"ტოტენჰემთან" შეხვედრამ საყოფელთაო ინტერესი გამოიწვია, ეს შეიძლება იმითაც იყო გამოწვეული, რომ დისკვალიფიკაციის გამო ანხელ დი მარია ვერ ახერხებდა მონაწილეობის მიღებას და მის ნაცვლად ვან გაალს, ერთად ფელაინის და მატას 11-ეულში გამწესება მოუწია.
სქემა ერთი შეხედვით 4-3-3 გავდა, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა თავისუფლად შეგვიძლია 4-1-4-1-იც დავარქვათ.
გადაადგილება
როგორც კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები იწყებენ თავისუფალი ზონების შევსებას და თანაგუნდელისთვის გადაცემისთვის თავის შეთავაზებას, მაშინვე გუნდი ლამაზი ფეხბურთს თამაშობს. მთავარი პრობლემა, როდესაც რუნი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა, იყო ის, რომ კაპიტანი ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა. რა ვნახეთ გუშინ? თავისუფალი სივრცე, რომელიც მეტოქემ დიდი სიამოვნებით შესთავაზა "იუნაიტედს", მომენტალურად ივსებოდა.
დავაკვირდეთ პირველი გოლის მომენტს. "ტოტენჰემის" ორი მოთამაშე თითქოს ჩვენი მკითხველები იყვნენ და იცოდნენ მაიკლ კერიკის პასიურობის შესახებ, ერთად ცდილობენ ბლინდისთვის ბურთის ართმევას. ამ დროს მათ ზურგს უკან სივრცე ჩნდება, რომელშიც მაიკლი ავსებს.
ბლინდის უბრალო გადაცემით, ერთბაშად სამი მეტოქე რჩება უსაქმოდ, ხოლო კერიკს აქვს დრო და სივრცე იდეალური გადაწყვეტილების მისაღებად. მისკენ მცველი გარბის, თუმცა შეცდომას უშვებს, რადგან ფელაინის აძლევს გაქცევის საშუალებას, ამ ყველაფერს კარგად ხედავს ინგლისელი და აკეთებს გადაცემას, რომელსაც როგორც შემდეგ ვნახეთ გოლი მოჰყვა.
ძლიერი ფლანგები
როგორ დაამარცხა ასე მარტივად "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი"?
ყველა ბურთზე ბოლომდე ბრძოლით, საკუთარ ძალებში თავდაჯერებით, უბურთოდ კარგად მოძრაობით(რომელზეც უკვე ვისაუბრეთ). ფორმირებამ, რომლის ჩამოყალიბებასაც ლუის ვან გალი უკვე რამდენიმე თამაშია ცდილობს, როგორც იქნა შედეგი გამოიღო. მოდით გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ასე.
წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, შემადგენლობაში გადაადგილებებმა. ძირითად 11-ეულში მატას გამოჩენამ და ბლინდის ფლანგზე გამწესებამ, ძალიან ინტენსიური და სანდო კავშირი ჩამოაყალიბა.
ფლანგებზე წარმოქმნილი ორი სამკუთხედი ძლიერი იარაღი გამოდგა. სწრაფი, მობილური ფეხბურთელები, მარცხნივ: ბლინდი და იანგი, მარჯვნივ: მატა და ვალენსია, ასევე ფელაინი-ერერას მხარდაჭერა ცენტიდან თითქმის ყველა მომენტში უპირატესობას იძლეოდა.
აი ასე გამოიყურებოდა ეს მოედანზე:
ფლანგებზე ასეთი სამეულების არსებობამ, შესაძლებელი გახადა "ტოტენჰემის" დაცვის ადვილად გარღვევა. ამავდროულად ცენტრში ფელაინი და ერერა მოედნის ცენტრში წესრიგის დამყარებას ემსახურებოდნენ.
მოდი ვნახოთ, როგორი გადაადგილებები ხდებოდა თავდაცვის დროს:
მატა და იანგი სწრაფად ბრუნდებოდნენ დაცვაში, ერერა და ფელაინი კი პრესინგს მიმართავდნენ, რითიც ავიწროებდნენ "ტოტენჰემის" მოთამაშეებს. როგორც ჩანს, "დეზები" არ იყვნენ ასეთი აგრესიული თამაშისთვის მზად და ხშირად კარგავდნენ ბურთს. მაშინაც კი, როდესაც ისინი ახერხებდნენ და ცდებოდნენ ჩვენს შემტევ ნახევარმცველებს, მათთვის აუღებელ ციხე-სიმაგრედ მაიკლ კერიკი ხდებოდა.
ბურთის დაკარგვის დროს, მატა უკვე მზად არის უკან დაბრუნდეს და დაცვაში დაეხმაროს თანაგუნდელებს, რაც ხშირ შემთხვევაში მეტოქისთვის ბურთის ართმევას იწვევდა.
თუკი, "ტოტენჰემის" ფეხბურთელების საშუალო პოზიციებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ისინი არ იყვნენ მზად ასეთი თამაშისთვის.
ბონუსად ერერას ბურთის კონტროლი:
დე ხეას სეივი
სამწუხაროდ, მატჩმა დე ხეას ტრადიციული სეივის გარეშე ვერ ჩაიარა. ჯონსის და რაფაელის წარუმატებელი თამაშის შემდეგ, "ტოტენჰემის" შემტევს გოლის გატანის შანსი მიეცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა აღმოჩნდა მეორე, რომელიც დავიდის კაირს მიმართულებით წავიდა, არც პირველი იყო ადვილი მოსაგერიებელი, თუმცა საინტერესო ისაა, რომ დარტყმის ავტორი ფილ ჯონსი გახლავთ.
საუკეთესო მატჩი?
არაერთხელ მომიწია მოსმენა, რომ ეს იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში გუნდის მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი. ჩემი აზრით, ასეთი წოდება პირველ რიგში ამ შეხვედრამ შედეგის გამო მიიღო, რადგან თამაშის ხარისხით ძალიან ჰგავდა "ტოტენჰემის" წინააღმეგ ჩატარებულ პირველ მატჩს. რეალიზაცია - აი იყო განსხვავება ამ ორ შეხვედრას შორის. გუშინ "იუნაიტედმა" 3-ჯერ მოარტყა კარში და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა, რაც 100 პროცენტიანი მაჩვენებელია.
ისტორია
ვინც გუშინ პირდაპირ ეთერში მოახერხეთ მატჩის ხილვა გახდით ისტორიული ფაქტის მომსწრენი. ლაპარაკია უეინ რუნის გოლზე, კონკრეტულად კი მის აღნიშვნაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება საუკეთესო აღნიშვნების კოლექციაში.
წინაისტორია:
ისტორია:
P.S
მიუხედავად, კარგი თამაშისა და სამი გატანილი გოლისა, ყველაზე სასიამოვნო კადრი ალბათ მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბედნიერი სახის ხილვა იყო. რა არის მეტი საჭირო?