თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 19:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2515,
კომენტარები: 13
"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)
"ლიბერთიზე" განცდილი მარცხის ანალიზი.
თამაში ბევრ რამეს გვპირდებოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინაც ასე უნდა გვეთამაშა - კარგი თამაში და ცუდი შედეგი. სულ თუ არაფერი, რუნი თავდასხმაში დაბრუნდა.

1. მაკნეირი "სუონსის" კუთხურების დროს გომისს ვერ ასწრებდა

მაგალითი 1: მატჩის მეხუთე წუთი. გაჩვენეთ, სად იმყოფება მაკნეირი და გომისი - ნათელია, რომ ვან გაალმა პედის გომისის მეურვეობა დაავალა. ასო F-ით კი აღვნიშნე ფელაინი იმ მიზნით, რომ მეჩვენებინა, ფელაინი საჯარიმოს ცენტრშია და ამ ზონიდან ნებისმიერ ხიფათის ჩახშობას ცდილობს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


რამდენიმე წამში გომისი მაკნეირს მეორე სართულზე ორთაბრძოლაში ატყუებს

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


მაგალითი 2: მატჩის მეათე წუთი და სქრინზე ჩანს, რომ მაკნეირი გომისის წინააღმდეგ პერსონალურად მოქმედებს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


გომისი მაკნეირს ამ სიტუაციაშიც ატყუებს. საბედნიეროდ, ბაფეტიმბიმ ააცილა, მაგრამ პედის შეცდომის დავიწყება არ შეიძლება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ამის განსჯა უკვე გვიანია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ გომისის აყვანა მაკნეირით კარგი იდეაა. გომისი - მაღალი ღონიერი ფორვარდია, მაკნეირი კი მხოლოდ 19 წლისაა. ვფიქრობ, რომ უკეთესი არჩევანი პედის ნაცვლად ფელაინის ან ბლინდის დაყენება იქნებოდა. ჩემს მეორე მაგალითში ბურთი გომისს დარჩა, ფელაინიმ საჯარიმოს ცენტრი დატოვა, ამიტომ ბელგიელი ამ ზონაში დაცვას ვერ მოახერხებდა.

2. ერერას მოქმედება

ჩემთვის იშვიათობაა, მაგრამ ამჯერად არამარტო ცუდზე, არამედ კარგზეც ვილაპარაკებ. მოედანზე ერერას გადაადგილებისთვის არც ერთი აღმატებითი სიტყვა არ კმარა, ხშირად აკეთებდა გარბენებს, რითაც პარტნიორებს შანსს უქმნიდა. ბლინდი თამაშის ამ ასპექტში ასევე კარგია, აი რუნი, კი, როცა უეინი ნახევარდაცვაში მოქმედებს, ამას ვერ ეღირსები. აი მაგალითი:

მატჩის მე-12 წუთი, ბურთი ერერას აქვს და მაკნეირს აწვდის, რომელიც წინ მიიწევს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


მაკნეირი მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ მიიწევს, მაგრამ "სუონსი" თავს კარგად იცავს. მაკნეირის ზურგსუკან ჩნდება ერერა, ასე რომ, ყველაფერი, რაც ახლა პედიმ უნდა გააკეთოს, ეს არის უკან პასი, ნაცვლად წინ სარისკო ჩაგდებისა. წითელი ისარი აჩვენებს, თუ რამხელა მანძილი გაირბინა ერერამ.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ერერა მოედნის ცენტრში სიტუაციას აანალიზებს (ზედა სქრინზე ჩანს, რომ ბურთის მიღების დროს უკვე იმ ზონაში იხედება) და პასს ბლინდს აძლევს. ქვედა სქრინზე ჩანს, რომ ერერა უკან ცენტრისკენ მიიწევს, რათა დეილის შესაძლო პასის ვარიანტი შეუქმნას. ამ სიტუაციაში ანდერი "სუონსის" ფეხბურთელის მიერ იქნა დაფარული, ამიტომ ბლინდი პასს სხვა ფეხბურთელს აწვდის, მაგრამ ერერას მოძრაობამ "გედების" ფეხბურთელს მისთვის გაყოლა აიძულა, რითაც ბლინდზე პრესინგის მოხდენა ვერ შეძლო, ჰოლანდიელს კი პასის გასაკეთებლად ფიქრის საშუალება მიეცა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


3. დი მარიას შეტევის გაგრძელების ვარიანტი არ აქვს.

აი, რაზე ვნერვიულობდი მთელი მატჩის დროს. 33-ე წუთი, კონტრშეტევას ვაწარმოებთ, ბურთი დი მარიას მარცხენა ფლანგზე აქვს - თითქმის ყველაფერი იდეალურადაა. ახლა კი ქვედა სქრინს დავაკვირდეთ - დი მარიას საჯარიმოში დაბალი გადაცემის გაკეთების არავითარი შანსი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დი მარია ცაციაა, გადაცემის გასაკეთებლად სივრცე აქვს. საჯარიმოში თავად ვერ შევა, ამიტომ ამ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ჭკვიანური გადაწყვეტილება დაბალი ჩაწოდება იქნებოდა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


რუნის "სუონსის" ორი მცველი ავიწროვებს, ვან პერსი კარიდან უფრო შორს იმყოფება, ვიდრე დი მარია, ხოლო ფელაინის გვერდით კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ფეხბურთელია. ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი იმ ზონაში უნდა იმყოფებოდეს, რომელიც ლურჯი ფერით აღვნიშნე - ორ ცენტრალურსა და ერთ ფლანგის მცველს შორის არსებული თავისუფალი ზონა. როცა მატჩს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, გავიფიქრე, რომ ამ ზონაში რუნი უნდა შესულიყო. რობინი და მარუანი ფიზიკურად ვერ მიუსწრებდნენ. რუნი რომ იმ ზონაში ყოფილიყო, დი მარია პასს მიაწოდებდა, რუნი, კი ან ვან პერსის გადასცემდა ბურთს, ან დაარტყამდა - შეტევის გაგრძელების მრავალი ვარიანტი.

4. არავინ მეურვეობს შელვის.

მატჩის 62-ე წუთი, ვან პერსი მოედნის ცენტრში ბურთს კარგავს - ახლა მას შელვი იღებს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


ჯონჯო უკან იძლევა პასს, თავად წინ გარბის, მაგრამ მის დაწევას არავინ ცდილობს. რაღაც მიზეზით, ვალენსია "სუონსის" ფეხბურთელთან მირბენას ცდილობს, რომელმაც შელვის მისცა პასი მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან შორ მანძილზე იმყოფება. "გედების" ფეხბურთელს ძალიან მარტივი პასის გაკეთება სჭირდება შელვიზე, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია. ახლა ვალენსიას შეცდომა ჯონსმა უნდა გამოასწოროს და ცენტრში ერთი მცველით ნაკლები გვრჩება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (განხილვა The Red Analysis-გან)


შეიძლება ბლინდის დადანაშაულებაც იმის გამო, რომ ვალენსიას არ დაეხმარა, რაც პრინციპში საყრდენი ნახევარმცველის დავალებაა, მაგრამ სიტუაცია სწრაფად განვითარდა და ბლინდი ვერაფრით გამოიცნობდა, რომ ვალენსია წინ წაიწევდა. ვან პერსის შეეძლო შელვის გაჰყოლოდა საკუთარ საჯარიმომდე შეცდომის დაშვების შემდეგ, მაგრამ ეს მისი ვალდებულება არაა, ის თავდამსხმელია. ვფიქრობ, ამ ეპიზოდში მთელი ბრალეულობა ვალენსიას ეკისრება.

გაგრძელება
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 თებერვალი 2015 19:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა ალექსანდრ კორენევი ამჯერად არ გამოეხმაურა ამ თამაშს და ამ წყაროს ანალიზი ამიტომ შემოგთავაზეთ. ვფიქრობ, ამ ავტორსაც საინტერესო ხედვა აქვს. დანარჩენ კომენტარს გვიან დავწერ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DRJBECKHAM
22 თებერვალი 2015 19:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Dzalian gvichirs ai dzalian, rac am gundit kvelaze dzneli warmosadgeni iko is xdeba anu moments ver vqmnit da felainis simagleze vart damokidebulebi. Van gaalma unda dainaxos ro erera aucilebelia blindtan ertad. Rooneys rac sheexeba gubdis kapitania suli da guli da minimum kardhi dartkma mainc moetxoveba. Sircxvilia am gundit is ro tamashs felainze aawkobs
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 თებერვალი 2015 20:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კორნევის ბევრად უკეთესია ხოლმე, მაგრამ ამასაც არაუშავრს good2

პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ იმედია ვან გაალს დატოვებენ. მწვრთნელების ცვლა და იმ იმედებით ყოფნა რომ სხვა მოვა და უცებვე ყველაფერს გამაოსწორებს დაღუპავს გუნდს

გუშინ პირველივე წუთებზე მაგაზე გავამახვილეთ ყურადღება რომ ორივე საჰაერო ორთაბრძოლა მოგვიგეს და ორჯერ გადავრჩით. არ ვიცი ამ დაცვას არამგონია რამე ეშველოს, როგორ შეიძლება პრემიერ ლიგის ყველა გუნდი ესე გვჩაგრავდეს სტანდარტებით.

კონტრშეტევაზე რუნის მოქმედებაც მაგრად გამიტყდა, ცუდად გაეხსნა დი მარიას, მამენტ შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა და დი მარიას კარგი პასის შემთხვევაში სახიფათო მომენტიც შეიქმნებოდა + პერსიც ერთვებოდა შეტევაში

ბევრი მინუსი აქვს გუნდს, ტრანსფერებზე საუბარი კარგია, ჰუმელსები და ვერატებიც კარგია მაგრამ ჯერ ამ არეულ გუნდს უნდა მიხედონ და მერე უნდა ვიფიქორთ სხვებზე
0
№4
ავტორი: Count Alucard
22 თებერვალი 2015 20:35
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ნერვები აღარ ეყო ეტყობა კორონევს, ყოველ კვირა ერთი და იგივეს წერდა და დაიღალა lol

გიორგი,
მწვანე ფონი გაქ ძმა?
0
№5
ავტორი: Goginashvili777
22 თებერვალი 2015 22:12
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გიორგი,
ბიჭო ვერ დაბლოკავ მათ იპ მისამართებს ?? ან რამენაირად ვუშველოთ, თორე გაგვძარცვეს ტო.. მაგრად მიტყდება კაცი ამდენს წვალობს ჩვენს გამო და ვიღაც სირბანგლა იდეას პარავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: Wardell
22 თებერვალი 2015 22:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გუშინდელ თამაშში ერთადერთი მოთამაშე, რომელიც მარცხს არ იმსახურებდა ეს იყო ანდერ ერერა. ესპანელი იყო ერთადერთი, რომელიც ცდილობდა შეტევის სწრაფად და ორიგინალურად განვითარებას, თუმცა ერთი მერცალი რო გაზაფხულს ვერ მოიყვანს ეს კარგად ვიცით, თანაც ნისლიან ალბიონებზე ეს თითქმის შეუძლებელია.

ახლა სხვა მოთამაშეებს შევეხოთ, ნუ ფაქტია, რომ ვერც დიმარია, ვერც შოუ ვერ ამართლებენ გაცემულ ავანსებს, თუმცა, თუმცა აქ მარტო მათი დადანაშაულება არ შეიძლება. არ მგონია დი მარიას ეპრიანებოდეს და მხოლოდ მისი კაპრიზი იყოს ეს გამუდმებით ჩაწოდებები. ამის გათვალისწინებით მივდივართ სათამაშო ტაქტიკის არასწორ არჩევასთან - ანუ სამწვრთნელო შტაბთან, პირველ რიგში კი ლუი ვან გაალთან. ფაქტია რომ ეს სეზონი ჰოლანდიელმა ჩააგდო, ნახევარიც გავიდა 3 თვეც და 10იც თუმცა პირადად მე პროგრესს ვერ ვხედავ და თუ ვინმე დამანახებს და ამიხსნის მადლობელი დავრჩები. არ ვეკუთვნი იმ კატეგორიის ფანებს, რომელიც მის გაშვებას ითხოვენ, თუმცა არც კმაყოფილი არ ვარ და რა თქა უნდა, გაცილებით მეტს ვითხოვ, რადგან "ჩვენ ხომ იუნაიტედი ვართ".

ამ თამაშის მეორე ნახევარმა გამახსენა, შარშან "ფულემთან" დაპირისპირება სადაც გრანდიოზულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა არანაირი კრეატივი არ არსებობდა და თუ სწორად მახსოვს ზუსტად 82-ჯერ ჩავაწოდეთ ბურთი საჯარიმოში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იმას რომ მწვრთნელი არ მუშაობს და არ ფიქრობს სწორად. მაშინ როცა გუნდში არის ამდენი "ფანტაზისტა" ფეხბურთელი რატომ უნდა ავაწყოთ თამაში ფელაინიზე? რატომ ვერ უნდა ვარღვევდეთ მეტოქეს ცენტრიდან. რამდენი გოლი გავიტანეთ წელს ცენტრიდან შეტეულით? ალბათ ძალიან ცოტა და ბოლო პერიოდში მითუმეტეს. ერთადერთი გააზრებული და ორიგინალური შეტევა გოლით დასრულდა და ალბათ ეს ყველაფერს ამბობს.

მოკლედ მხოლოდ დადებითის მოლოდინში ვარ, აღარ მინდა ცალკეული ფეხბურთელების გულშემატკივრობა, მირჩევნია ქლევერლები და ობერტანები თამაშობდნენ, მაგრამ კარგი თამაში იყოს, ვიდრე ჩემი საყვარელი მოთამაშეები და სვარკა. ეს იყო ის რისი თქმაც მინდოდა. ((((((
0
№7
ავტორი: Goginashvili777
23 თებერვალი 2015 00:35
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Wardell,
შემოდგომას არა, გაზაფხულს და რა ქნა ერერამ ? wink კი გოლი გაიტანა, მაგრამ მაგის მეტი რამე ღირებული გააკეთა, ისევე როგორც 11ვემ ? დღევანდელ იუნაიტედში ერთადერთი ნათელი წერტილი დევიდ დე ხეა იყო, თუმცა მირორზე დაწერილმა სიახლემ (თუ მართალია) ფარდა ახადა ყველაფერს, რო დე ხეას აღარ უნდა ინგლისსში პლიუს ამას ვან პერსი და ფალკაოს უსუსური თამაში და რუნის 30 წლის იუბილე winked აი სად გვერხევა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Wardell
23 თებერვალი 2015 00:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Goginashvili777,
შემოდგომა რა შუაში იყო ვერც მე მივხვდი ალბათ გუშინდელი თამაშის ხასიათი გამომყვა და :D :D :D

ერერას რაც შეეხება ის გააკეთა რომ 1. გოლისგან გვიხსნა, მეორე - ძალიან მაგარ სივრცეებს ქმნიდა, მესამე - შეტევებს იწყებდა, მეოთხე - ერთი შეხებით სწრაფ თამაშს ცდილობდა, ხუთი - დაცვაში ჩამოსვლაზეც არ ამბობდა უარს და მცველებსაც კარგად ეხმარებოა. მეტი რაღა უნდა ქნას ერთმა მოთამაშემ?
0
№9
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 10:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი დავუშვათ მოიყვანეს კიდე 2-3 ფეხბურთელი და + ამას ახლი მწვრთნელი, ამ არეულ გუნდში წარმოგიდგენიათ კიდე 3 ახალი ფეხბურთელი და კიდე ახალი მწვრთნელი მომავალ სეზონში მართლა ჩემპიონშიპში გადავალთ.
0
№10
ავტორი: Lev
23 თებერვალი 2015 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ახალ მრწვრთნელს არავინ არ მოიყვანს. გუნდი ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. სანერვიულო არაფერია. ყველაფერს ცდილობს ვან გაალი რუნიც დააყენა თავდასხმაში მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ზაფხულში ფეხბურთელებს ვიყიდით და წელს ნაყიდებს 1-2 -ს გავუშვებთ, ვან გაალს ავტორიტეტები არ აშინებს ბოლო ბოლო რივალდო გამოუძახა ბარსადან. მოკლედ ზაფხულში ველოდები ჭკვიანურ ცვლილებებს და აქცენტის ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებზე გაკეთებას. პროსტო ტეხავს ის რომ ჩვენი ოთხეულიდან გამოპანღურება დროის საკითხია და რამე უნდა ვიღონოთ რომ ეს შევაჩეროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top