თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 15:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2545,
კომენტარები: 18
კინი: "აცადეთ ლუის 3 წელი"
როი კინი ვან გაალს მხარს უჭერს.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, როი კინი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალს დრო უნდა მისცენ, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას.

"არსენალთან" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვების ერთადერთი იმედი ხელიდან გაუშვეს.

ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "იუნაიტედს" პრობლემები ექმნება, რადგან მდევრები ძალიან მიუახლოვდნენ, ეს კი ვან გაალს საქმეს ურთულებს.

მიუხედავად ამისა, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ კინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ლუი ვან გაალს გუნდის მფლობელებმა მხარდაჭერა და ნდობა უნდა გამოუცხადონ.

"დარწმუნებული ვარ, ვან გაალს ამ მარცხის შემდეგ გააკრიტიკებენ, მაგრამ მიეცით ადამიანს შანსი - ორი ან სამი წელი.

ბევრს არც კი ესმის როგორ უნდა გადააწყო ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ეს კი დროს მოითხოვს.

დევიდ მოიესისთვისაც კი უნდა მიეცათ ბევრი დრო, მაგრამ გაშვება გადაწყვიტეს. და რა ხდება ახლა? ისევ შევცვალოთ მწვრთნელი?

მისმინეთ, ეს სამუშაო დროს მოითხოვს, ეს არის გუნდის აღდგენითი სამუშაო.

რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნება თუ "იუნაიტედი" პირველ ოთხეულში ვერ მოხვდება, მაგრამ უკან მოხედვას თავი უნდა გავანებოთ და ეს გუნდი 10 წლის წინანდელს შევადაროთ.

წინ უნდა ვიყუროთ, მოთამაშეებზე კონცენტრირება მოვახდინოთ, მწვრთნელს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგები არიან იმისთვის, რომ სეზონი ოთხეულში დაასრულონ."
- განაცხადა კინმა.

წყარო: BBC
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 15:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კინი ინტერვიუს დროსაც კინია. და დროც უნდა მივცეთ, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაგვიყვანს, წარმომიდგენია აქ რა სიტყვებს წავიკითხავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
10 მარტი 2015 16:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სწორია კაცი, ამხელა გუნდს აწყობს, მაგრამ მაინც ნერვები მეშლება. მანჩესტერის ქომაგები ძაან ფუფუნებას ვართ მიჩვეულნი რომ სულ ვიგებთ და ეხლა ცოტა რომ ისე არ ვართ არ გვაწყობს. მოთინებაა საჭირო
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2015 16:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგაზე თუ ვერ გავიდა უკვე აზრი აღარ ჰქონდა ამის მოყვანას. ერთადერთი ის ევალებოიდა ოთხეული დაედო

ისე არამგონია გაუშვან
0
№4
ავტორი: nika-nika
10 მარტი 2015 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
rat undoda manchesters gadawyoba,manchesters kargi taqtikos undoda da ara es eqperimentisti ,,daayene is sauketeso 11 euli vinc gyavs ,eqsperimenti varjishze chaatare da morcha.
0
№5
ავტორი: Count Alucard
10 მარტი 2015 17:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კატარსტროფა არ არის, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტია როდესაც ამდენი წლის გაგდებული და ბულკად ქცეული გუნდი გიგებს თან ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ ალბათ ამათაც იგივე შთაბეჭდილება ქონდათ, ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და მაგიტო წავაგეთ.
0
№6
ავტორი: Mufc7
10 მარტი 2015 17:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დარწმუნებული ვარ, ვან გაალს ამ მარცხის შემდეგ გააკრიტიკებენ

როდის არ აკრიტიკებენ ამას თორე?
მოიესისგან განსხვავებით , დრო უნდა მიეცეს ამას, რა თქმა უნდა. და არც არავინ გაუშვებს სეზონის ბოლოს, დარწმუნებული ვარ. ვინც არ უნდა მოვიდეს, ერთ წელში ვერ ააშენებს გუნდს ისე, როგორიც ის იყო ფერგის დროს. დროა საჭირო,მაგრამ ყველას ერთ დღეში უნდა ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: manutd---10
10 მარტი 2015 18:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
კინი მართალია დრო სჭირდება მწვრთელს მაგრამ არა მანჩესტერ იუნაიტედში!!! არა დახარჯული 200 მილიონის მერე!!!

ასე რომ ან დაიდოს წელსვე შედეგი და ლიგაზე გავიდეთ ანდაა ვან გაალ დავაი აქედან რაა!!!

ფფერგის თითქმის არც დაუხარჯია 20 წელიწადში 200 მილიონი მაგრამ იგებდა თასებს და არც არსენალთან მარცხდებოდა!!!

ფეხებზე მკიდიაა ან შედეგი ან ლუი აღარ დავინახო მწვრთნელად,
დავიღალე "სვარკის" ყურებით და შედეგიც არა?? მაშინ მოხიოს.

კლოპი ან სიმეონე რო მოსულიყო ეხლა 1 ადგილზე ვიქნწებოდით მე მჯერა ამის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 19:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კინი მართალია დრო სჭირდება მწვრთელს მაგრამ არა მანჩესტერ იუნაიტედში!!! არა დახარჯული 200 მილიონის მერე!!!


მეც მიყვარს იუნაიტედი, ჭკუას ვკარგავ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იუნაიტედი საფეხბურთო გუნდი კი არა სამყაროს გამორჩეული სხეულია სპორტის ცალკეულ სახეობაში.

ნებისმიერ მწვრთნელს, ნებისმიერ გუნდში სჭირდება დრო და იქნება ეს იუნაიტედი, ლივერპული თუ სუონსის მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ამას იმის გამო ამბობ, რომ იუნაიტედისგან ტრადიციულად გამარჯვებებს ხარ ჩვეული, მაშინ ის მითხარი, ოდესმე გინახავს იუნაიტედის კულტურაში ყოველ წელს მწვრთნელების ცვლა? ვან გაალი არ უნდა წავიდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: manutd---10
10 მარტი 2015 19:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
ამას იმიტო ვამბობ ძმა რომ იხარჯება თანხა და არაა შედეგი. ფერგიმ რით მიაღწია ყველაფერს გაიხსენე აბა?

მე პირადად მგონია რომ მწვრთნელი რომელიც ხარჯავს 200 მილიონს და მაინც ყველასთან აგებს ან თუ იგებს საზიზღრული თამაშით მე ეგ მწვრთნელი არ მგონია მანჩესტერის დონის.

და საერთოდ ძმა თუ დროის მიცემაზეა საუბარი მასე 3 წლის მერე მოიესიც ააწყობდა რამეს.

ვან გაალმა დახარჯა 200 მილიონი თუ რამდენიც და რისთვის? არცერთი საჭირო ფეხბურთელისთვის.

რისთვის გვჭირდებოდა ფალკაო? დი მარია ან სხვა ნებისმიერი როდესაც ჩვენი დაცვა რას გავს?
როხოს იმედად არ იყიდა ცენტრალური მწვრთნელი?
ჰუმელსმა რამდენჯერ უნდა უტხრას რომ არ დატოვებს გუნდს? რა სხვა მცველი ვერ მოიძებნა?

ვან გაალის ფილოსოფია ეს არის დიდი თავის მოტყუება და მეტი არაფერი.

ამ გუნდით რომელიც ჩვენ გვყას, ნორმალური წვრთნელი კარგ სანახაობრივ ფეხბურთს მაინც გვაჩვენებს ან უკეთესს შედეგს მაინც.

უბრალოდ ლუი თუ ოთხეულში არ გაგვიყვანს ჯობია დატოვოს პოსტი
0
№10
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 19:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფერგიუსონმა რით მიაღწია ყველაფერს გავიხსენე და მახსენდება, რომ 5 წელიწადი დასჭირდა ამისთვის. მართალია ვითარება სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მსგავსება რომ მოვძებნოთ, მოიპოვება. ფერგის სახით დაკარგა იუნაიტედმა ის, რაც ფერგის მოსვლის წინ ჰქონდა დაკარგული იუნაიტედს.

ფალკაო რომ ფორმაში ვერაა ეს მისი ბრალია? არა! მაგრამ რომ ჰქონდა ეჭვი მისი ასეთი ცუდი ფორმის, იმიტომ მოიყვანა იჯარით და არ იყიდა პირდაპირ. დი მარია გვჭირდება იმისთვის, რომ გუნდს შეტევა უნდა შეეზლოს, დაცვა რომ არ გვყავს და ეს იმის ბრალია, რომ ბაზარზე არ იყო ისეთი დონის მცველი, რომელიც მას სჭირდებოდა, ან როგორც მინიმუმ აპირებდა ყიდვას და ვერ ყიდულობდა. დაუძახო და მოვა არ არსებობს.

ვან გაალს აქვს უნარი გუნდის შექმნის და აქვს უნარი იყოს ბოსი. აქვს ასევე არაერთი სხვა თვისება, რომელიც მწვრთნელისთვის აუცილებელია, რაც პრობლემის დანახვაში და მის გადაწყვეტაში ჩნდება.

მე არ მინდა რომ ლუი წავიდეს. თუნდაც ვერ გაგვიყვანოს ლიგაზე. წელსაც მოვითმენ. წელსაც მეწყინება და გული დამწყდება, მაგრამ ვერავინ დამპირდება, რომ თუ ლუი წავა და სხვა მოვა ის გაგვიყვანს ლიგაზე აუცილებლად.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ წელს ლუის ბევრი რამ უშლის ხელს, ფეხბურთელების ფორმიდან დაწყებული მათ ტრავმიანობაზე დასრულებული. თანაც ის პირველადაა პრემიერ ლიგაში.

თუმცა მაინც არ იქნება მართებული ფერგის და ლუის შედარება. აქ ფენომენსა და კარგ სპეციალისტს თუ შევადარებთ, ყოველ აბზაცში ფერგისკენ გადავიხრებით. ფერგი იმიტომ იყო გენიოსი, რომ ის ცალკე კულტი იყო. ლუი იმიტომ არის კარგი სპეციალისტი, რომ ფეხბურთი ესმის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top