თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2015, 09:12
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2459,
კომენტარები: 13
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის რთული მონაკვეთი ელის.
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
ლუი ვან გაალს, მოხლოდ 10 მატჩი დარჩა, იმისათვის რომ შეძლოს და გადაარჩინოს წლევანელი სეზონი. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მისი მოსვლის შემდეგ უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა. მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში კი, შესაძლოა ჰოლანდიელი სპეციალისტის პოსტზე დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ყველანაირი კითხვების თავიდან მოსაშორებლად ვან გაალის განკარგულებაში, როგორც ავღნიშნეთ მხოლოდ 10 მატჩია.

თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. "იუნაიტედს" ისეთ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება, როგორებიც არიან: "ტოტენჰემი", "ლივერპული", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი".

15 მარტი. "ტოტენჰემი" (ს) - გამარჯვება

"იუნაიტედს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და ეს მხოლოდ სატურნირო მდგომარეობიდან არა, მათ უნდა დაიბრუნონ კარგი განწყობა, "არსენალთან" სათასო შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ.

"დეზები" - ძალიან სახიფათო მეტოქე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა შემტევი, ჰარი კეინის, საუცხოო ფორმას. თუმცა "ეშმაკებსაც" აქვთ თავისი კოზირი, უეინ რუნის სახით, რომელიც საყვარელ პოზიციაზე დაბრუნდა.

22 მარტი. "ლივერპული" (გ) - ფრე

"ენფილდზე" გასამართ შეხვედრაში ფრე კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

ბრენდან როჯერსის გუნდი აღმავლობის გზას ადგას და მათთან ქულების გაყოდა "იუნაიტედს" ძალიან გამოადგება.

4 აპრილი. "ასტონ ვილა" (ს) - გამარჯვება

ვან გაალმა, გასული სეზონის შემდეგ გუნდის საშინაო მატჩების სტატისტიკა გამოასწორა, ხოლო "ასტონ ვილას" "ტრაფორდზე" სტუმრობა, როგორც ყოველთვის მასპინძლისთვის 3 ქულას ნიშნავს ხოლმე.

ამ შეხვედრაში, გამარჯვების ვერ მოპოვება გულშემატკივარს ძალიან გაუცრუვებს იმედებს.

12 აპრილი. "მანჩესტერ სიტი" (ს) - ფრე

მანჩესტერული დერბის სტატისტიკა, ბოლო პერიოდში ნამდვიალდ არ არის "წითლების" სასარგებლო. "სიტიმ", "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 3 შეხვედრის მოგება შეძლო, ხოლო უკანასკნელ 6 მატჩიდან "ქალაქელებს" 5 მოგება მოუგროვდათ.

ფრე მისაღები შედეგი უნდა იყოს, თუ ყველა მიზეზს გავითვალისწინებთ.

18 აპრილი. "ჩელსი" (გ) - ფრე

ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგის მოგებისკენ იწევს და "იუნაიტედთან" საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა არავინ იცის რა მოხდება 18 აპრილამდე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ფრე - ორივე გუნდისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი შედეგი უნდა იყოს.

26 აპრილი. "ევერტონი" (გ) - გამარჯვება

"გუდისონ პარზე" გასამართმა შეხვედრამ, შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს "იუნაიტედისთვის".

"კანმფეტები" ჯერ კიდევ საუკეთესო თამაშის ძიებაში არიან, სწორედ ეს შეიძლება იყოს სტუმრების მთავარი კოზირი.

2 მაისი. "ვესტ ბრომი" (ს) - გამარჯვება

გუნდების პირველ მატჩში, "იუნაიტედი" წაგებას დეილი ბლინდმა გადაარჩინა, რომელმაც ბოლო წუთზე შეძლო და აღადგინა წონასწორობა, "ვესტ ბრომი" მას შემდეგ კი უფრო გაძლიერდა.

თუმცა ეს საშინაო მატჩი ბევრად მნიშვნელოვანი იქნება "ეშმაკებისთვის" და დიდი ალბათობით წარმატებასაც მიაღწევენ.

9 მაისი. "კრისტალ პალასი" (გ) - გამარჯვება

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება. ალან პარდიუს მოსვლის შემდეგ გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა და თუკი ლონდონელებმა 9 მაისამდე მოახერხეს სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, ეს ვან გაალისთვის ძალიან კარგი ამბავი იქნება.

16 მაისი. "არსენალი" (ს) - ფრე

რევანშის ძალიან კარგი შანსი, თუმცა ასაოციაციის თასზე მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა არსენ ვენგერის შეგირდებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭოს.

ეს მატჩი ძალიან ბევრს გადაწყვეტს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

24 მაისი. "ჰალ სიტი" (გ) - გამარჯვება

ვან გაალს უკანსაკნელი გამოცდა გასვლაზე "ვეფხვების" წინააღმდეგ ექნება, კარგი იქნება თუკი სტივ ბრუსის გუნდი ბოლო ტურამდე მოაგვარებს პრემიერ ლიგაში დარჩენის საკითხს და მეტოქეს არ გაუძალიანდება.

თუკი სწორედ ასეთი შედეგები დაფიქსირდა, როგორიც მოგახსენეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს 75 ქულა მოუგროვდება. ეს მაჩვენებელი 4-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მეოთხე ადგილოსანი "არსენალისა", თუმცა იგივე "მეთოფების" შარშანწინ დაფიქსირებულ შედეგს 2-ით აღემატება.
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2015 14:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მე მაინც მაგარი მეეჭვება წაუგებელი სერიის, მაგრამ ვიცი რომ გავალთ ოთხეულში.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
13 მარტი 2015 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ენფილდზე დაფიქსირებული შედეგი დიდ როლს ითამაშებს და თუ მაინც წავაგეთ არ ნიშნავს რომ ოთხეულს დავემშვიდობებით. ლივერპულს და არსენალს რო შედარებით კარგი კალენდარი აქვთ არც ეგ ნიშნავს რომ ყველა მატჩს მოიგებენ. ლივერპულისგან შარშანდელი თამაშებიც გვახსოვს ყველაზე უაზრო თამაშებში რაც ქნეს

დიდი იმედი მაქვს რომ მოვახერხებთ ოთხეულის დადებას. სვარკას ვთამაშობთ მაგრამ გრანდებთან შარშანდელზე უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ და 10 კაცით დაცვაში აღარ ვდგავართ
0
№13
ავტორი: Count Alucard
13 მარტი 2015 17:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სიტის მოვუგებთ, ჩელსი მოგვიგებს, დანარჩენი ალაბათ ისე იქნება როგორც წერია, მეც ძალიან მეეჭვება ასეთი კალენდრით წაუგებლად დავამთავროთ ეს 10 მატჩი, ის 5-6 უაზრო ფრე რომ არა დაბალი დონის გუნდებთან ახლა კომფორტულად ვიქნებოდით მესამეზე ან სეიძლება მეორეზეც ვყოფილიყავით, კარგად გაიხსენეთ რამდენჯერ დაუცდა ფეხი ჩელსის და სიტის და არცერთი შანსი არ გამოვიყენეთ, ან ფრე ვითამაშეთ ან საერთოდ წავაგეთ. ზუსტად ის უაზროდ ბევრი ფრე დაასვავს დაღს ჩვენ წლევანდელ სეზონს. ვესტ ჰემი, სტოკი, ასტონ ვილა, ბარნლი და სანდერლენდი ხუთივესთან გასვლითი მატჩები ფრედ დავამთავრეთ ამ 5 დან 4 მაინც აუცილებლად მოსაგები თამაში იყო და ახლა გვექნებოდა 8 ქულით მეტი და ვიქნებოდით მეორე ადგილზე. 5 წაგება სეზონის ამ სტადიაზე შარშანდელთან შედარებით უკეთესია, შარშან 7-8 გვქონდა მგონი, მაგრამ ამდენი უაზროდ განიავებული 2 ქულა ძალიან უკან გვხევს.
0
№14
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2015 19:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
9 მაისი. "კრისტალ პალასი" (გ) - გამარჯვება


ამ თამაშის არანკლებ მეშინია, ვიდრე ლივერპულთან გასვლის. აქ ქულებს და მსგავს მატჩებში თუ არ დავკარგავთ, უფრო მეტი შანსი გვექნება. უშუალო კონკურენტებს კარგად ვეთამაშებით და იმედია არ შეიცვლება ამ მხრივ არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top