თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2015, 10:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2931,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს
"იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ალბათობა.
იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდეს, შესაძლოა პრემიერ ლიგის ბოლო 12 ტურში 8 მატჩზე მეტის მოგება გახდეს საჭირო.

"სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ ასეთია ვან გაალის გუნდის რეალობა.

"ლიბერთი სტედიუმზე" წაგების შემდეგ "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. თუმცა არსებობდა იმის საფრთხეც, რომ "წითელ ეშმაკებს" ოთხეული დაეტოვებინათ, თუმცა ამისთვის "საუთჰემპტონს" "ლივერპული" უნდა დაემარცხებინა.

ოთხეულისთვის ბრძოლა იმდენად დაძაბულია, რომ მესამე ადგილზე მყოფ "არსენალსა" და მეშვიდე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" მხოლოდ 4 ქულიანი სხვაობა აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა


"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს

ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების მიერ დაგროვილი ქულების საშუალო რაოდენობა - 72
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ამ ეტაპზე დაგროვილი ქულების რაოდენობა - 47
მიმდინარე სეზონში დარჩენილი მატჩების რაოდენობა - 12


ამგვარად, სეზონის დასრულებამდე სამი თვეა დარჩენილი, ოთხეულში მოსახვედრად კი "არსენალი", "საუთჰემპტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" იბრძოლებენ.

გასულ სეზონში "არსენალმა" მეოთხე ადგილი 79 ქულით დაიკავა, მაგრამ წინა წლებში გუნდებს მეოთხე ადგილზე ყოფნისთვის საშუალოდ 72 ქულა სჭირდებოდათ.

ჩატარებულ 26 მატჩში "იუნაიტედს" ამჟამად 47 ქულა აქვს დაგროვილი და დარჩენილ 12 მატჩში მინიმუმ 25 ქულა სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

გუნდისთვის, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას იყო მიჩვეული, ასეთი რამის გაკეთება რთული საქმე არ უნდა იყოს და 2009 წელს პრემიერ ლიგის ბოლო 9 ტურში 8 მატჩის მოგებით ეს დაამტკიცეს კიდეც, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა.

მომდევნო ორი მატჩი "ოლდ ტრაფორდე" "სანდერლენდის" და "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გაიმართება, მაგრამ დარჩენილ 10 შეხვედრაში "წითელ ეშმაკებს" მოუწევთ შეხვდნენ "არსენალს", "ტოტენჰემს", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულსა" და "ევერტონს."

დანარჩენი მატჩები "ასტონ ვილას", "ვესტ ბრომის", "კრისტალ პალასისა" და "ჰალ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრებია.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ "იუნაიტედმა" დაამარცხა სახლში - "სანდერლენდი", გასვლაზე - "ნიუკასლი", სახლში "ასტონ ვილა", სახლში - "ვესტ ბრომი", გასვლაზე - "კრისტალ პალასი" და გასვლაზე - "ჰალ სიტი".

საჭირო იქნება კიდევ 7 ქულის დაგროვება სახლში - "ტოტენჰემის", გასვლაზე - "ლივერპულის", სახლში - "სიტის", გასვლაზე - "ჩელსის", გასვლაზე - "ევერტონისა" და სახლში "არსენალის" წინააღმდეგ. რთული დავალებაა.

ვან გაალი უნდა წააქეზოს შედეგმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისმა გუნდმა 8 ნოემბრიდან 17 იანვრამდე აჩვენა ჩატარებულ 12 შეხვედრაში, რომელთაგან 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი ამას კიდევ ერთხელ მოახერხებს და დარჩენილ 12 მატჩში 27 ქულის მოპოვებას შეძლებს, თითქმის განაღდებული ექნება ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა "არსენალის" მიერ გასულ სეზონში დაგროვილ 79 ქულამდე კიდევ 5 ქულა დააკლდება.

თუმცა, ყველაზე მეტად ვან გაალს რაც უნდა აღელვებდეს, ეს არის გუნდის სათამაშო ფორმა. "სუონსისთან" მატჩამდე მან განაცხადა, რომ "როცა პრემიერ ლიგის ბოლო 19-20 შეხვედრას გადახედავთ, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ".

"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს

პრემიერ ლიგის პირველი 7 გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩების რაოდენობა - 5
დარჩენილ ტურებში გასვლაზე ჩასატარებელი მატჩების რაოდენობა - 6
ბოლო 10 თამაშში დაგროვილი ქულების რაოდენობა - 16


მაგრამ ბოლო 10 მატჩში "იუნაიტედმა" 8 ქულით ნაკლები დააგროვა, ვიდრე "ლივერპულმა", 5 ქულით ნაკლები, ვიდრე "არსენალმა" და 4 ქულით ნაკლები, ვიდრე "საუთჰემპტონმა" და "ტოტენჰემმა".

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების ცხრილს თუ გადავხედავთ, "იუნაიტედი" ბოლო ადგილზე იმყოფება.

"ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის პირველი სეზონის წარმატებულობა კი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნებას.

შობის შემდეგ ნაჩვენები შერეული შედეგი და "სუონსისთან" მარცხი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში დაძაბულობას გვპირდება.

"იუნაიტედი" უფრო დიდ ბრძოლას გადაიტანს, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ტიტულისთვის ბრძოლაა. და პრიზი ამ წელს, ალბათ, უფრო დიდია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დარჩენილი 12 მატჩის განრიგი:

28 თებერვალი: "სანდერლენდი" (სახლში)

4 მარტი: "ნიუკასლი" (გასვლა)

15 მარტი: "ტოტენჰემი" (სახლში)

22 მარტი: "ლივერპული" (გასვლა)

4 აპრილი: "ასტონ ვილა" (სახლში)

12 აპრილი: "სიტი" (სახლში)

18 აპრილი: "ჩელსი" (გასვლა)

26 აპრილი: "ევერტონი" (გასვლა)

2 მაისი: "ვესტ ბრომი" (სახლში)

9 მაისი: "კრისტალ პალასი" (გასვლა)

16 მაისი: "არსენალი" (სახლში)

24 მაისი: "ჰალი" (გასვლა)

წყარო: M.E.N.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
26 თებერვალი 2015 01:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Comment
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top