თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2015, 10:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3007,
კომენტარები: 11
რა მოხდება თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო.
რა მოხდება თუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზადაა ლუი ვან გაალს ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვერ მოპოვება აპატიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კლუბი ძალიან დიდ ზარალს ნახავს.

გასულ სეზონში მე-7 ადგილის დაკავების შემდეგ "იუნაიტედმა" სატრანსფერო ბაზარზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და 6 ახალი ფეხბურთელი მიიწვია, რომელთა რიცხვში იჯარით აყვანილი რადამელ ფალკაო და პრემიერ ლიგის სარეკორდო შენაძენი ანხელ დი მარიაც შედის.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 10 ტური რჩება და ვან გაალი ჯერ-ჯერობით უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებას - მისი გუნდი საუკეთესო ოთხეულთა შორისაა.

კვირას კი "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" მეექვსე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" მიიღებს, რითაც სარგებლობა არა მარტო "დეზებს", არამედ "ლივერპულსაც" შეუძლია, რომელიც მეხუთე ადგილზე იმყოფება და რომელიც "იუნაიტედს" მომდევნო კვირაში შეხვდება.

ეს მხოლოდ ორი რთული მატჩია იმ მრავალთაგან, რომელიც სეზონის მიწურულს "იუნაიტედისთვის" დაძაბულსა და რთულს ხდის.

The Telegraph-ი ირწმუნება, რომ ოთხეულში ვერ მოხვედრა "იუნაიტედისთვის" კატასტროფა იქნება, მაგრამ ვან გაალი პოსტს მაინც არ დატოვებს. თუმცა კლუბი ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენით დიდ ზარალს მიიღებს და ასეთი შედეგის გახანგრძლივება დაუშვებელია.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გარეშე დარჩენა ზიან მიაყენებს არა მარტო "იუნაიტედის" პრესტიჟს, არამედ ფინანსებს.

პირველ ყოვლისა, "წითელი ეშმაკები" დარჩებიან საპრიზო თანხის გარეშე. მეორეც, კონტრაქტი, რომელიც "იუნაიტედს" Adidas-სთან აქვს გაფორმებული და რომლის თანახმადაც ინგლისური კლუბი წელიწადში 75 მლნ. ფუნტს იღებს, ითვალისწინებს ჯარიმას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ვერ მოპოვების შემთხვევაში Adidas-ს საშუალებას მისცემს "იუნაიტედს" 22.5 მლნ. ფუნტით ნაკლები გადაუხადოს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში "იუნაიტედმა" ნამდვილი ფინანსური იმპერია შექმნა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სპონსორებისა და პარტნიორების მოზიდვით მოახერხა.

მაგრამ მექანიზმი, რომელიც დიდი შემოსავლის ფონზე დიდ დანახარჯებს გულისხმობს, შესაძლოა მოიშალოს, თუ კლუბი ევროპის პირველ ტურნირზე ვერ გავა.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უშვებს, რომ ვან გაალის გუნდს პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვერ გაიყვანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კლუბი დაახლოებით 100 მლნ. ფუნტს დაკარგავს.

წყარო: fapl.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 მარტი 2015 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამის წარმოდგენაც არ ინდა, რომ ლიგაზე ვერ გავალთ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ურთულესი კალენდარი გვაქვს...
0
№2
ავტორი: Wardell
11 მარტი 2015 11:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ ვიცი, წარმოდგენაც კი მიჭირს მომავალ წელს ისევ ლიგის გარეშე რო დავრჩეთ, მაგრამ მიუხედავად რთული კალენდარისა უდიდესი იმედი მაქვს და ეს ალბათ იმიტომ, რომ წელს გუნდი კარგ გუნდებთან უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეორე ეშელონის გუნდებთან. მაგალითად, წმინდა სტატისტიკა რომ ავიღოთ, წელს წინა წლის ტოპ 6 გუნდთან 6 მატჩი ჩავატარეთ და მხოლოდ 1-ში დავმარცხდით (სიტი), 2 ფრე (ტოტენჰემი, ჩელსი) და 3-ში გავიმარჯვეთ (არსენალი, ლივერპული, ევერტონი) ამას ისიც დავუმატოთ, რომ 3 შეხვედრას სახლში ჩავატარებთ, ხოლო 3-ს გასვლაზე, აქედან ერთ-ერთი გუდისონ პარკზე, რომელიც წელს აუღებელი ციხესიმაგრე ნამდვილად არ არის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არის, თანაც თუ გუნდის უკანასკნელ მატჩს გავიხსენებთ. არსენალმა კი არ მოგვიგო, ჩვენ დავმარცხდით.

პირადად მე, მეორე ადგილზე გასვლაც ძალიან რეალურად მიმაჩნია. ჩამორჩენა მხოლოდ 5 ქულაა და ურთიერთ შეხვედრა გვაქვს, თუმცა მხოლოდ ჩემი ლაპარაკი არ კმარა და საქმით უნდა გამამართლონ.
0
№3
ავტორი: chudikone
11 მარტი 2015 12:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არადა დიდის ამბით მოდიოდა ახალი მოთხოვნებით და სტანდარტებით, კამერები კარინგტონზეო და ათასი ახირება ქონდა. იდი ნა ხუი რა ბატონო ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: AkkRed
11 მარტი 2015 13:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

თეთრზე შავი ნაწერით რომ ვუყურებ მეც ძალიან რეალურული მგონია, მაგრამ მწვანე მინდორის შემხედვარე ძაან მეეჭვება.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2015 14:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფინანსებს მოევლება ან მაგას ვინ ჩივის. მოიესის დროს იმას მაინც ვწუწუნებდით ვარსკვლავები სჭირდება გუნდსო და ამბები. ამდენი ხალხი მოიყვანეს, დაცვა თუ არა შეტევა ხო საუკეთესო უნდა გვყოლოდა, მარა იგივე გუნდი დავრჩით

ჯერ შანსი არის ოთხეულის და სტატისტიკების მოყვანა უფრო მაშინებს, სადაც რამე კარგი შედეგი გვაქვს ყველგან ვაფლავებთ

მეორე წელი ლიგის გარეშე უკვე მაგრად ტეხავს
0
№6
ავტორი: gilmour
11 მარტი 2015 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
თუ ლიგაზე ვერ გავალთ ამის დატოვების ვერცერთ რეალურ მიზეზს ვერ ვხედავ, ნუ ვერც ისე ვხედავ, მაგრამ ლიგაზე გაუსვლელობა უკვე ყველაზე კოშმარული სიზმარია.
0
№7
ავტორი: Wardell
11 მარტი 2015 14:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
ვნახოთ, ვნახოთ. დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება და როგორ.
0
№8
ავტორი: The BeQst
11 მარტი 2015 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არ შეიძლეიბა რომ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა გამოვტოვოთ. ჩვენ რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე იმედია რო იქ უკვე ვან გაალი აღარ გარისკავს
0
№9
ავტორი: Malboro463
11 მარტი 2015 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
მაქსიმუმ მეოთხე ადგილზე გაიყვანოს ამან გუნდი
0
№10
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2015 18:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაღა დავამატო ლაშას, მერე. მხოლოდ დავეთანხმები იმაშიც, რომ მეორე ადგილიც შესაძლებელია. ყველაფერი ასეც დ აისეც ჩვენზეა დამოკიდებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top