გუშინ, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდი" მიიღო და მეტოქე უეინ რუნის დუბლის წყალობით დაამარცხა. პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა პირველი საგოლე მომენტი სტუმრება შექმნეს. მე-5 წუთზე "შავი კატების" კონტრშეტევას ვიკჰემის დარტყმა და დე ხეას კარგი თამაში მოჰყვა. შემდეგი ორი ეპიზოდი ეშლი იანგს შეექმნა, პირველ შემთხვევაში კარს ააცილა, ხოლო მეორე მომენტში ჯონ ოშიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
მეორე ნახევარში მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. გადამწყვეტი მომენტი 63-ე წუთი გამოდგა, რადამელ ფალკაოს წაქცევას პენალტი და ბრაუნის გაძევება მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი უინ რუნიმ ზუსტად შეასრულა და "იუნაიტედი" წინ გაიყვანა. მასპინძელთა კაპიტანმა დუბლის შესრულება 84-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" 2:0
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" გოლები: რუნი 66' (პენ), 84' გაფრთხილებები: ვალენსია; ვან აანჰოლტი გაძევება: ბრაუნი 65' მსაჯი: როჯერ ისტი
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, ევანსი, ბლინდი, ერერა, რუნი (მატა 86), დი მარია (იანუზაი 46), იანგი, ფალკაო (ფელაინი 68).