თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 19:19
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 16
ფილ ჯონსის იდუმალი ისტორია, კუთხურების შემსრულებელი
იდუმალებით მოცული ისტორია.
ფილ ჯონსის იდუმალი ისტორია, კუთხურების შემსრულებელი
როდესაც ფილ ჯონსი კუთხურის მოსაწოდებლად წავიდა, "ქუინს პარკ რეინჯერსთან" გამართულ შეხვედრაში, გულშემატკივარი გახალისდა, თუმცა ამავდროულად ჩააფიქრა... მაგრამ რატომ არ უნდა მოქცეულიყო ფილ ასე?

ყველაზე საინტერესო მაინც მსოფლიოს რეაქცია იყო ტვიტერზე. ფილის ჩაწოდებისთანავე სოციალური ქსელი აფეთქდა:

@retromanunited წერს: "ჯონსი კუთხურებს აწვდის, "იუნაიტედი" მთლიანად გარდაისახა, ის რაც მოედანზე ხდება ქლევერლის ეპოქას მაგონებს..."

@RFFH: "არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება შემდეგ, ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც ჯონსის კუთხურის დღე!"

@Samar7: "არ მსურს იმ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც ფილ ჯონსი კუთხურებს აწვდის."

მეორე მხრივ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს? ვიღაც ალბათ მეტყვის, რომ ისეთი მაღალი და ძლიერი მოთამაშე, როგორიც ჯონსია სტანდარტების დროს საჯარიმოში უნდა იყოს, თუმცა ინგლისელს მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი 116 ჩატარებულ შეხვედრაში და არ მახსენდება რომელიმე მათგანი სწორედ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გასულიყო. უმჯობესია რუნი, ვან პერსი ან დი მარია იყვნენ კუთხურის ალამთან? შეიძლება, თუმცა მათ შეუძლიათ საჯარიმოში ყოფნისას გოლის გატანა.




წარმოიდგინეთ, ფილ ჯონსს კუთხური დევიდ მოიესის ეპოქაში მოეწოდებინა.

პრობლემა იმაშია, რომ ჯონსის დადანაშაულება ყველაზე ადვილია. იგი არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია კუთხურების კარგად ჩამოწოდება, თუმცა მთლიანად საფეხბურთო სამყაროში ძალიან ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც იდეალურად გამოსდის ეს საქმე. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 116 კუთხურიდან, მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. "ქალაქელებს" კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვთ: 2 გოლი 149 ცდიდან, ყველაზე ცუდი შედეგი კი "სუონსისა" და "ასტონ ვილას" აქვთ, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა ამ სტანდარტის შემდეგ.

პრემიერ ლიგაში იშვიათად თუ ვინმე ისე ცუდად მოაწვდის კუთხურს, როგორც ეს გასულ სეზონში იგაო ასპასმა ჰქნა, ამიტომ არ ქვს მნიშვნელობა "იუნაიტედის" შემადგენლობიდან ვინ იდგება ალამთან აწეული ხელებით, ჩაწოდებას მაინც ძალიან იშვიათად მოჰყვება გოლი.

ეს კი იაგო ასპასის "შედევრი":



არავინ იცის, ამ ქმედებით ლუი ვან გაალს ყველას გაოცება უნდოდა თუ არა(როგორც ეს მან მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა, 11-მეტრიანების დროს მეკარის შეცვით), მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა მომავალში ჯონსის ხილვა იგივე სიტუაციაში.

მოთამაშეები, რომლებიც ყველაზე ხშირად აწვდიან კუთხურს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში:

  • ფაბრეგასი -102
  • ერიკსენი - 83
  • დაუნინგი - 80
  • კასორლა - 74
  • ლარსონი - 70
  • სიდგურსონი - 64
  • სანჩესი - 58
  • ნასრი - 54
  • ბეინსი - 53
  • ბრანტი - 53


მოთამაშეები, რომელთა ჩამოწოდებულ კუთხურს საგომე მომენტები მოჰყვა*:

  • ბარტონი - 15
  • კასორლა - 14
  • დაუნინგი - 14
  • ჯერარდი - 13
  • ლარსონი - 13
  • ფაბრეგასი - 10
  • ჯეიმსი - 10
  • სიდგურსონი - 10
  • ერიკსენი - 9
  • მოზესი - 9


* 20-ეულში არცერთი "იუნაიტედის მოთამაშე არ არის.


წყარო: carrick.ru
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
21 იანვარი 2015 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
wink wink მაგარი სირცხვილია ამას გამართლება როგორ უნდა მოუძებნო. დააყენე შე დალოცვილო 2 კაცი და ავარჯიშე კვირები, დღეში 3 საათი. ვან გაალმა მაინცდამაინც ჯონსი იპოვა და მაგას ავარჯიშებს wink wink wink ბლინდი,მატა,რუნი,დიმარია,პერს

კაი პერსი თავით თამაშობს რუნისაც შეუძლია ასე თუ ისე,ბლინდი?მატა?დიმარია? დიმარია ვერ აწვდიდა კარგად და შეცვალა ავარჯიშე შე კაცო რო გააუმჯობესოს რა ჯონსი რა სმოლინგი
0
№12
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2015 23:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტანდარტებზე ყველა გვივლის და როცა გუნდში ესეთი ხალხი გვყავს მართლა არ გვყავს წესიერი მომწოდებელი
0
№13
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2015 08:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კუთხურების ჩაწოდებაზე თუ მიდგა საქმე გიგზის შემდეგ ამის ოსტატი აღარ გვყავს. ეტყობა ჯონსს აქვს რაღაც ნიჭი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: temo-scholes
22 იანვარი 2015 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
aucileblad unda chaawodos blindma, matam da ianuzaim, visac kargad gamosdis es saqme, runis arafers verchi, magram runi mainc jobia ro mag dros sajarimoshi idges... Ai dimaria ki saertod ver awvdis....
0
№15
ავტორი: chudikone
22 იანვარი 2015 11:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Phil Corner!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№16
ავტორი: Berba 9
22 იანვარი 2015 14:51
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გაწიეთ ჯონსი კუთხურის ალმიდან, მაგ დროს ჯობია დაისვენოს, თუ ვერც თავს ურ***ვს და მცველის ჩამოწოდებული კუთხური, რაღაც სისულელეს გავს))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top