშვნების კოლექციაში.

წინაისტორია:



ისტორია:



P.S

მიუხედავად, კარგი თამაშისა და სამი გატანილი გოლისა, ყველაზე სასიამოვნო კადრი ალბათ მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბედნიერი სახის ხილვა იყო. რა არის მეტი საჭირო?

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
17 მარტი 2015 01:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
კი არ გვზღუდავს უბრალოდ იმედი აქვთ თანაგუნდელებს და სულ ცდილობენ ბურთი მიაწოდონ და ნახონ ამჯერად არს მოიფიქრებს, მარა ამ ბოლო დროს ვეღარაფერს ფიქრობს :( სამწუხაროდ.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 01:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მეც ეგ ვიგულისხმე. როცა იმედი გაქვს იმის, რასაც დიდწილად შედეგი არ მოაქვს, უკვე არის შერღუდვა. არ შეიძლება გქონდეს ერთის იმედი, როცა უკეთესია გქონდეს 10-ს იმედი ან როგორც მინიმუმ, 2-3 მოთამაშის იმედი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

დი რატომ გგონია, რომ არ შეუძლია? ტოტენჰემთან ვითამაშეთ კარგად, კი არაა პრობლემა, მაგრმა მაინც ყველაზე ხშირი შეტევა რომელიც იწარმებოდა იყო ფელაინზე გრძელი გადაცემა. დი მარიას კიდევ უწევს ამ ტაქტიკაში ჩაინერგოს თავი, როცა კაცს სჩვევია გაიქცეს ბურთი თან წაიღოს და ბოლოს გადაცემა გაუკეთოს ამის მაგივრად ის ფლანგზე გადის და იქიდან გრძელი გადაცემით ფელაინზე თამაშობს. ამას დავუმატოთ ის რომ ფორმიდან ამოვარდნილია და ინგლისის რითმს ჯერ ვერ შეეგუა ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის დაბალანსებულ გუნდში მშვიდ ფეხბურთს თამაშობდა, გადმოვიდა არეულ გუნდში და ტრამვის შემდეგ ამოვარდა ფორმიდან. შემდეგ წელს იმ ძველ დი მარიას ნახავ რომელსაც მიჩვეულნი ვართ და რომელმაც ლიგა მოაგებინა რეალს.
0
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2015 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბაბუს სახე ზუსტად ასახავდა მოედანზე არსებულ სიტუაციას. იმედია სულ მასეთი სახე ექნება winked love
0
№15
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 11:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რატომ შემეკამათე, თუკი დი მარიას მაკრიტიკებელი სიტყვები შენ უფრო მეტი დაწერე, ვიდრე მე? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 11:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

არც გეკამთები და არც ვაკრიტიკებ, გავაანალიზირე და აგიხსენი რატომაც არის დი მარია ასეთ დღეში. თორე მატა ვინგერობაში რომ ვერ აჯობებს დი მარიას ეგ ნათელია, მერე რა რომ კარგად თამაშობდა 1 ტაიმი, მაინც ის არაა ვინგერი არ იყო კომფორტულად. ანხელს კი უბრალოდ დრო სჭირდება. ვინ იცის ანხელს რამდენი დროც დაეთმო იმდენი დრო, რომ დათმობილიყო ფალკაოსთვის ეხლა როგორ ფორამში იქნებოდა.
0
№17
ავტორი: Manchester_M
17 მარტი 2015 16:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია გამარჯვებულ გუნდს არ შეცვლის ლივერპულთან დი მარიას შემოვიყვანდი და იანგს დავასვენებდი სხვა მეტი ცვლილების გაკეთება არ ღირს არც ფალკაო და არც რვპ !!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top