თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2015, 09:21
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2086,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" არ ჩქარობს
შესაძლოა ვან პერსიმ კლუბი დატოვოს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, რობინ ვან პერსის და მისი თანაგუნდელების კონტრაქტის თაობაზე.

ვან პერსის დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა 2012/13 სეზონში, მაგრამ მას შემდეგ ნელ-ნელა უკლებს და ახლა ისიც საკითხავია, არის თუ არა პერსი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე.

პერსის მოქმედი კონტრაქტის ვადა მხოლოდ ერთი წელია, ისევე როგორც ფილ ჯონსის, ჯონი ევანსის, კრის სმოლინგის, რაფაელის და ეშლი იანგის. "ESPN"-ის მტკიცებით, "იუნაიტედი" დაელოდება სეზონის დასასრულს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებს კონტრაქტს ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ჰოლანდიელში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მას შემდეგ პერსის ანგარიშზე 58 გატანილი გოლია 86 მატჩში, რაც ბრწყინვალე შედეგია, თუმცა ერთი თვის წინ გაკეთებულ კომენტარში პერსიმ განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული თავის მომავალში და შესაძლოა დატოვოს "იუნაიტედი".

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
20 თებერვალი 2015 09:35
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ევანსი, პერსი და სმოლინგი უნდა გავუშვათ სხვა გზა არაა sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
20 თებერვალი 2015 09:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბუნებირივია. საჩქარო არც არაფერია. ვინც საჩქაროა იმას არ უფორმებენ და ეს რაღა გახდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Goginashvili777
20 თებერვალი 2015 09:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
გააგდონ ! lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: RojoDiablo
20 თებერვალი 2015 10:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
იანგი უნდა დატოვონ და პერსი არა. გაგდებით არ ვიცი, მაგრამ ნორმალურ თანხას თუ გადაიხდიან, წინააღმდეგი არ ვიქნები პერსის გაყიდვის. თუ ეგ არ მოხერხდა, ძირითადში მაინც ნუღარ ითამაშებს.

უმადური არ ვარ, მარა ასაკშია უკვე და ამას ყურადღება უნდა მიექცეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
20 თებერვალი 2015 10:13
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
1 წელი აუცილებლად უნდა იყოს, ამის კლასი გამოგვადგება მერე უკვე უნდა წავიდეს, მარა უფასოდ გაშვებაც არ მინდა :D რამე მოგება ხო უნდა ვნახოთ
0
№6
ავტორი: Goginashvili777
20 თებერვალი 2015 10:16
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ფალკაოც და პერიც უნდა გავუშვათ და ჰარი დავითრიოთ, მაგრამ ვუდვორდს კვერცხებსაც კი დაუკოცნის ვან გაალი რო პერსი დაიტოვოს derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: AkkRed
20 თებერვალი 2015 10:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯონსის გარდა მაქედან ყველა გასაშვებია. ეს ყველა გაყიდონ და შემოსული თანხით ფალკაო დაიტოვონ.
0
№8
ავტორი: NUGI
20 თებერვალი 2015 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
პერსი არ უნდა წავიდეს
0
№9
ავტორი: Mufc7
20 თებერვალი 2015 14:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაეტყო ასაკი უკვე recourse

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2015 21:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატო უნდა გაუშვან? areyoukiddingme ხალხს ვალდესის მოსვლა უხაროდა გამოცდილებას გაუზიარებს დე ხეასო და ვან პერსისნაირი ფორვარდი რატო უნდა გაუშვა გუნდიდან? უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს ამდენი სათამაშო დრო, გამოიყენოს ისე როგორც თუნდაც დროგბას იყენებს მოურინიო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top