თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 15:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2545,
კომენტარები: 18
კინი: "აცადეთ ლუის 3 წელი"
როი კინი ვან გაალს მხარს უჭერს.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, როი კინი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალს დრო უნდა მისცენ, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას.

"არსენალთან" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვების ერთადერთი იმედი ხელიდან გაუშვეს.

ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "იუნაიტედს" პრობლემები ექმნება, რადგან მდევრები ძალიან მიუახლოვდნენ, ეს კი ვან გაალს საქმეს ურთულებს.

მიუხედავად ამისა, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ კინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ლუი ვან გაალს გუნდის მფლობელებმა მხარდაჭერა და ნდობა უნდა გამოუცხადონ.

"დარწმუნებული ვარ, ვან გაალს ამ მარცხის შემდეგ გააკრიტიკებენ, მაგრამ მიეცით ადამიანს შანსი - ორი ან სამი წელი.

ბევრს არც კი ესმის როგორ უნდა გადააწყო ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ეს კი დროს მოითხოვს.

დევიდ მოიესისთვისაც კი უნდა მიეცათ ბევრი დრო, მაგრამ გაშვება გადაწყვიტეს. და რა ხდება ახლა? ისევ შევცვალოთ მწვრთნელი?

მისმინეთ, ეს სამუშაო დროს მოითხოვს, ეს არის გუნდის აღდგენითი სამუშაო.

რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნება თუ "იუნაიტედი" პირველ ოთხეულში ვერ მოხვდება, მაგრამ უკან მოხედვას თავი უნდა გავანებოთ და ეს გუნდი 10 წლის წინანდელს შევადაროთ.

წინ უნდა ვიყუროთ, მოთამაშეებზე კონცენტრირება მოვახდინოთ, მწვრთნელს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგები არიან იმისთვის, რომ სეზონი ოთხეულში დაასრულონ."
- განაცხადა კინმა.

წყარო: BBC
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
10 მარტი 2015 21:01
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აცადეთ კიდევ სამი წელი, გაჰყიდის ნახატებს და წავა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№12
ავტორი: love united
10 მარტი 2015 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გადაებით შენ და ლუი ერთმანეთს love

რა 3 წელი, იმედია 3 დღეში გაუშვებენ უკან ჰოლანდიაში. დავიღალე 2 წელი ამათი საცოდაობის ყურებით
0
№13
ავტორი: dachi_mu
11 მარტი 2015 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
უკვე თავიდან ისეთი რაღაც წავიკითხე შენს კომენტარში ეგრევე თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა...
ბაბუს 5 წელი იყო სხვა რამ საერთოდ...მოიესმა ჩაიბარა ჩემპიონი გუნდი..რომელმაც 16 ქულა ჰანდიკაპი აიღო თასი.. ხო არ ჩამოვთვალო ვინები იყვნენ ის ფეღბურთელები? კლევერლი.ველბეკი.ევანსი.რაფა..
რას გაყარა ეს ევრა და ვიდიჩი? ან რას დაერია ამ ბავშვებს? ნანი გაუშვა ჩიჩარიტო გაუშვა..ველბეკი გაყიდა(შენი ბრატი) fellow იანგი და ვალესია რო ეყოლება საუკეთესო გუნდს იმას რა უნდა ელაპარაკო? მატას სკამზე ალპობს..და ბლინდს აწვება..არავინ მითხრას რო ბლინდი მატას ფეხის ფრჩხილად ღირს.. იტოკში არამგონია რამე გამოვიდეს რა...
0
№14
ავტორი: AkkRed
11 მარტი 2015 10:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ზოგი მოიესს რომ ადარებთ, შეგახსენებთ თუ როგორი იყო მოიესის გასული წლის მანჩესტერი.

გუშინდელ მატჩს მოვიყვან მაგალითად, გუშინ პირველი ბურთის გაშვებ ჩავჯდებოდით დაცვაში და დავიწყებდით ბურთების მოგიერებიას სანამ ან გაგვიმართლდებოდა ან არა. მეორე ეხლა რომ გყვავს გუნდში ცუდ ფორმაშ მყოფი დი მარია და ფალკაო მაგათ ნასახს ვერ ვნახავდი თუ მოიესი იდგებოდა სათავაში. რატომ? იმიტომ რომ მოიესის ნაირ მწვრთნელებთან ესეთი ხალხი არ მიდის სათამაშოდ.

ახლა რაც შეეხება ვან გაალის დროის მიცემაზე და არ მიცემაზე საუბარი.
ვინც კარგად არ იცის ვეტყვი, რომ როცა ფერგი მოვიდა ახლა რომ ასე ყველას გვიყვარს და კულტად გყვავს აღქმული, მასაც ემუქრებოდა მთელი 2 სეზონი გუნდიდან გაგდება და თუ უფრო ვრცლად გინდათ აგერ აქ ნახეთ თუ როგორ დაიწყო მანაც მანჩესტერული კარიერა, რომ არა დრო და ნდობა ვინ იცის ახლა საერთოდ ჩვენთვის მანჩესტერი როგორც გუნდი ან ერასება ან საერთოდ არ გვცოდნოდა მის შესახებ
0
№15
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2015 18:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
ვერ მივხვდი რატომ შეადარე ეგ ორი რამ ერთმანეთს, ან რა შუაშია ბლინდი მატასთან?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: dachi_mu
12 მარტი 2015 07:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
მატა და ბლინდი იმ შუაშია რო ჩაკვტებულია ბლინდი ამ სასტავში და მატას ადგილს ჭამს.. მერე რა გამთამაშებლი რო არაა...მაგალითად მანდ ბუჩქი უნდა იდგეს და ბუჩქის ადგილას კიდე მატა..ამ შუაშია და ამ გაგებით ვთქვი მე fellow
0
№17
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 მარტი 2015 20:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემპიონთა ლიგაზე დაგვაბრუნოს და ძალიან ფილოსოფოსობა არაა საჭირო, როცა შეცვლებს აკეთებს ხოლმე
0
№18
ავტორი: manutd---10
14 მარტი 2015 19:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
ძმა ზოგი რაღაც სიმართლე დაწერე მაგრამ ზოგ რააცაში ვერ დაგეთანხმები.

ფერგის როდის დასჭირდა 5 წელი? 90-იან წლებში.
რა გუნდა ყავდა მაშინ ფერგის და რა გუნდი ჩაიბარა ეეხლა ლუიმ?

დავიჯერო როხოზე უკეთესი მცველს ვერ ვიყიდიდით?

თუ ევანსის დონის მცველი არ იყო ბაზარზე?
როხოში 20 მილიონი გადაიხადა და 30 მილონად ვინ გაატანდა მშოფლიოში საუკეთესო მცველ ჰუმელსს?

ეს არის ლუის "იდიოტური" ფილოსოფია ძმა და მეტი არაფერი.

განა არ მინდა მე რომ ლუიმ წარმატებებს მიაღწიოს? უბრალოდ ასეთი ფილოსოფიით გაანპაღურებენ ლუისაც მოიესივით.

დრო რომ გვდომებოდა 3 წელში მოიესიც აგვაშენებდა.
ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედზე ვასუბრობთ ძმა გუნდზე რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი დრო არ დაკარგოს და ისე დაბრუნდეს თავის ჩვეუკ ადგილზე, ამისთვის სარეკორდო თანხებს არ იშურებს.

ასე რომ ან კეთილი ინებოს "თვითმარქვია ფილოსოფოსმა" და გავიდეს ლიგაზე გუნდი თუ არა დავახვევინოთ ჯობია :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top