თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2015, 13:38
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 19
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
"იუნაიტედს" სეზონის დასკვნითი და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპი ელის წინ. 10 - სწორედ ამდენი მატჩია "წითელი ეშმაკების" განკარგულებაში, რათა საწადელს მიაღწიონ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, თუმცა მეტოქეც იმავე ამოცანის წინაშეა და არაფრის დათმობას არ აპირებს. კვირას "ოლდ ტრაფორდი" კვლავ ახმაურდება და გულშემატკივარი საყვარელი გუნდის წარმატების იმედად არენას გაავსებს. ვან გაალს მხოლოდ რობინ ვან პერსი დააკლდება, თუმცა უეინ რუნის შეტევაში დაბრუნებამ ეს დანაკლისი აღმოფხვრა.

დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


მოდით, მარჯვნიდან მარცხნივ მივყვეთ: ბრაზილიელ, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ მცველს წელსაც მრავალფეროვანი სეზონი გამოუვიდა, იყო გაბრწყინებები, წარუმატებლობა და გაუჩინარებაც კი, თუმცა რაფაელმა ფარ-ხმალი არ დაყარა. და სილვა ბევრჯერ სარეზერვო გუნდშიც ვიხილეთ, მაგრამ ამანაც ვერ გატეხა, პირიქით ძალები მოაკრებინა და დასაბრუნებლად მოამზადა. უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა გუნდს სწორედ "დეზების" ახალგაზრდულ" შემადგენლობასთან ჰქონდა, რაფაელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და მთელი თამაში კარგად გამოიყურებოდა, მასზე ვან გაალმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მზადაა დაბრუნდეს. თუკი დი მარიას დისკვალიფიკაციას და იანუზაის უნიათო თამაშს გავითვალისწინებთ, დიდია იმის ალბათობა ვალენსიამ ძველი დრო გაიხსენოს, ხოლო მარჯვენა მცველის პოზიცია რაფაელს დაუთმოს. სმოლინგი-როხოს წყვილი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა "იუნაიტედში", თუმცა არგენტინელს მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, იგი ფილ ჯონსმა ჩაანაცვლოს, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. მარცხენა ფლანგი კი ახალგაზრდა ლუკ შოუს ეკუთვნის თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელად იქნება.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ნახევარდაცვის ცენტრში ვითარება რთულადაა, არჩევანი სამია: კერიკი-ერერა, კერიკი-ბლინდი, ერერა-ბლინდი. პირადად ჩემთვის ყველაზე მისაღები წყვილი ინგლისურ-ესპანურია, რადგან მაიკლი თავისი გამოცდილებით და ანდერი ენერგიულობით დიდ პრობლემებს შეუქმნის მეტოქეს, თუმცა არის ერთი ფაქტორიც, რამდენად შეელევა ლუი თანამემამულეს. ფაქტია, რომ კერიკი-ბლინდის დუეტი არ მუშაობს და ეს "არსენალთან" მატჩშიც გამოჩნდა, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მე არ დამინახავს და სამწვრთნელო შტაბიც ყურადღებით ადევნებდა თვალს შეხვედრის მეორე ნახევარს. ცენტრალურ ნახევარმცველთა წყვილის წინ, 10-იანის პოზიციაზე ხუან მატას დაბრუნებას ველი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში 17 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. ხუანს ნამდვილად შეუძლია თამაშის გამრავალფეროვნება, ესპანელი კრეატივს ნამდვილად არ უჩივის, ეს კი სწორედ ის არის, რაც ბოლო თამაშებში გუნდს აკლია. მატას ფლანგებიდან, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია დაეხმარებიან, პირველი მათგანის ხილვა არავის უკვირს, ხოლო რაც შეეხება ვალენსიას, მისი ამ პოზიციაზე დაბრუნება რამ განაპირობა უკვე ავხსენით.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდად კვლავ უეინ რუნი რჩება, რომელმაც ბოლო 3 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა და კიდევ ეცდება მეტოქეების დამწუხრებას.


სრული შემადგენლობა:დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, როხო, შოუ, კერიკი, ერერა, ვალენსია, მატა, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
19 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
14 მარტი 2015 13:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
უმორჩილესად გთხოვთ, ვინც არ მეთანხმებით მხოლოდ "არა" ღილაკზე დაჭერით ნუ შემოიფარგლებით და განმიმარტოთ რატომ. და კიდევ ერთი მხოლოდ საბოლოო შემადგენლობას ნუ შეხედავთ მანამდეც საინტერესო ტექსტია ჩემი აზრით. :)
0
№2
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 13:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი შესწორებას შევტიან, რადგან რაფაელმა ასეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა ლუი ვან გაალზე და იმედია ის მარტო ბრაზილიეს არ ადევნებდა თვაალყურსს დაინახავდა თუ რაოდენ კარგი იყო ბელგიელი ვინგერი ანდრესი და მას მიანიჭებს უპირატესობას. ვალენსია კი გადაინაცვლება სათადარიგოთა სკამზე ყოველი შემთხვევისთვის.
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2015 15:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არამგონია ვან გაალმა რაფაელი გამოიყვანოს და სასტარტო შემადგენლობაშიც ალბათ ბლინდს ვიხილავთ
0
№4
ავტორი: RioManIa
14 მარტი 2015 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ეს ტაქტიკა უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არაა. თავიდანვე რომ ამ ტაქტიკით დაეწყო თამაში *უის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა კლუბი დარწმუნებული ვარ. უბრალოდ მე ვფიქრობ ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა უნდა იყოს.



დე ხეა- რაფაელი სმოლინგი როხო იანგი-კარიკი ბლინდი-ვალენსია ერარა მატა-რუნი

იანგი ფლანგზე იქროლებს და მას ბლინდი დააზღვევს, მოედნის ცენტრში შეტევაში ორი კრეატიული ესპანელი რჩება, რომლებიც პასებს დაარიგებენ, მატას შეუძლია რუნისაც დაეხმაროს წინ.


ამ შემადგენლობით დარწმუნებული ვარ ტოტენჰემს მოვუგებთ.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2015 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი-ერერას დუეტი მინდა პირველ რიგში და ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ გვაქვს ალბათ. ბლინდი ამდენს ვერ გაქაჩავს, სანამ ჯანზე არ მოვა. სქოულზმაც ილაპარაკა წყლის დასაწყისში მაგის სისუსტეზე და როგორც ყოველთვის მართალი გამოდგა

რაფა დაბრუნდება დიდი ალბათობით და მაგარდ მიხარია winked

ყველაფერში გეთანხმები. იანგი თუ ჯანმრთელად იყო უეჭველი იქნება და არ მჯერა რომ ამას ვამბობ მაგრამ იანუზაის ნახვას ისევ ვალენსიას დაყენება ჯობია
0
№6
ავტორი: skid_row
14 მარტი 2015 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ianuzai ro gaiqceva da gaxdeba msoplios sauketeso mere ishinet tavshi xelebi igrokia da unda itamashos mudmivad

romeli ar metanxmeba da ratom
0
№7
ავტორი: gilmour
14 მარტი 2015 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პრინციპში სწორაა შერჩეული შემადგენლობა, თუმცა ვან გაალი ბლინდს დააყენებს კერიკის ნაცვლად და წინასწარ ვერ გავიგებთ სწორი ნაბიჯი იქნება თუ არა. მატა აუცილებლად უნდა იყოს ათიანზე, მის გარეშე თავდამსხმელს ძალიან გაუჭირდება.
0
№8
ავტორი: chudikone
14 მარტი 2015 17:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგნია ბლინდი სკამზე დასვას. არაა გამორიცხული ერერა ბლინდი ქერიქი იყოს მოედნის ცენტრში და დი მარია სკამზე დასვას. წინ მატა, რუნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Shako
14 მარტი 2015 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fino Alla Fine
№10
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2015 18:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Shako,

დი მარია არ იქნება დისკვალიფიკაცია აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top