თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 11:56
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2308,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ფალკაოს იაფად შეძენას შეეცდება
"იუნაიტედი" ხელსაყრელ პირობებს ამზადებს.
The Telegraph-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" "მონაკოს" ფორვარდის რადამელ ფალკაოს გამოსყიდვას იაფად, ხელსაყრელი პირობებით შეეცდება.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" ფალკაო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამოდენიმე საათით ადრე, "მონაკოდან" იჯარით გადმოიყვანა. სეზონის დაწყებიდან ფალკაომ კი სრულად გამოჯანმრთელება და ფორმის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო.

გუშინ ფალკაომ "ქპრ"–თან შეხვედრაში (0:2) მოედანზე 90 წუთი დაჰყო, თუმცა სამწუხაროდ მთელი რიგი მომენტების გამოყენება და გოლის გატანა ვერ შეძლო. ალბათობა იმისა, რომ "იუნაიტედი" ფალკაოში გამოსასყიდ თანხას 43 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ძალიან მცირეა.

მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშაკები" სეზონის დასრულებას დაელოდებიან და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ ფალკაოს დარჩენის საკითხს. "იუნაიტედი" შეეცდება "მონაკოს" ფალკაოს სანაცვლოდ 43 მილიონ ფუნტზე ნაკლები გადაიხადოს.

წინა კვირას ფეხბურთელის აგენტმა ფალკაოს მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა:

"რადამელი კარგი ფეხბურთელია. "იუნაიტედის" გულემატკივრებს უნდა უხაროდეთ, რომ იგი მათი კლუბის ღირსებას იცავს. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო სეზონს რადამელ ფალკაო ტოპ კლუბიდან დაიწყებს. ზუსტად არ ვიცი იქნება ეს "იუნაიტედი" თუ არა. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მთავარია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ."

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვეღარ გავიგე მიდის თუ რჩება wink
0
№12
ავტორი: Berba 9
19 იანვარი 2015 11:31
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დატოვეთ, მაგრამ უნდა მოუმატოს...

ფალკაო ყოველთვის მომწონდა, ოღონდ ისეთი როგორიც თუნდაც მონაკოში იყო, ან ატლეტიკოში და პორტუში ხო საერთოდ კარგი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top