ანდერ ერერა: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი.
ესპანელმა ნახევარმცველმა თვე საუკეთესოდ დაასრულა, რამეთუ "პრესტონის", "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ამ მატჩებიდან პირველი და მესამე შეხვედრა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში სწორედ მან გახსნა ანგარიში. გარდა პრემიერ ლიგაში გოლის გატანისა, ერერამ ინგლისის თასზეც გამოიჩინა თავი და "პრესტონს" გაუტანა გოლი - შედეგად, მას 5 გოლი დაუგროვდა, რაც ერთ სეზონში მისი პერსონალური რეკორდის ექვივალენტურია.
მარკოს როხო:6 მატჩი (ყველა სტარტი), 1 გოლი
თებერვალში როხომ გუნდის მატჩებში მხოლოდ 9 წუთი გამოტოვა, როცა "კემბრიჯ იუნაიტედთან" შეცვალეს. "წითლებმა" 3-0 იმარჯვეს, როხომ კი მეორე გოლი გაიტანა - გოლის გატანის მისი პირველი მცდელობა ხუან მატას ჩაეთვალა. რა თქმა უნდა, მცველები პირველ რიგში საკუთარი საქმით ფასდებიან და როხო ამ მხრივაც კარგი იყო, თანაც არა მარტო ცენტრალური მცველის, არამედ ლუკ შოუს ნაცვლად მარცხენა მცველის პოზიციაზეც.
კრის სმოლინგი: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი
სმოლინგს მიდასის შეხების მსგავსი გამოუვიდა - "ბარნლისთან" მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა და "იუნაიტედს" ოთხი გამარჯვებიდან პირველის მოპოვებაში დაეხმარა. მცველი შეცვლაზე შევიდა "ვესტ ჰემთან" მატჩშიც, სადაც მატჩის მიწურულს დეილი ბლინდმა გაიტანა გოლი. მატჩი, რომელიც კრისმა გამოტოვა? "სუონსისთან" შეხვედრა, "იუნაიტედის" ერთადერთი მარცხი.