"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" მზად არიან ერთმანეთს მემფის დეპაისთვის შეეცილონ.
"პსვ ეინდჰოვენის" ფეხბურთელი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა, ვინც მსოფლიო პირველობაზე გოლის გატანა მოახერხა და ფორმის შენარჩუნებას კლუბშიც ახერხებს.
"დეზებმა" დეპაის შეძენა გასულ ზაფხულსაც სცადეს და მისით აარონ ლენონის შეცვლა სურდათ, თუმცა 15 მლნ. ფუნტიანი ტრანსფერი არ შედგა.
ლუი ვან გაალი მემფისთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა და მისი დიდი გულშემატკივარია.
როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, ვან გაალს დეპაით იანუზის შეცვლა სურს და ვინგერისთვის შეთავაზებას მიმდინარე თვეში გააკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლა დეპაის სურვილიცაა, პსვ მის გაყიდვას არ აპირებს, რადგან ერედივის ტიტულისთვის იბრძვის.