შესაძლოა ვან პერსიმ კლუბი დატოვოს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, რობინ ვან პერსის და მისი თანაგუნდელების კონტრაქტის თაობაზე.
ვან პერსის დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა 2012/13 სეზონში, მაგრამ მას შემდეგ ნელ-ნელა უკლებს და ახლა ისიც საკითხავია, არის თუ არა პერსი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე.
პერსის მოქმედი კონტრაქტის ვადა მხოლოდ ერთი წელია, ისევე როგორც ფილ ჯონსის, ჯონი ევანსის, კრის სმოლინგის, რაფაელის და ეშლი იანგის. "ESPN"-ის მტკიცებით, "იუნაიტედი" დაელოდება სეზონის დასასრულს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებს კონტრაქტს ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ჰოლანდიელში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მას შემდეგ პერსის ანგარიშზე 58 გატანილი გოლია 86 მატჩში, რაც ბრწყინვალე შედეგია, თუმცა ერთი თვის წინ გაკეთებულ კომენტარში პერსიმ განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული თავის მომავალში და შესაძლოა დატოვოს "იუნაიტედი".
წყარო:
fapl.ru