თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2015, 13:38
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 19
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
"იუნაიტედს" სეზონის დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპი ელის წინ. 10 - სწორედ ამდენი მატჩია "წითელი ეშმაკების" განკარგულებაში, რათა საწადელს მიაღწიონ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, თუმცა მეტოქეც იმავე ამოცანის წინაშეა და არაფრის დათმობას არ აპირებს. კვირას "ოლდ ტრაფორდი" კვლავ ახმაურდება და გულშემატკივარი საყვარელი გუნდის წარმატების იმედად არენას გაავსებს. ვან გაალს მხოლოდ რობინ ვან პერსი დააკლდება, თუმცა უეინ რუნის შეტევაში დაბრუნებამ ეს დანაკლისი აღმოფხვრა.

დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


მოდით, მარჯვნიდან მარცხნივ მივყვეთ: ბრაზილიელ, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ მცველს წელსაც მრავალფეროვანი სეზონი გამოუვიდა, იყო გაბრწყინებები, წარუმატებლობა და გაუჩინარებაც კი, თუმცა რაფაელმა ფარ-ხმალი არ დაყარა. და სილვა ბევრჯერ სარეზერვო გუნდშიც ვიხილეთ, მაგრამ ამანაც ვერ გატეხა, პირიქით ძალები მოაკრებინა და დასაბრუნებლად მოამზადა. უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა გუნდს სწორედ "დეზების" ახალგაზრდულ" შემადგენლობასთან ჰქონდა, რაფაელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და მთელი თამაში კარგად გამოიყურებოდა, მასზე ვან გაალმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მზადაა დაბრუნდეს. თუკი დი მარიას დისკვალიფიკაციას და იანუზაის უნიათო თამაშს გავითვალისწინებთ, დიდია იმის ალბათობა ვალენსიამ ძველი დრო გაიხსენოს, ხოლო მარჯვენა მცველის პოზიცია რაფაელს დაუთმოს. სმოლინგი-როხოს წყვილი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა "იუნაიტედში", თუმცა არგენტინელს მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, იგი ფილ ჯონსმა ჩაანაცვლოს, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. მარცხენა ფლანგი კი ახალგაზრდა ლუკ შოუს ეკუთვნის თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელად იქნება.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ნახევარდაცვის ცენტრში ვითარება რთულადაა, არჩევანი სამია: კერიკი-ერერა, კერიკი-ბლინდი, ერერა-ბლინდი. პირადად ჩემთვის ყველაზე მისაღები წყვილი ინგლისურ-ესპანურია, რადგან მაიკლი თავისი გამოცდილებით და ანდერი ენერგიულობით დიდ პრობლემებს შეუქმნის მეტოქეს, თუმცა არის ერთი ფაქტორიც, რამდენად შეელევა ლუი თანამემამულეს. ფაქტია, რომ კერიკი-ბლინდის დუეტი არ მუშაობს და ეს "არსენალთან" მატჩშიც გამოჩნდა, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მე არ დამინახავს და სამწვრთნელო შტაბიც ყურადღებით ადევნებდა თვალს შეხვედრის მეორე ნახევარს. ცენტრალურ ნახევარმცველთა წყვილის წინ, 10-იანის პოზიციაზე ხუან მატას დაბრუნებას ველი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში 17 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. ხუანს ნამდვილად შეუძლია თამაშის გამრავალფეროვნება, ესპანელი კრეატივს ნამდვილად არ უჩივის, ეს კი სწორედ ის არის, რაც ბოლო თამაშებში გუნდს აკლია. მატას ფლანგებიდან, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია დაეხმარებიან, პირველი მათგანის ხილვა არავის უკვირს, ხოლო რაც შეეხება ვალენსიას, მისი ამ პოზიციაზე დაბრუნება რამ განაპირობა უკვე ავხსენით.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდად კვლავ უეინ რუნი რჩება, რომელმაც ბოლო 3 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა და კიდევ ეცდება მეტოქეების დამწუხრებას.


სრული შემადგენლობა:დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, როხო, შოუ, კერიკი, ერერა, ვალენსია, მატა, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
19 კომენტარი
№11
ავტორი: Shako
14 მარტი 2015 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მატა ცოდოა სკამზე და ფელაინის არ ეკუთნვნის ძირითადი! ერერაც კაი ბიჭია და კერიკი ისედაც იცით: )) მატა უფრო მრავალმხრივს და სწრაფს გახდის მანჩესტერის შეტევას ჩემი აზრით. ისე დიმარიამ უნდა ისწავლოს დაცვისთვის კერძოდ მარჯვენა მცველის დახმარება თორე არაფერი გამოვა ისე. იანგი კი კაია

Rosso Diavolo,
მაშინ ჯობია რაფაელი მარჯვენა მცველად დააყენოს და ვალენსია ვინგერად აწიოს... ჩემი აზრით კაი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fino Alla Fine
№12
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2015 19:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Shako,

მაგრამ არამგონია ცუდი ფორმის გამო ხვალ სასტარტოში რაფაელი ვიხილოთ, შესაბამისად ვალენსია დადგება მცველად. შეიძლება მეორე ტაიმში შემოიყვანოს ბრაზილიელი მაგრამ საეჭვოა რა
0
№13
ავტორი: Wardell
14 მარტი 2015 20:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Rosso Diavolo,
საიდან მოიტანე რომ რაფაელი ცუდ ფორმაშია? belay პირიქით ბევრად კარგ ფორმაშია ვიდრე იგივე იანუზაი.
0
№14
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2015 20:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Wardell,

ამდენი ტრავმის შემდეგ არამგონია ფორმა აღედგინა ფორმა და რაც შეეხება იანუზაი ყოველთვის ეგეთი იყოო
0
№15
ავტორი: Wardell
14 მარტი 2015 20:09
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Rosso Diavolo,
რაის ტრავმა, 1 თვეა რეგულარულად თამაშობს რეზერვებში :D :D
0
№16
ავტორი: Jubo
14 მარტი 2015 22:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ეჰ რაფაელი recourse სასურველია მაგრამ არც ისე რეალური.
დანარჩენში გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: Goginashvili777
15 მარტი 2015 10:19
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ერერას ნაცვლად ბლინდი დალშე კაია love ისა და დი მარია რატო არ იქნება ? წითელი ბარათი თასზე არ მიიღო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№18
ავტორი: AwoMoniTo
15 მარტი 2015 10:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 17
imedia movugebt mara januzaj ro iyos kargi iqneboda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Come home R O N A L D O we MISS you !
№19
ავტორი: ikex
15 მარტი 2015 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
ავტორ ფაქტიურად გეთანხმები დაცვა და თავდასხმა მართლა ეგეთი უნდა იყოს მაგრამ ნახხევვარდაცვაში ცოტა შესწორებას შევიტან მე როგორც ვიცი იანგს ტრამვა აქვს და ვერ ითამაშებს და მაგის მაგივრად ბლინდს დავაყენებდი და კიდევ ერთი რასაც შევასწორებდი არის მატა ალბათ გახსოვს ტოტენჰემთან პირველ წრეში თამაში პირველ ტაიმში მატა მოწოდების სიმაღლეზე იყო შემდეგ კი ფიზიკურად ძლიერ ტოტენჰემის ნახევარმცველებს ვეგარ გაუძლო და მეორე ტაიმში დაიჩაგრა ვფიქრობ რომ მის მაგივრად ფელაინმა უნდა ითამაშოს მართალია შეტევას სიმწვავე მოაკლდება მაგრამ დაცვაში ძლიერები ვიქნებით თან როცა მოედანზე ერერაა აღარაა საჭირო ზედმეტი კრეატიული მოთამაშის ყოფნა საუბარი მაქვს მატაზე . თუ ზემოთ აღნიშნული არ გაამართლებს შეგვიძლია მეორე ტაიმში ფელაინის მატათი შეცვლა ან პირიქით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top