"პალერმოს" არგენტინელი შემტევის, პაოლო დიბალას განცხადებით მისი ოცნება "მანჩესტერ სიტის" ან "ბარსელონას" რიგებში მოხვედრაა.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "რომა" დიდ ინტერესს იჩენენ არგენტინელის მიმართ და მზად არიან 30 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა თავად ფეხბურთელმა "Guerin Sportivos"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად Playstation-ით ერთობა მისი არჩევანი ყოველთვის "მანჩესტერ სიტიზე" ან "ბარსელონაზე" ჩერდება.
"ჩემი ოცნებაა ერთ დღეს ამ კლუბებიდან ერთ-ერთში ვითამაშო."
"პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ აღიარა, რომ მისი და დიბალას ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიძაბა. მისივე განცხადებით არგენტინელი მოთამაშის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ცდილობენ ახალ კლუბთან სარფიანი წინადადების გაფორმებას.
პალერმოს ხელმძღვანელობა არგენტინელს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა მოთამაშის განცხადებით ეს თანხა არარეალურია.
"მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს არის გაზვიადებული თანხა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. ამ ყველაფერს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ და კონცენტრირებას მხოლოდ მოედანზე ვახდენ" - განაცხადა პაოლო დიბალამ.