თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 17:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 13
ფალკაოს "რეალი" შეიძენს
რადამელი "რეალში" გადავა.
ფალკაოს
მადრიდის "რეალი" მზადაა სეზონის ბოლოს რადამელ ფალკაო შეიძინოს, რადგან კოლუმბიელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა არ სურს.

"მონაკოს" ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ რადამელის მომავალზე არ დარდობს, რამეთუ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება.

სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ფალკაომ მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა და როგორც მოსალონდელია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფორვარდს არ გამოისყიდის.

თუ ასეც მოხდა, რადამელის შეძენა ნებისმიერ სხვა გუნდს შეეძლება, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი მადრიდის "რეალს" აქვს, რომელთანაც ფეხბურთელის აგენტს, ხორხე მენდეშს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ 29 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" უკანასკნელ შეხვედრაში, რომელშიც "წითელი ეშმაკები" 2-1 "სუონსისთან" დამარცხდნენ, სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და ლუი ვან გაალს მისთვის თამაშის საშუალება არ მიუცია.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
23 თებერვალი 2015 10:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე ღადაობა ისაა ვინც 2 თამაში ზის სკამზე ეგრევე უშვებენ სადღაც სხვაგან, ნეტა რუნი თუ დაჯდება სად გაუშვებენ სიტიში თუ ჩელსიში?
0
№12
ავტორი: Mufc7
23 თებერვალი 2015 17:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მინდა,რომ გაამართლოს ჩვენი იმედები და მიეცემა შანსი იმედია ამისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 თებერვალი 2015 19:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გამოვისყიდოთ, დავამატოთ 25 მილიონი და იყიდის რეალი, ეგენი ნებისმიერ თანხას გადაიხდიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top