ლუი ვან გაალს, მოხლოდ 10 მატჩი დარჩა, იმისათვის რომ შეძლოს და გადაარჩინოს წლევანელი სეზონი. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მისი მოსვლის შემდეგ უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა. მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში კი, შესაძლოა ჰოლანდიელი სპეციალისტის პოსტზე დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ყველანაირი კითხვების თავიდან მოსაშორებლად ვან გაალის განკარგულებაში, როგორც ავღნიშნეთ მხოლოდ 10 მატჩია.
თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. "იუნაიტედს" ისეთ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება, როგორებიც არიან: "ტოტენჰემი", "ლივერპული", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი".
15 მარტი. "ტოტენჰემი" (ს) - გამარჯვება
"იუნაიტედს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და ეს მხოლოდ სატურნირო მდგომარეობიდან არა, მათ უნდა დაიბრუნონ კარგი განწყობა, "არსენალთან" სათასო შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ.
"დეზები" - ძალიან სახიფათო მეტოქე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა შემტევი, ჰარი კეინის, საუცხოო ფორმას. თუმცა "ეშმაკებსაც" აქვთ თავისი კოზირი, უეინ რუნის სახით, რომელიც საყვარელ პოზიციაზე დაბრუნდა.
22 მარტი. "ლივერპული" (გ) - ფრე
"ენფილდზე" გასამართ შეხვედრაში ფრე კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
ბრენდან როჯერსის გუნდი აღმავლობის გზას ადგას და მათთან ქულების გაყოდა "იუნაიტედს" ძალიან გამოადგება.
4 აპრილი. "ასტონ ვილა" (ს) - გამარჯვება
ვან გაალმა, გასული სეზონის შემდეგ გუნდის საშინაო მატჩების სტატისტიკა გამოასწორა, ხოლო "ასტონ ვილას" "ტრაფორდზე" სტუმრობა, როგორც ყოველთვის მასპინძლისთვის 3 ქულას ნიშნავს ხოლმე.
ამ შეხვედრაში, გამარჯვების ვერ მოპოვება გულშემატკივარს ძალიან გაუცრუვებს იმედებს.
12 აპრილი. "მანჩესტერ სიტი" (ს) - ფრე
მანჩესტერული დერბის სტატისტიკა, ბოლო პერიოდში ნამდვიალდ არ არის "წითლების" სასარგებლო. "სიტიმ", "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 3 შეხვედრის მოგება შეძლო, ხოლო უკანასკნელ 6 მატჩიდან "ქალაქელებს" 5 მოგება მოუგროვდათ.
ფრე მისაღები შედეგი უნდა იყოს, თუ ყველა მიზეზს გავითვალისწინებთ.
18 აპრილი. "ჩელსი" (გ) - ფრე
ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგის მოგებისკენ იწევს და "იუნაიტედთან" საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა არავინ იცის რა მოხდება 18 აპრილამდე.
დღევანდელი გადმოსახედიდან ფრე - ორივე გუნდისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი შედეგი უნდა იყოს.
26 აპრილი. "ევერტონი" (გ) - გამარჯვება
"გუდისონ პარზე" გასამართმა შეხვედრამ, შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს "იუნაიტედისთვის".
"კანმფეტები" ჯერ კიდევ საუკეთესო თამაშის ძიებაში არიან, სწორედ ეს შეიძლება იყოს სტუმრების მთავარი კოზირი.
2 მაისი. "ვესტ ბრომი" (ს) - გამარჯვება
გუნდების პირველ მატჩში, "იუნაიტედი" წაგებას დეილი ბლინდმა გადაარჩინა, რომელმაც ბოლო წუთზე შეძლო და აღადგინა წონასწორობა, "ვესტ ბრომი" მას შემდეგ კი უფრო გაძლიერდა.
თუმცა ეს საშინაო მატჩი ბევრად მნიშვნელოვანი იქნება "ეშმაკებისთვის" და დიდი ალბათობით წარმატებასაც მიაღწევენ.
9 მაისი. "კრისტალ პალასი" (გ) - გამარჯვება
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება. ალან პარდიუს მოსვლის შემდეგ გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა და თუკი ლონდონელებმა 9 მაისამდე მოახერხეს სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, ეს ვან გაალისთვის ძალიან კარგი ამბავი იქნება.
16 მაისი. "არსენალი" (ს) - ფრე
რევანშის ძალიან კარგი შანსი, თუმცა ასაოციაციის თასზე მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა არსენ ვენგერის შეგირდებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭოს.
ეს მატჩი ძალიან ბევრს გადაწყვეტს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.
24 მაისი. "ჰალ სიტი" (გ) - გამარჯვება
ვან გაალს უკანსაკნელი გამოცდა გასვლაზე "ვეფხვების" წინააღმდეგ ექნება, კარგი იქნება თუკი სტივ ბრუსის გუნდი ბოლო ტურამდე მოაგვარებს პრემიერ ლიგაში დარჩენის საკითხს და მეტოქეს არ გაუძალიანდება.
თუკი სწორედ ასეთი შედეგები დაფიქსირდა, როგორიც მოგახსენეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს 75 ქულა მოუგროვდება. ეს მაჩვენებელი 4-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მეოთხე ადგილოსანი "არსენალისა", თუმცა იგივე "მეთოფების" შარშანწინ დაფიქსირებულ შედეგს 2-ით აღემატება.