"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა ლუი ვან გაალს ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვერ მოპოვება აპატიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კლუბი ძალიან დიდ ზარალს ნახავს.
გასულ სეზონში მე-7 ადგილის დაკავების შემდეგ "იუნაიტედმა" სატრანსფერო ბაზარზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და 6 ახალი ფეხბურთელი მიიწვია, რომელთა რიცხვში იჯარით აყვანილი რადამელ ფალკაო და პრემიერ ლიგის სარეკორდო შენაძენი ანხელ დი მარიაც შედის.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 10 ტური რჩება და ვან გაალი ჯერ-ჯერობით უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებას - მისი გუნდი საუკეთესო ოთხეულთა შორისაა.
კვირას კი "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" მეექვსე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" მიიღებს, რითაც სარგებლობა არა მარტო "დეზებს", არამედ "ლივერპულსაც" შეუძლია, რომელიც მეხუთე ადგილზე იმყოფება და რომელიც "იუნაიტედს" მომდევნო კვირაში შეხვდება.
ეს მხოლოდ ორი რთული მატჩია იმ მრავალთაგან, რომელიც სეზონის მიწურულს "იუნაიტედისთვის" დაძაბულსა და რთულს ხდის.
The Telegraph-ი ირწმუნება, რომ ოთხეულში ვერ მოხვედრა "იუნაიტედისთვის" კატასტროფა იქნება, მაგრამ ვან გაალი პოსტს მაინც არ დატოვებს. თუმცა კლუბი ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენით დიდ ზარალს მიიღებს და ასეთი შედეგის გახანგრძლივება დაუშვებელია.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გარეშე დარჩენა ზიან მიაყენებს არა მარტო "იუნაიტედის" პრესტიჟს, არამედ ფინანსებს.
პირველ ყოვლისა, "წითელი ეშმაკები" დარჩებიან საპრიზო თანხის გარეშე. მეორეც, კონტრაქტი, რომელიც "იუნაიტედს" Adidas-სთან აქვს გაფორმებული და რომლის თანახმადაც ინგლისური კლუბი წელიწადში 75 მლნ. ფუნტს იღებს, ითვალისწინებს ჯარიმას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ვერ მოპოვების შემთხვევაში Adidas-ს საშუალებას მისცემს "იუნაიტედს" 22.5 მლნ. ფუნტით ნაკლები გადაუხადოს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში "იუნაიტედმა" ნამდვილი ფინანსური იმპერია შექმნა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სპონსორებისა და პარტნიორების მოზიდვით მოახერხა.
მაგრამ მექანიზმი, რომელიც დიდი შემოსავლის ფონზე დიდ დანახარჯებს გულისხმობს, შესაძლოა მოიშალოს, თუ კლუბი ევროპის პირველ ტურნირზე ვერ გავა.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უშვებს, რომ ვან გაალის გუნდს პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვერ გაიყვანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კლუბი დაახლოებით 100 მლნ. ფუნტს დაკარგავს.
წყარო:
fapl.ru