თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2015, 18:16
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 16
დიბალას "იუნაიტედი" არ სურს
არგენტინელი შემტევის განცხადება
დიბალას
"პალერმოს" არგენტინელი შემტევის, პაოლო დიბალას განცხადებით მისი ოცნება "მანჩესტერ სიტის" ან "ბარსელონას" რიგებში მოხვედრაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "რომა" დიდ ინტერესს იჩენენ არგენტინელის მიმართ და მზად არიან 30 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა თავად ფეხბურთელმა "Guerin Sportivos"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად Playstation-ით ერთობა მისი არჩევანი ყოველთვის "მანჩესტერ სიტიზე" ან "ბარსელონაზე" ჩერდება.

"ჩემი ოცნებაა ერთ დღეს ამ კლუბებიდან ერთ-ერთში ვითამაშო."

"პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ აღიარა, რომ მისი და დიბალას ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიძაბა. მისივე განცხადებით არგენტინელი მოთამაშის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ცდილობენ ახალ კლუბთან სარფიანი წინადადების გაფორმებას.

პალერმოს ხელმძღვანელობა არგენტინელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა მოთამაშის განცხადებით ეს თანხა არარეალურია.

"მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს არის გაზვიადებული თანხა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. ამ ყველაფერს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ და კონცენტრირებას მხოლოდ მოედანზე ვახდენ" - განაცხადა პაოლო დიბალამ.

წყარო: DailyMail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
15 თებერვალი 2015 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დიბალა არა ანზორა. დავაი რა
0
№12
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2015 01:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
აი, უბრალოდ მითხარი, სად ვახსენე, რომ გულშემატკივარ არ უნდა ჰყავდეს? მე სულ სხვა რამეზე გავაკეთე აქცენტი და თუ დაუფიქრდები დაინახავ, რომ ვიგულისხმე ახალგაზრდა ბიჭის ოცნება ლეგენდარულზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2015 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
RojoDiablo,
შენ ის თქვი რომ ბარსაში თამაშზე ოცნება გასაგებია მარა სიტიზე რატო უნდა იოცნებოვო და მეც გკითხე გუნდს თU ისტორია არ აქვს იმას რომ უბალეიშიკო და შენი ოცნების გუნდი ro იყოს არ შეიძლება?
0
№14
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2015 01:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
გულშემატკივრობა და ოცნება ერთი და იგივე არ არის. თანაც, ასეც რომ იყოს, არ მითქვამს, რომ არ შეიძლება. მხოლოდ ის ვთქვი, რომ არ მესმის, საიდან გაუჩნდა ახალგაზრდა ბიჭს ისეთი გუნდის რიგებში თამაშის ოცნება, რომელსაც მწირი ისტორია აქვს. იმედია მეთანხმები, რომ "არ შეიძლება" და "არ მესმის" ძალიან განსხვავებულია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2015 03:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
RojoDiablo,
თავში კი დაგიწერე რა გიკვირს მეთქი მარა ყურადღება არ მიაქციე ალბათ. Gეთანხმები ყველას სხვადასხვა გაგება აქვს smile
0
№16
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2015 11:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
რა გიკვირსო კი დამიწერე, მაგრამ აქცენტი გააკეთე მაგ კითხვაში სიტის კარგ გუნდობაზე და არა დიბალას ოცნებაზე. ამიტომ არ მივაქციე ყურადღება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top