თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2015, 10:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2932,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს
"იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ალბათობა.
იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდეს, შესაძლოა პრემიერ ლიგის ბოლო 12 ტურში 8 მატჩზე მეტის მოგება გახდეს საჭირო.

"სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ ასეთია ვან გაალის გუნდის რეალობა.

"ლიბერთი სტედიუმზე" წაგების შემდეგ "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. თუმცა არსებობდა იმის საფრთხეც, რომ "წითელ ეშმაკებს" ოთხეული დაეტოვებინათ, თუმცა ამისთვის "საუთჰემპტონს" "ლივერპული" უნდა დაემარცხებინა.

ოთხეულისთვის ბრძოლა იმდენად დაძაბულია, რომ მესამე ადგილზე მყოფ "არსენალსა" და მეშვიდე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" მხოლოდ 4 ქულიანი სხვაობა აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა


"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს

ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების მიერ დაგროვილი ქულების საშუალო რაოდენობა - 72
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ამ ეტაპზე დაგროვილი ქულების რაოდენობა - 47
მიმდინარე სეზონში დარჩენილი მატჩების რაოდენობა - 12


ამგვარად, სეზონის დასრულებამდე სამი თვეა დარჩენილი, ოთხეულში მოსახვედრად კი "არსენალი", "საუთჰემპტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" იბრძოლებენ.

გასულ სეზონში "არსენალმა" მეოთხე ადგილი 79 ქულით დაიკავა, მაგრამ წინა წლებში გუნდებს მეოთხე ადგილზე ყოფნისთვის საშუალოდ 72 ქულა სჭირდებოდათ.

ჩატარებულ 26 მატჩში "იუნაიტედს" ამჟამად 47 ქულა აქვს დაგროვილი და დარჩენილ 12 მატჩში მინიმუმ 25 ქულა სჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

გუნდისთვის, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას იყო მიჩვეული, ასეთი რამის გაკეთება რთული საქმე არ უნდა იყოს და 2009 წელს პრემიერ ლიგის ბოლო 9 ტურში 8 მატჩის მოგებით ეს დაამტკიცეს კიდეც, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა.

მომდევნო ორი მატჩი "ოლდ ტრაფორდე" "სანდერლენდის" და "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გაიმართება, მაგრამ დარჩენილ 10 შეხვედრაში "წითელ ეშმაკებს" მოუწევთ შეხვდნენ "არსენალს", "ტოტენჰემს", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულსა" და "ევერტონს."

დანარჩენი მატჩები "ასტონ ვილას", "ვესტ ბრომის", "კრისტალ პალასისა" და "ჰალ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრებია.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ "იუნაიტედმა" დაამარცხა სახლში - "სანდერლენდი", გასვლაზე - "ნიუკასლი", სახლში "ასტონ ვილა", სახლში - "ვესტ ბრომი", გასვლაზე - "კრისტალ პალასი" და გასვლაზე - "ჰალ სიტი".

საჭირო იქნება კიდევ 7 ქულის დაგროვება სახლში - "ტოტენჰემის", გასვლაზე - "ლივერპულის", სახლში - "სიტის", გასვლაზე - "ჩელსის", გასვლაზე - "ევერტონისა" და სახლში "არსენალის" წინააღმდეგ. რთული დავალებაა.

ვან გაალი უნდა წააქეზოს შედეგმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისმა გუნდმა 8 ნოემბრიდან 17 იანვრამდე აჩვენა ჩატარებულ 12 შეხვედრაში, რომელთაგან 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი ამას კიდევ ერთხელ მოახერხებს და დარჩენილ 12 მატჩში 27 ქულის მოპოვებას შეძლებს, თითქმის განაღდებული ექნება ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა "არსენალის" მიერ გასულ სეზონში დაგროვილ 79 ქულამდე კიდევ 5 ქულა დააკლდება.

თუმცა, ყველაზე მეტად ვან გაალს რაც უნდა აღელვებდეს, ეს არის გუნდის სათამაშო ფორმა. "სუონსისთან" მატჩამდე მან განაცხადა, რომ "როცა პრემიერ ლიგის ბოლო 19-20 შეხვედრას გადახედავთ, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ".

"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგამდე 25 ქულა აშორებს

პრემიერ ლიგის პირველი 7 გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩების რაოდენობა - 5
დარჩენილ ტურებში გასვლაზე ჩასატარებელი მატჩების რაოდენობა - 6
ბოლო 10 თამაშში დაგროვილი ქულების რაოდენობა - 16


მაგრამ ბოლო 10 მატჩში "იუნაიტედმა" 8 ქულით ნაკლები დააგროვა, ვიდრე "ლივერპულმა", 5 ქულით ნაკლები, ვიდრე "არსენალმა" და 4 ქულით ნაკლები, ვიდრე "საუთჰემპტონმა" და "ტოტენჰემმა".

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების ცხრილს თუ გადავხედავთ, "იუნაიტედი" ბოლო ადგილზე იმყოფება.

"ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის პირველი სეზონის წარმატებულობა კი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნებას.

შობის შემდეგ ნაჩვენები შერეული შედეგი და "სუონსისთან" მარცხი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში დაძაბულობას გვპირდება.

"იუნაიტედი" უფრო დიდ ბრძოლას გადაიტანს, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ტიტულისთვის ბრძოლაა. და პრიზი ამ წელს, ალბათ, უფრო დიდია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დარჩენილი 12 მატჩის განრიგი:

28 თებერვალი: "სანდერლენდი" (სახლში)

4 მარტი: "ნიუკასლი" (გასვლა)

15 მარტი: "ტოტენჰემი" (სახლში)

22 მარტი: "ლივერპული" (გასვლა)

4 აპრილი: "ასტონ ვილა" (სახლში)

12 აპრილი: "სიტი" (სახლში)

18 აპრილი: "ჩელსი" (გასვლა)

26 აპრილი: "ევერტონი" (გასვლა)

2 მაისი: "ვესტ ბრომი" (სახლში)

9 მაისი: "კრისტალ პალასი" (გასვლა)

16 მაისი: "არსენალი" (სახლში)

24 მაისი: "ჰალი" (გასვლა)

წყარო: M.E.N.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 თებერვალი 2015 10:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართალია მხოლოდ ციფრებია, რომელიც სტატისტიკური მონაცემების დროს არაფრისმომცემია და ამით მომდევნო ნაბიჯის განსაზღვრა სისულელე იქნებოდა, მაგრამ იმისთვის კარგია, რომ დაახლოებით ვიცოდეთ რა გვჭირდება და რა შანსები გვაქვს (უკეთ). ბევრ რამეს გადაწყვეტს ენფილდზე გასამართი მატჩი, ასევე ტოტენჰემის და სხვების წინააღმდეგ შეხვედრა, მაგრამ ყველაზე მთავარი დარჩენილ 12 თამაშში შედარებით სუსტ გუნდებთან ქულების მაქსიმალურად დაგროვებაა. ისევ თუ დავკარგავთ ქულებს ვილასთან, ვესტ ბრომთან და მისთ. გუნდებთან, შეგვიძლია მომდევნო წლისთვის გადავდოთ ჩვენი მთავარი მიზნის ასრულება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2015 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საკმაოდ რთული ამოცანა აქ ვან გაალს, თუ იმასაც გავითბალისწინებთ, რომ ჩელსისთან, ლივერპულთან და ევერტონთანაც გასვლა გვიწევს. ( და გასვლაზე როგორ გვიჭირს ვიცით უკვე). თუმცა სახში არც სიტისთან და არც ტოტენჰემთან ადვილი თამაშები არ გვექნება, მაგრამ მჯერა რომ ყველა ამ პრობლემას გადავლახავთ.
0
№3
ავტორი: Mufc7
25 თებერვალი 2015 12:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ისეთ გუნდებთან დავკარგეთ უაზროდ ქულები, რომ იმაზე ორჯერ მეტად გვაქვს სანერვიულო დარჩენილ თამაშებში, ვიდრე აქამდე. გამორიცხული არაფერია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს,მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობთ დღეს ჩვენ, ჩემპიონობა ყოველთვისაა მიზანი,მაგრამ ოთხეულში დავამთავროთ სეზონი,უკვე ჩემპიონები იქნებიან ჩემთვის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Svanii
25 თებერვალი 2015 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
ახლა ვნახოთ ვანგაალი რისი
ვანგააალია ))) ფეხბურთელებმაც უნდა
მოინდომონ არსენალთან და სიტისთან
არუნდა დავკარგოთ ქულები არანაირ
ვარიანტში და ლივერპულთან უეჩველი 3
ქულა უნდა დადონ უნდა გადავუაროთ !!!!!
შესაძლებელია 27 კიარა უფრო მეტივ
ავიღოთ ... დაალაგე გუნდი ლუი
დაალაგე და შევძლებთ ტოტენჰემის
ევერტონის ჩელსის არსენალს სიტის
და ლივერპულს წინააღმდეგობა
გავუწიოთ დიდი !!! მე მჯერა რო გავალთ
დააა ვაჩვენებთ ისეთ თამაშს რქსაც
მიჩვეული ვიყავით მიაწექი ლუი ჩვენ
გვჯერა შენი !!! ♥♥
0
№5
ავტორი: Jubo
25 თებერვალი 2015 13:53
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძალიან გაგვიჭირდება :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 13:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
22 მარტი: "ლივერპული" (გასვლა) f*ck angry

ამ თამაშს როგორ ვერ უნდა ვუყურო sad


ისე, უაზროდ ქულები თუ არ დავკარგეთ მოვაგროვებთ და ცოტა მეტსაც მოვაგროვეთ თუ ჭკვიანურად ვითამაშეთ და ფელაინები და დამტვრეული ვან პერსები შეტევაში მაშინ შანსი გვაქვს.
0
№7
ავტორი: Wardell
25 თებერვალი 2015 14:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
"სანდერლენდი", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი", "ასტონ ვილა", "ვესტ ბრომვიჩი", "კრისტალ პალასი", "ჰალ სიტი"

ეს ის 7 თამაშია, რომელშიც აუცილებლად 3 ქულაა ასაღები და არც საოცრად რთულად მიმაჩნია. ეს უკვე 21 ქულაა პლუს ევერტონი არ არის წელს კარგ ფორმაში და შეიძლება მათთანაც გამიზნულ მოგებაზე ფიქრი. ამას დავუმატოთ არსენალი, რომელსაც როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ მაინც ვუგებთ. მოკლედ ის 25 ქულა არც თუ ძნელი ასაღებია, მაგრამ.... არამგონია ესე გათვლილად 25 ქულის აღებამ გვიშველოს. ძალიან ახლოს არიან მდევრები და ერთი ფეხის დაცდენა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.
0
№8
ავტორი: Lev
25 თებერვალი 2015 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
მოვაგროვებთ თუ ისევ გაგვიმართლებს ზედიზედ თორე სხვა ვარიანტში, ჩვენ როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობთ ეგეთი უაზრო ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგაზე კი არა ევროპა ლიგასაც კი არ ვიმსახურებთ. თუ ცოტა აზრზე არ მოვიდნენ არამგონია მოვხვდეთ ლიგაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: DiMaria
25 თებერვალი 2015 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა თვეები გველოდება წინ. მაგრად დარხეული გვაქვს რა
0
№10
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2015 22:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აპრილში თუ გადავრჩით გავალთ ლიგაზე wink ყველაზე რთული პერიოდი იწყება უკვე მარტის ბოლოდან და ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს სასურველ შედეგებს დავდებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top