თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 11:56
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ფალკაოს იაფად შეძენას შეეცდება
"იუნაიტედი" ხელსაყრელ პირობებს ამზადებს.
The Telegraph-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" "მონაკოს" ფორვარდის რადამელ ფალკაოს გამოსყიდვას იაფად, ხელსაყრელი პირობებით შეეცდება.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" ფალკაო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამოდენიმე საათით ადრე, "მონაკოდან" იჯარით გადმოიყვანა. სეზონის დაწყებიდან ფალკაომ კი სრულად გამოჯანმრთელება და ფორმის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო.

გუშინ ფალკაომ "ქპრ"–თან შეხვედრაში (0:2) მოედანზე 90 წუთი დაჰყო, თუმცა სამწუხაროდ მთელი რიგი მომენტების გამოყენება და გოლის გატანა ვერ შეძლო. ალბათობა იმისა, რომ "იუნაიტედი" ფალკაოში გამოსასყიდ თანხას 43 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ძალიან მცირეა.

მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშაკები" სეზონის დასრულებას დაელოდებიან და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ ფალკაოს დარჩენის საკითხს. "იუნაიტედი" შეეცდება "მონაკოს" ფალკაოს სანაცვლოდ 43 მილიონ ფუნტზე ნაკლები გადაიხადოს.

წინა კვირას ფეხბურთელის აგენტმა ფალკაოს მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა:

"რადამელი კარგი ფეხბურთელია. "იუნაიტედის" გულემატკივრებს უნდა უხაროდეთ, რომ იგი მათი კლუბის ღირსებას იცავს. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო სეზონს რადამელ ფალკაო ტოპ კლუბიდან დაიწყებს. ზუსტად არ ვიცი იქნება ეს "იუნაიტედი" თუ არა. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მთავარია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ."

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
18 იანვარი 2015 11:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იმედია ათამაშდება. შარშან წინ რეალი 100 მილიონ იხდიდა თუ არ ვცდები. მოკლედ ასეთი დონის მოთამაშისათვის 43 მილიონი ძალიან ცოტაა :)))) მთავარია გაიხსნას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2015 11:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვითომ რატომ მისცემს იაფად მონაკო? ფული აკლია თუ რა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
18 იანვარი 2015 12:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ესეთ ფორმაში მართლა ნაკლები ღირს თან მითუმეტეს თუ ჩარჩა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2015 12:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ცუდ ფორმაშიაო ვერ იტყვი. უბრალოდ მგონია, რომ პრემიერ ლიგას არ ერგება, თორემ თვითონ კაი ფორვარდია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 იანვარი 2015 12:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მარტო მე მგონია რო პერსის ნაცვალდ ძირითადში ეს უნდა იყოს?
0
№6
ავტორი: Esi
18 იანვარი 2015 14:37
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
უნდა დატოვონ ეს კაცი! 28 წლისაა, პერსიზე ახალგაზრდაა ბოოლო-ბოლო და არავინ იცის მომავალ სეზონს როგორ ჩაატარებს
0
№7
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2015 16:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯერჯერობით ვერ ვიტყვი ან აუცილებლად უნდა დარჩეს ან აუცილებლად უნდა წავიდესთქო. მოვიცადოთ წლის ბოლომდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2015 17:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამხელა თანხას არ გადაიხდიან და არც დატოვებენ ესე ტუ გაგრძელდა. არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო. გუშინ მარტო იმიტომ იდგარომ პერსი არ იყო, დაბრუნდება დ ამოუწევს ისევ სკამის ხეხვა
0
№9
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2015 19:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Magrad momwonda amis tamashi atleticoshi mara aq verafers shvreba sezonis dasrulebas davelodot da mere vnaxot ra iqmeba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: George27
19 იანვარი 2015 02:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
და საერთოდ რატო აიყვანა იჯარითაც კი თუ სკამზე უნდა იჯდეს სულ? უნდა დაამტკიცოსო და არ ათამაშებს კაცს... ერთი თამაშით ფალკაოს კლასს ვერ დავუწუნებთ. ფორმაში რო უნდა შევიდეს ეგ ნათელია მაგრამ სულ თუ არ ათამაშა ვერც ფორმაში შევა... მოკლედ უნდა დაველოდოთ ზაფხულს... მანამდე დალაგდება ყველაფერი... მე მომწონს და იმედია დაეჩება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top