თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 19:19
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 16
ფილ ჯონსის იდუმალი ისტორია, კუთხურების შემსრულებელი
იდუმალებით მოცული ისტორია.
ფილ ჯონსის იდუმალი ისტორია, კუთხურების შემსრულებელი
როდესაც ფილ ჯონსი კუთხურის მოსაწოდებლად წავიდა, "ქუინს პარკ რეინჯერსთან" გამართულ შეხვედრაში, გულშემატკივარი გახალისდა, თუმცა ამავდროულად ჩააფიქრა... მაგრამ რატომ არ უნდა მოქცეულიყო ფილ ასე?

ყველაზე საინტერესო მაინც მსოფლიოს რეაქცია იყო ტვიტერზე. ფილის ჩაწოდებისთანავე სოციალური ქსელი აფეთქდა:

@retromanunited წერს: "ჯონსი კუთხურებს აწვდის, "იუნაიტედი" მთლიანად გარდაისახა, ის რაც მოედანზე ხდება ქლევერლის ეპოქას მაგონებს..."

@RFFH: "არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება შემდეგ, ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც ჯონსის კუთხურის დღე!"

@Samar7: "არ მსურს იმ სამყაროში ცხოვრება, რომელშიც ფილ ჯონსი კუთხურებს აწვდის."

მეორე მხრივ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს? ვიღაც ალბათ მეტყვის, რომ ისეთი მაღალი და ძლიერი მოთამაშე, როგორიც ჯონსია სტანდარტების დროს საჯარიმოში უნდა იყოს, თუმცა ინგლისელს მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი 116 ჩატარებულ შეხვედრაში და არ მახსენდება რომელიმე მათგანი სწორედ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გასულიყო. უმჯობესია რუნი, ვან პერსი ან დი მარია იყვნენ კუთხურის ალამთან? შეიძლება, თუმცა მათ შეუძლიათ საჯარიმოში ყოფნისას გოლის გატანა.




წარმოიდგინეთ, ფილ ჯონსს კუთხური დევიდ მოიესის ეპოქაში მოეწოდებინა.

პრობლემა იმაშია, რომ ჯონსის დადანაშაულება ყველაზე ადვილია. იგი არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია კუთხურების კარგად ჩამოწოდება, თუმცა მთლიანად საფეხბურთო სამყაროში ძალიან ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც იდეალურად გამოსდის ეს საქმე. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 116 კუთხურიდან, მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო. "ქალაქელებს" კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვთ: 2 გოლი 149 ცდიდან, ყველაზე ცუდი შედეგი კი "სუონსისა" და "ასტონ ვილას" აქვთ, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა ამ სტანდარტის შემდეგ.

პრემიერ ლიგაში იშვიათად თუ ვინმე ისე ცუდად მოაწვდის კუთხურს, როგორც ეს გასულ სეზონში იგაო ასპასმა ჰქნა, ამიტომ არ ქვს მნიშვნელობა "იუნაიტედის" შემადგენლობიდან ვინ იდგება ალამთან აწეული ხელებით, ჩაწოდებას მაინც ძალიან იშვიათად მოჰყვება გოლი.

ეს კი იაგო ასპასის "შედევრი":



არავინ იცის, ამ ქმედებით ლუი ვან გაალს ყველას გაოცება უნდოდა თუ არა(როგორც ეს მან მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა, 11-მეტრიანების დროს მეკარის შეცვით), მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა მომავალში ჯონსის ხილვა იგივე სიტუაციაში.

მოთამაშეები, რომლებიც ყველაზე ხშირად აწვდიან კუთხურს, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში:

  • ფაბრეგასი -102
  • ერიკსენი - 83
  • დაუნინგი - 80
  • კასორლა - 74
  • ლარსონი - 70
  • სიდგურსონი - 64
  • სანჩესი - 58
  • ნასრი - 54
  • ბეინსი - 53
  • ბრანტი - 53


მოთამაშეები, რომელთა ჩამოწოდებულ კუთხურს საგომე მომენტები მოჰყვა*:

  • ბარტონი - 15
  • კასორლა - 14
  • დაუნინგი - 14
  • ჯერარდი - 13
  • ლარსონი - 13
  • ფაბრეგასი - 10
  • ჯეიმსი - 10
  • სიდგურსონი - 10
  • ერიკსენი - 9
  • მოზესი - 9


* 20-ეულში არცერთი "იუნაიტედის მოთამაშე არ არის.


წყარო: carrick.ru
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2015 19:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რუნი რა მაგრად აწვის არადა კუთხურს... feel
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე როგორი დასაჯერებელია როცა ვან გაალი ეუბნება ფილ ჯონს რო შენ ჩააწოდებ კუთხურს და ამ დროს ამ ყველაფერს რუნი უსმენს... areyoukiddingme

სწორადაა აღნიშნული ამ სტატიაში ეს ყველაფერი მოიესის დროს რომ ყოფილიყო ალბათ ათ იმდენს აგინებდნენ რაც მანამდე უგინებიათ, თუმცა ეს მოიესს მაინც ვერ ამართლებს. ასეა თუ ისეა რაღაც ტრაგედიის შექმნა ამ ეპიზოდიდან მე ზედმეტად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ რო ჯონსი კუთხურს აღარ ჩააწოდებს!!!
0
№3
ავტორი: Wardell
21 იანვარი 2015 19:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
აიი მე თუ მკითხავ სხვებზე უკეთ არა მარა უარესად ნამდვილად არ ჩაუწოდებია და თან თითქმის ტყუილად ვაწვდით, მაინც არაფერი არ მოსდევს ამ კუთხურებს :D :D :D
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Wardell,
ხოო ნუ ამ კუთხურების ჩაწოდებას რა მოსდევს ეგ ცალკე პრობლემააა...
0
№5
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 20:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საონტერესო იყო ლაშა. ისევე როგორც საინტერესო ფაქტი იყო ჯონსის კუთხურის ალამთან ხილვა. ყველა გაახალისა და აალაპარაკა ამ ფაქტმა. :D :D
0
№6
ავტორი: Count Alucard
21 იანვარი 2015 20:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დი მარია კუთხურებს მეკარეს აწვდის ხელებში და ჯონსს რო ჩაეწოდებინა შეიძლებოდა გადმოვარდნილ ბურთზე პირველი ანხელი ყოფილიყო და დარტყმა აშკარად უკეთესი აქვს ვიდერ ჯონსს, მე ერთადერთ მიზეზს ამას ვხედავ რომ გადმოვარდნილზე ისეთი ფეხბურთელს ეთამაშა ვისაც კარგი დარტყმა აქვს.
0
№7
ავტორი: Malboro463
21 იანვარი 2015 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გუნდში წესიერად ვერავინაწვდის კუთხურს
0
№8
ავტორი: love united
21 იანვარი 2015 21:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იანგის ბურთზე გადახტომები facepalm აუტის ჩაწოდებების ფილოსოფია facepalm კუთხურის ჩაწოდებისას ახლო კუთხესთან ჩაგდების აბიზალოვკა facepalm
რა დავაშავე
0
№9
ავტორი: Best 7
21 იანვარი 2015 21:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
188 sm adamiani awvdis kutxurs!

188 sm adamiani awvdis kutxurs!

188 sm adamiani awvdis kutxurs!
0
№10
ავტორი: PaLoMo
21 იანვარი 2015 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Ertaderi gundi viyavit msoflioahi romlis tavdamsxmelic awvdida kutxurs.tavdamsxmelia mowodebul kutxurs mcvelia mowodebuli jobia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top