თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 10:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2225,
კომენტარები: 16
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
თვი საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
ანდერ ერერა: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი.

ესპანელმა ნახევარმცველმა თვე საუკეთესოდ დაასრულა, რამეთუ "პრესტონის", "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ამ მატჩებიდან პირველი და მესამე შეხვედრა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში სწორედ მან გახსნა ანგარიში. გარდა პრემიერ ლიგაში გოლის გატანისა, ერერამ ინგლისის თასზეც გამოიჩინა თავი და "პრესტონს" გაუტანა გოლი - შედეგად, მას 5 გოლი დაუგროვდა, რაც ერთ სეზონში მისი პერსონალური რეკორდის ექვივალენტურია.

მარკოს როხო: 6 მატჩი (ყველა სტარტი), 1 გოლი

თებერვალში როხომ გუნდის მატჩებში მხოლოდ 9 წუთი გამოტოვა, როცა "კემბრიჯ იუნაიტედთან" შეცვალეს. "წითლებმა" 3-0 იმარჯვეს, როხომ კი მეორე გოლი გაიტანა - გოლის გატანის მისი პირველი მცდელობა ხუან მატას ჩაეთვალა. რა თქმა უნდა, მცველები პირველ რიგში საკუთარი საქმით ფასდებიან და როხო ამ მხრივაც კარგი იყო, თანაც არა მარტო ცენტრალური მცველის, არამედ ლუკ შოუს ნაცვლად მარცხენა მცველის პოზიციაზეც.

კრის სმოლინგი: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი

სმოლინგს მიდასის შეხების მსგავსი გამოუვიდა - "ბარნლისთან" მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა და "იუნაიტედს" ოთხი გამარჯვებიდან პირველის მოპოვებაში დაეხმარა. მცველი შეცვლაზე შევიდა "ვესტ ჰემთან" მატჩშიც, სადაც მატჩის მიწურულს დეილი ბლინდმა გაიტანა გოლი. მატჩი, რომელიც კრისმა გამოტოვა? "სუონსისთან" შეხვედრა, "იუნაიტედის" ერთადერთი მარცხი.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.
სიახლეები
16 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 14:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dati-mata,
აა, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ხალხი ასე ფიქრობს და რას იზამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Mufc7
3 მარტი 2015 14:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერერა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: Goginashvili777
3 მარტი 2015 17:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სმოლინგი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: DiMaria
3 მარტი 2015 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერერა, ჩემი ბრატია და მევასება
0
№15
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 20:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგს მივეცი მე ხმა winked მოუმატა და იმედია ისევ არ წაუსმოლინგებს
0
№16
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 12:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სმოლინგი- ერერას შორის მიწევს გადაწყვეტილების მიღება, მგონი როხოს მივცემ ხმას lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top