თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2015, 09:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2919,
კომენტარები: 17
რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს
რატომ არ არის რუნის ადგილი მოედნის ცენტრში.
რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" - ეჭვგარეშეა, წარუმატებელი მატჩი გამოდგა. ბურთის ფლობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, ფეხბურთელები ისე მოქმედებდნენ, თითქოს თამაშის მიზანი - ბურთის დაკარგვისგან თავის არიდებაა და არა გოლის გატანა.

როცა ჩვენი რედაქცია განიხილავდა მატჩს, წაგების ერთ-ერთ მიზეზად უეინ რუნის ცუდი გამოსვლა დასახელდა. კაპიტანი მოუფრთხილებლად მოქმედებდა, გადაცემებში დიდ შეცდომებს უშვებდა და თითქმის საერთოდ არ ამწვავებდა. ერთ-ერთი იშვიათი სახიფათო მომენტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც უეინმა თამაშის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა.

თუ ბოლო თამაშების განმავლობაში უეინ რუნის პოზიციას ყურადღებით დავაკვირდებით, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ კაპიტნის წარუმატებელი თამაში დეკემბრის მიწურულსა და იანვრის დასაწყისში დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ვან გაალმა ის ნახევარდაცვაში გაამწესა.

დამთხვევა? ასე არ ვფიქრობ.

უეინ რუნი - შეტევების დიდებული დამსრულებელია. უეინ რუნი - ბრწყინვალე მეორე ფორვარდია. უეინ რუნი - ძალიან კარგი "ათიანია". მაგრამ უეინ რუნი, ცენტრალური ნახევარმცველი არ არის. თუ მას შუაში კარგად თამაში შეუძლია, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყოველთვის გაართვას თავი როლს, რომელიც თუ გახსოვთ, მას სულაც არ მოსწონს.

უეინი არის ფეხბურთელი, რომელზეც თამაში იგება, მას კი ბრწყინვალე პასი აქვს, თუმცა ადრესატის არჩევისას არასწორ გადაწყვეტილებას იღებს. ბურთის ფლობის ჩვენი უსარგებლო უპირატესობა დიდწილად რუნის ბრალია. გავბედავ ვთქვა, რომ ერერა უფრო აქტიურად ითამაშებდა და უფრო მეტ საგოლე მომენტებს შევქმნიდით.

მაგალითი №1 - 5 წუთი

ფოტოზე ჩანს როგორ იღებს ბურთს რუნი დი მარიას პასის შემდეგ. მარჯვნიდან მატას არავინ ავიწროვებს და ხუანზე გადაცემის გაკეთება კარგი არჩევანი იქნებოდა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ნაცვლად ამისა, უეინი ბურთს არ განშორდა და დაახლოებით 10 მეტრის შემდეგ მოტრიალდა. მატა ჯერ კიდევ შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება და რუნის მისთვის პასის მიწოდება შეუძლია, თუმცა სიტუაცია გართულდა: "საუთჰემპტონის" მცველებს ახლა შეუძლიათ ბურთის ჩაჭრა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: უეინი ბურთს აძლევს ლუკ შოუს, რათა ფლანგზე გაიქცეს და ჩააწოდოს, საჯარიმოში კი მხოლოდ ორი ადრესატია: ვან პერსი და მატა. მათ წინააღმდეგ კი "საუთჰემპტონის" მინიმუმ 5 ფეხბურთელი, შოუ რთულ მდგომარეობაშია.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


მაგალითი №2 - 17 წუთი

რუნის ნახევარდაცვაში უჭირავს ბურთი, კერიკი მის უკან იმყოფება და "საუთჰემპტონის" ნახევარდაცვას შორის არსებულ თავისუფალ ზონაში გარბის. უეინს შეეძლო კიდევ რამდენიმე მეტრი ერბინა და მარჯვენა ფეხით 5 მეტრის მანძილზე კერიკისთვის მიეწოდებინა პასი - მაიკლი სახით კარისკენ იმყოფებოდა და შეეძლო რამე მოეფიქრებინა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ნაცვლად ამისა, რუნი მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბლინდს აწვდის პასს. იმ ადგილიდან, სადაც რუნი იმყოფებოდა ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო. ბლინდს "საუთჰემპტონის" მცველები ავიწროვებენ და ბურთით ფლანგზე გაქცევას ვერ ახერხებს. დეილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რაიან გიგზი არ არის.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: ბლინდს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა მოტრიალება და კერიკისთვის ბურთის მიწოდება, რომელიც სიღრმეში შეიწია - ცენტრალურ რგოლში იმყოფებოდა - რათა დეილისთვის შანსი მიეცა. თუ ჩვენს ფეხბურთელებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კარისკენ ზურგით დგანან. კერიკს პასის გაკეთების ვარიანტები არ აქვს. ყველაზე მარტივი არჩევანის გაკეთებით და ბურთის ბლინდისთვის მიწოდებით, რუნიმ "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს დაცვაში ჩადგომის საშუალება მისცა და ჩვენი გუნდის შეტევას იმედები გადაუწურა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


მაგალითი №3 - 23 წუთი, რუნის ცუდი პასი ვალენსიას

ბურთი რუნის ჰქონდა და როგორც ფოტოზე ხედავთ, კაპიტანს გადაცემის გაკეთების მცირე ვარიანტი აქვს. თუ მოცემული ფოტოთი ვიმსჯელებთ, მატაზე პასი მწვავე მომენტის შექმნის საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ხუანს ვანიამა მეურვეობს. კერიკი მატას მაღლა დგას, შეიძლება შევნიშნოთ, რომ რუნი-კერიკი-მატას სახით შეტევის შესაქმნელად და ურთიერთმოქმედებისთვის იდეალური სამკუთხედი გვაქვს. რუნის ბურთით ცენტრში შესვლის ვარიანტი ჰქონდა, რაც ვანიამას ან შნაიდერლინს რუნისთან მისვლას აიძულებდა, შედეგად ან კერიკი დარჩებოდა თავისუფალი, ან მატა.

ბოლოს: რუნი გრძელ დიაგონალურ პასს აწვდის ვალენსიას. პასი კი ადრესატამდე ვერ აღწევს. წარუმატებელი გადაცემა - ეს არ არის საშიში. უფრო ცუდი მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


რუნი თავდამსხმელის სიახლოვეს ან ფორვარდის პოზიციაზე უნდა თამაშობდეს

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კერიკი კარგ პასს უკეთებს ვან პერსის (რობინი კადრში არ ჩანს, მაგრამ მარჯვნივ დგას). ჰოლანდიელი არ აგვიანებს და სწრაფად აწვდის რუნის პასს.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


ბოლოს: რუნი ბურთს სახიფათო პოზიციაზე იღებს და "საუთჰემპტონის" სამი მოთამაშის ყურადღებას იპყრობს, პასს აწვდის ვან პერსის, რომელიც თავის შანსს ვერ იყენებს. შეტევის საუკეთესო დასასრული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს იყო სწრაფი შეტევა, რომელიც ერთი შეხებითი პასებით გაკეთდა, რუნისა და ვან პერსის ასეთი მოქმედება კი ჩვეულებრივი საქმეა. მათ ესმით ერთმანეთის, იციან როგორ მანევრს გააკეთებს თითოეული, რომელი ქმედებაა ოპტიმალური. ისინი ორი ტოპ-ფორვარდის ჯაჭვს წარმოადგენენ.

რუნი ნახევარდაცვაში არ უნდა თამაშობდეს


უეინი რომ თავისთვის საყვარელ პოზიციაზე იდგეს, საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა.


თუ რუნი მომდევნო მატჩებში ისევ ითამაშებს ნახევარდაცვაში, მისი მოქმედების განხილვას კვლავ შემოგთავაზებთ.

ფილოსოფია ხანგრძლივი გარჩევების და დაფიქრების გარეშე არ არსებობს.

წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 11:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
ორ კვირაში შეუერთდა იმიტომ, რომ არ იყო მზად. მაგრამ, როცა დაბრუნდა და დააყენა ვან გაალმა, ვერ ამართლებდა. მერე ამბობდა ვან გაალი, რომ დრო სჭირდებაო. მერე მოხდა ისეც, რომ ფალაკომ მიიღო ტრავმა. ახალგაზრდა უილსონზე აქცენტის გაკეთებას ისევ პერსი ამჯობინა. მერე პერსიმ გაიტანა რამდენიმე გოლი. დღეს რუნისთან ერთად კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. მერე კიდევ არსებობს თეორია, რომ ვან პერსის სათანადო პასებს ვერ აწვდიან, თორემ ის სივრცეებსაც ქმნის და მომენტებსაც იყენებს. თავიდან ვერც მომენტებს იყენებდა და ვერც სივრცეებს ქმნიდა. მერე ორივე შეძლო. ფაქტი ისაა, რომ ვან პერსის აქტივში ახლა 8 გოლია და მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდამსხმელისთვის საოცარი შედეგი არ არის, რობინი კლუბის საუკეთესო ბომბარდირობას იყოფს რუნისთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
13 იანვარი 2015 12:30
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
გეთანხმები ყველაფერში,მარა ფაქტია რო გუნდი ვერ თამაშობს. მანჩესტერი ამ შემადგენლობით თავზე უნდა ახევდეს საუთჰემპტონს ყველაფერს,თაბრუს უნდა ახვევდეს მთელ გუნდს. სწორედ ეგ ავღნიშნე,რო პერსი თუ არაა სათანადოდ მზად,თუ ფალკაო ტრამვირებულია 19 წლის ვილსონს ვერ ენდობა და ერთადერთი თავდამსხმელი რუნი რჩება,რაუნდა ცენტრის უკან და დაცვაში? და ამდენ ნახევარმცველს სკამზე? ფილოსოფია კი არ უნდა იდგეს წინ,არამდედ გუნდის ინტერესები. ვანგალის საწინააღმდეგო არაფერი მაქ,მარა აშკარად ცუდ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. ეს არ არის გერმანიის და ესპანეთის ჩემპიონატი. სადაც ბაიერნი მიუხენ 1860 ხვდება ან ბარსელონა ნუმანსიას. ინგლისია და აქ ყველა გუნდთან რთულია თამაში.
0
№13
ავტორი: LizarD
13 იანვარი 2015 12:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
chudikone,
არა ცუდად მაგის გამო არ ითამაშებდა.
კარგი განხილვაა, მადლობა ავტორს. თუმდაც იმ სელექციიდან, რაც იუნაიტედს ჰყავდა დი მარია თავისუფლად ითამაშებდა რუნის ადგილას და რუნი ფორვარდის უკან.
0
№14
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 13:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
რატომ მიიღო ვან გაალმა ასეთი გადაწყვეტილება და საიდან მოიფიქრა ეს ვერ გეტყვი და მეც მაინტერესებს მაგაზე პასუხი, მაგრამ ამ კაცს რომ განდიდების მანია აქვს ამას ვხვდები. სურს რაღაც საოცარი სვლებით მოიგოს მატჩი, რადგან ყველამ შეამჩნიოს, რომ მისი გავლენა იგრძნობა თამაშზე და არა ფეხბურთელების უბრალოდ გამოსვლა.

დი მარიას რომ გოლი გაეტანა, საგოლე გადაცემა გაეკებინა, ბლინდს რომ დაცვიდან სახიფათო მომენტები შეექმნა, მაშინ შენც, მეც და სხვების იტყოდნენ: "ნახეთ ვან გაალმა რა მოიფიქრა?" "ნახე რა გენიოსია" და ა.შ.

იგივე იყო მსოფლიო ჩემპიონატზეც. როცა მეკარე შეცვალა პენალტების სერიის წინ, შეცვლილმა მეკარემ კი თამაში მოიგო, ვან გაალი ცაში აიყვანეს. რომ ვერ აეღო, მაშინ დაიწყებოდა საუბრები: "ეს პენალტები ვან გაალმა წააგო" და ა.შ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Best 7
13 იანვარი 2015 13:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tavdasxma aris ueinis pozicia Da mshvenivradac itans golebs!
0
№16
ავტორი: salome-rooney
13 იანვარი 2015 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
კარგი განხილვააა... მართალია რუნის ყველა ფლანგზე შეუძლია თამაში მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მან ნახხევარდაცვაში უნდა ითამაშოს. გაალმა თუ არ დააყენა თავდასხმაში შედეგს ვერ ვნახავთ მისგან
0
№17
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რუნის სადაც ათამაშებენ იქ რომ ვერ თამაშობს ვერაფერს მოსთხოვ, მაგრამ უნდა თამაშობდეს იქ რომ ითამაშოს, მაშინ შეიძლება გატრაკება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top