თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2015, 16:14
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3075,
კომენტარები: 12
მანჩესტერი - სანდერლენდი (BBC-ის მიმოხილვა)
მანჩესტერი - სანდერლენდი (BBC-ის მიმოხილვა)
გუშინ, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდი" მიიღო და მეტოქე უეინ რუნის დუბლის წყალობით დაამარცხა. პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა პირველი საგოლე მომენტი სტუმრება შექმნეს. მე-5 წუთზე "შავი კატების" კონტრშეტევას ვიკჰემის დარტყმა და დე ხეას კარგი თამაში მოჰყვა. შემდეგი ორი ეპიზოდი ეშლი იანგს შეექმნა, პირველ შემთხვევაში კარს ააცილა, ხოლო მეორე მომენტში ჯონ ოშიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

მეორე ნახევარში მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. გადამწყვეტი მომენტი 63-ე წუთი გამოდგა, რადამელ ფალკაოს წაქცევას პენალტი და ბრაუნის გაძევება მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი უინ რუნიმ ზუსტად შეასრულა და "იუნაიტედი" წინ გაიყვანა. მასპინძელთა კაპიტანმა დუბლის შესრულება 84-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" 2:0

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: რუნი 66' (პენ), 84'
გაფრთხილებები: ვალენსია; ვან აანჰოლტი
გაძევება: ბრაუნი 65'
მსაჯი: როჯერ ისტი

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, ევანსი, ბლინდი, ერერა, რუნი (მატა 86), დი მარია (იანუზაი 46), იანგი, ფალკაო (ფელაინი 68).

"სანდერლენდი": პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, რეველიერი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ლარსონი, ხ.გომესი, ვიკჰემი (ვერჯინი 67), ჯონსონი (ს.ფლეტჩერი 81), დეფო (გრემი 67).

მიმოხილვები
12 კომენტარი
№11
ავტორი: BeRo
4 მარტი 2015 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
me vfiqrob ro falkaos transferma ar gaamartlaa..shansi da motivacia imaze meti misces vidre chans
0
№12
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 17:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საცოდაობაა ასე აწვალოს ფალკაო, როცა ის მომენტი იყო, რომ უკვე შედიოდა მუღამში გაიყვანა და ვინ შემოიყვანო. ასე ვერასოდეს ჩადგება ფორმაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top