თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 15:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3166,
კომენტარები: 13
დეპაი იანუზაის ნაცვლად
ლუი ვან გაალი მზადაა "დეზებს" კონკურენცია გაუწიოს.
დეპაი იანუზაის ნაცვლად
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" მზად არიან ერთმანეთს მემფის დეპაისთვის შეეცილონ.

"პსვ ეინდჰოვენის" ფეხბურთელი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა, ვინც მსოფლიო პირველობაზე გოლის გატანა მოახერხა და ფორმის შენარჩუნებას კლუბშიც ახერხებს.

"დეზებმა" დეპაის შეძენა გასულ ზაფხულსაც სცადეს და მისით აარონ ლენონის შეცვლა სურდათ, თუმცა 15 მლნ. ფუნტიანი ტრანსფერი არ შედგა.

ლუი ვან გაალი მემფისთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა და მისი დიდი გულშემატკივარია.

როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, ვან გაალს დეპაით იანუზის შეცვლა სურს და ვინგერისთვის შეთავაზებას მიმდინარე თვეში გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლა დეპაის სურვილიცაა, პსვ მის გაყიდვას არ აპირებს, რადგან ერედივის ტიტულისთვის იბრძვის.

წყარო: dailystar
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
27 იანვარი 2015 01:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იანუზაიას დღეს ჯობს, მაგრამ ადნანის პოტენციალი დიდია ჩემი აზრით. დეპეი ფიზიკურად ძლიერია და კარგი ფეხბურთელია, მომწონს, მაგრამ რა აზრი აქვს თუ ვინგბექად ითამაშა და გაფუჭდა. მეორესმხრივ ეს თუ გადმოვა შეიძლება ტიპური 4-3-3 ითამაშოს მანჩესტერმა, მაგრამ რუნი ცენტრში იქნება დიდი ალბათობით და არა ფორვარდად, ცალკეპრობლემა კიდე.
0
№12
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მემფისა მაგარია, მარა იანუს გაშვება ტეხავს
0
№13
ავტორი: AkkRed
27 იანვარი 2015 11:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა იყოთ რა იანუზაის მისტირით, ეს თუ არ მერჩივნოს იანუზაის გინდ ამ სეზონში გინდ წინა სეზონში და იმის წინა სეზონში ტიპს სწორი განვითარება სჭირდება და დაიხებს აზარსაც, სტერლინგსაც და იქით კიდე ვინებიც ითვლებიან პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდათ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top