თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 19:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2515,
კომენტარები: 13
"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)
"ლიბერთიზე" განცდილი მარცხის ანალიზი.
თამაში ბევრ რამეს გვპირდებოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინაც ასე უნდა გვეთამაშა - კარგი თამაში და ცუდი შედეგი. სულ თუ არაფერი, რუნი თავდასხმაში დაბრუნდა.

1. მაკნეირი "სუონსის" კუთხურების დროს გომისს ვერ ასწრებდა

მაგალითი 1: მატჩის მეხუთე წუთი. გაჩვენეთ, სად იმყოფება მაკნეირი და გომისი - ნათელია, რომ ვან გაალმა პედის გომისის მეურვეობა დაავალა. ასო F-ით კი აღვნიშნე ფელაინი იმ მიზნით, რომ მეჩვენებინა, ფელაინი საჯარიმოს ცენტრშია და ამ ზონიდან ნებისმიერ ხიფათის ჩახშობას ცდილობს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


რამდენიმე წამში გომისი მაკნეირს მეორე სართულზე ორთაბრძოლაში ატყუებს

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


მაგალითი 2: მატჩის მეათე წუთი და სქრინზე ჩანს, რომ მაკნეირი გომისის წინააღმდეგ პერსონალურად მოქმედებს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


გომისი მაკნეირს ამ სიტუაციაშიც ატყუებს. საბედნიეროდ, ბაფეტიმბიმ ააცილა, მაგრამ პედის შეცდომის დავიწყება არ შეიძლება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ამის განსჯა უკვე გვიანია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ გომისის აყვანა მაკნეირით კარგი იდეაა. გომისი - მაღალი ღონიერი ფორვარდია, მაკნეირი კი მხოლოდ 19 წლისაა. ვფიქრობ, რომ უკეთესი არჩევანი პედის ნაცვლად ფელაინის ან ბლინდის დაყენება იქნებოდა. ჩემს მეორე მაგალითში ბურთი გომისს დარჩა, ფელაინიმ საჯარიმოს ცენტრი დატოვა, ამიტომ ბელგიელი ამ ზონაში დაცვას ვერ მოახერხებდა.

2. ერერას მოქმედება

ჩემთვის იშვიათობაა, მაგრამ ამჯერად არამარტო ცუდზე, არამედ კარგზეც ვილაპარაკებ. მოედანზე ერერას გადაადგილებისთვის არც ერთი აღმატებითი სიტყვა არ კმარა, ხშირად აკეთებდა გარბენებს, რითაც პარტნიორებს შანსს უქმნიდა. ბლინდი თამაშის ამ ასპექტში ასევე კარგია, აი რუნი, კი, როცა უეინი ნახევარდაცვაში მოქმედებს, ამას ვერ ეღირსები. აი მაგალითი:

მატჩის მე-12 წუთი, ბურთი ერერას აქვს და მაკნეირს აწვდის, რომელიც წინ მიიწევს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


მაკნეირი მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ მიიწევს, მაგრამ "სუონსი" თავს კარგად იცავს. მაკნეირის ზურგსუკან ჩნდება ერერა, ასე რომ, ყველაფერი, რაც ახლა პედიმ უნდა გააკეთოს, ეს არის უკან პასი, ნაცვლად წინ სარისკო ჩაგდებისა. წითელი ისარი აჩვენებს, თუ რამხელა მანძილი გაირბინა ერერამ.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ერერა მოედნის ცენტრში სიტუაციას აანალიზებს (ზედა სქრინზე ჩანს, რომ ბურთის მიღების დროს უკვე იმ ზონაში იხედება) და პასს ბლინდს აძლევს. ქვედა სქრინზე ჩანს, რომ ერერა უკან ცენტრისკენ მიიწევს, რათა დეილის შესაძლო პასის ვარიანტი შეუქმნას. ამ სიტუაციაში ანდერი "სუონსის" ფეხბურთელის მიერ იქნა დაფარული, ამიტომ ბლინდი პასს სხვა ფეხბურთელს აწვდის, მაგრამ ერერას მოძრაობამ "გედების" ფეხბურთელს მისთვის გაყოლა აიძულა, რითაც ბლინდზე პრესინგის მოხდენა ვერ შეძლო, ჰოლანდიელს კი პასის გასაკეთებლად ფიქრის საშუალება მიეცა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


3. დი მარიას შეტევის გაგრძელების ვარიანტი არ აქვს.

აი, რაზე ვნერვიულობდი მთელი მატჩის დროს. 33-ე წუთი, კონტრშეტევას ვაწარმოებთ, ბურთი დი მარიას მარცხენა ფლანგზე აქვს - თითქმის ყველაფერი იდეალურადაა. ახლა კი ქვედა სქრინს დავაკვირდეთ - დი მარიას საჯარიმოში დაბალი გადაცემის გაკეთების არავითარი შანსი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დი მარია ცაციაა, გადაცემის გასაკეთებლად სივრცე აქვს. საჯარიმოში თავად ვერ შევა, ამიტომ ამ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ჭკვიანური გადაწყვეტილება დაბალი ჩაწოდება იქნებოდა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


რუნის "სუონსის" ორი მცველი ავიწროვებს, ვან პერსი კარიდან უფრო შორს იმყოფება, ვიდრე დი მარია, ხოლო ფელაინის გვერდით კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ფეხბურთელია. ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი იმ ზონაში უნდა იმყოფებოდეს, რომელიც ლურჯი ფერით აღვნიშნე - ორ ცენტრალურსა და ერთ ფლანგის მცველს შორის არსებული თავისუფალი ზონა. როცა მატჩს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, გავიფიქრე, რომ ამ ზონაში რუნი უნდა შესულიყო. რობინი და მარუანი ფიზიკურად ვერ მიუსწრებდნენ. რუნი რომ იმ ზონაში ყოფილიყო, დი მარია პასს მიაწოდებდა, რუნი, კი ან ვან პერსის გადასცემდა ბურთს, ან დაარტყამდა - შეტევის გაგრძელების მრავალი ვარიანტი.

4. არავინ მეურვეობს შელვის.

მატჩის 62-ე წუთი, ვან პერსი მოედნის ცენტრში ბურთს კარგავს - ახლა მას შელვი იღებს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ჯონჯო უკან იძლევა პასს, თავად წინ გარბის, მაგრამ მის დაწევას არავინ ცდილობს. რაღაც მიზეზით, ვალენსია "სუონსის" ფეხბურთელთან მირბენას ცდილობს, რომელმაც შელვის მისცა პასი მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან შორ მანძილზე იმყოფება. "გედების" ფეხბურთელს ძალიან მარტივი პასის გაკეთება სჭირდება შელვიზე, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია. ახლა ვალენსიას შეცდომა ჯონსმა უნდა გამოასწოროს და ცენტრში ერთი მცველით ნაკლები გვრჩება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


შეიძლება ბლინდის დადანაშაულებაც იმის გამო, რომ ვალენსიას არ დაეხმარა, რაც პრინციპში საყრდენი ნახევარმცველის დავალებაა, მაგრამ სიტუაცია სწრაფად განვითარდა და ბლინდი ვერაფრით გამოიცნობდა, რომ ვალენსია წინ წაიწევდა. ვან პერსის შეეძლო შელვის გაჰყოლოდა საკუთარ საჯარიმომდე შეცდომის დაშვების შემდეგ, მაგრამ ეს მისი ვალდებულება არაა, ის თავდამსხმელია. ვფიქრობ, ამ ეპიზოდში მთელი ბრალეულობა ვალენსიას ეკისრება.

გაგრძელება
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
23 თებერვალი 2015 13:27
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აკო მოთამაშეებიც საკმარისად გყვავს და მწვრთნელიც კარგი გვყავს. საშინელ თამაშს აჩვენებენ და ნუ აბრალებთ 1 ენტრალურ მცველს ან ნახევარმცველს... გუნდი არ ვარგა, თორე საერთოდ არ გყავდეს ეგ 1 კაცი, 10 კაცი სუონსს მაინც უნდა უგებდე ჩელსის თუ არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№12
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 13:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili777,


მეც მაგას ვამბობ ყველაფერი რომ დროის ფაქტორია, საჭიროა მოთმინება უბრალოდ და მომავალი წლიდან სიამოვნების მიღება.
0
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 თებერვალი 2015 19:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მაშინ როცა მანჩესტერ იუნაიტედი გქვია და ეთამაშები სუონსის, ვალდებული ხარ შეუტიო და ითამაშო მოგებაზე, ასე ხდებოდა 72 წუთი. რიკოშეტიდან გაშვებული გოლის შემდეგ, ყველა ელოდება, რომ მანჩესტერი შეუტევს გაორმაგებული ძალებით, და მოგებით თუ არა, ფრეს მაინც ითამაშებს, წინ ხომ მთელი 20 წუთია...
მაგრამ ამ 20 წუთში 1 დალაგებული შეტევაც ვერ ვნახეთ, მცდელობაც კი შეტევისაა... არადა პროფესნალები არიან გუნდში... იმედგაცრუებული ვარ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top