რადამელი "რეალში" გადავა.
მადრიდის "რეალი" მზადაა სეზონის ბოლოს რადამელ ფალკაო შეიძინოს, რადგან კოლუმბიელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა არ სურს.
"მონაკოს" ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ რადამელის მომავალზე არ დარდობს, რამეთუ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება.
სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ფალკაომ მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა და როგორც მოსალონდელია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფორვარდს არ გამოისყიდის.
თუ ასეც მოხდა, რადამელის შეძენა ნებისმიერ სხვა გუნდს შეეძლება, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი მადრიდის "რეალს" აქვს, რომელთანაც ფეხბურთელის აგენტს, ხორხე მენდეშს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ 29 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" უკანასკნელ შეხვედრაში, რომელშიც "წითელი ეშმაკები" 2-1 "სუონსისთან" დამარცხდნენ, სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და ლუი ვან გაალს მისთვის თამაშის საშუალება არ მიუცია.
წყარო:
dailymail