რატომ არ არის რუნის ადგილი მოედნის ცენტრში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" - ეჭვგარეშეა, წარუმატებელი მატჩი გამოდგა. ბურთის ფლობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, ფეხბურთელები ისე მოქმედებდნენ, თითქოს თამაშის მიზანი - ბურთის დაკარგვისგან თავის არიდებაა და არა გოლის გატანა.
როცა ჩვენი რედაქცია განიხილავდა მატჩს, წაგების ერთ-ერთ მიზეზად უეინ რუნის ცუდი გამოსვლა დასახელდა. კაპიტანი მოუფრთხილებლად მოქმედებდა, გადაცემებში დიდ შეცდომებს უშვებდა და თითქმის საერთოდ არ ამწვავებდა. ერთ-ერთი იშვიათი სახიფათო მომენტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც უეინმა თამაშის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა.
თუ ბოლო თამაშების განმავლობაში უეინ რუნის პოზიციას ყურადღებით დავაკვირდებით, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ კაპიტნის წარუმატებელი თამაში დეკემბრის მიწურულსა და იანვრის დასაწყისში დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ვან გაალმა ის ნახევარდაცვაში გაამწესა.
დამთხვევა? ასე არ ვფიქრობ.
უეინ რუნი - შეტევების დიდებული დამსრულებელია. უეინ რუნი - ბრწყინვალე მეორე ფორვარდია. უეინ რუნი - ძალიან კარგი "ათიანია". მაგრამ უეინ რუნი, ცენტრალური ნახევარმცველი არ არის. თუ მას შუაში კარგად თამაში შეუძლია, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყოველთვის გაართვას თავი როლს, რომელიც თუ გახსოვთ, მას სულაც არ მოსწონს.
უეინი არის ფეხბურთელი, რომელზეც თამაში იგება, მას კი ბრწყინვალე პასი აქვს, თუმცა ადრესატის არჩევისას არასწორ გადაწყვეტილებას იღებს. ბურთის ფლობის ჩვენი უსარგებლო უპირატესობა დიდწილად რუნის ბრალია. გავბედავ ვთქვა, რომ ერერა უფრო აქტიურად ითამაშებდა და უფრო მეტ საგოლე მომენტებს შევქმნიდით.
მაგალითი №1 - 5 წუთიფოტოზე ჩანს როგორ იღებს ბურთს რუნი დი მარიას პასის შემდეგ. მარჯვნიდან მატას არავინ ავიწროვებს და ხუანზე გადაცემის გაკეთება კარგი არჩევანი იქნებოდა.
ნაცვლად ამისა, უეინი ბურთს არ განშორდა და დაახლოებით 10 მეტრის შემდეგ მოტრიალდა. მატა ჯერ კიდევ შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება და რუნის მისთვის პასის მიწოდება შეუძლია, თუმცა სიტუაცია გართულდა: "საუთჰემპტონის" მცველებს ახლა შეუძლიათ ბურთის ჩაჭრა.
ბოლოს: უეინი ბურთს აძლევს ლუკ შოუს, რათა ფლანგზე გაიქცეს და ჩააწოდოს, საჯარიმოში კი მხოლოდ ორი ადრესატია: ვან პერსი და მატა. მათ წინააღმდეგ კი "საუთჰემპტონის" მინიმუმ 5 ფეხბურთელი, შოუ რთულ მდგომარეობაშია.
მაგალითი №2 - 17 წუთირუნის ნახევარდაცვაში უჭირავს ბურთი, კერიკი მის უკან იმყოფება და "საუთჰემპტონის" ნახევარდაცვას შორის არსებულ თავისუფალ ზონაში გარბის. უეინს შეეძლო კიდევ რამდენიმე მეტრი ერბინა და მარჯვენა ფეხით 5 მეტრის მანძილზე კერიკისთვის მიეწოდებინა პასი - მაიკლი სახით კარისკენ იმყოფებოდა და შეეძლო რამე მოეფიქრებინა.
ნაცვლად ამისა, რუნი მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბლინდს აწვდის პასს. იმ ადგილიდან, სადაც რუნი იმყოფებოდა ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო. ბლინდს "საუთჰემპტონის" მცველები ავიწროვებენ და ბურთით ფლანგზე გაქცევას ვერ ახერხებს. დეილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რაიან გიგზი არ არის.
ბოლოს: ბლინდს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა მოტრიალება და კერიკისთვის ბურთის მიწოდება, რომელიც სიღრმეში შეიწია - ცენტრალურ რგოლში იმყოფებოდა - რათა დეილისთვის შანსი მიეცა. თუ ჩვენს ფეხბურთელებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კარისკენ ზურგით დგანან. კერიკს პასის გაკეთების ვარიანტები არ აქვს. ყველაზე მარტივი არჩევანის გაკეთებით და ბურთის ბლინდისთვის მიწოდებით, რუნიმ "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს დაცვაში ჩადგომის საშუალება მისცა და ჩვენი გუნდის შეტევას იმედები გადაუწურა.
მაგალითი №3 - 23 წუთი, რუნის ცუდი პასი ვალენსიასბურთი რუნის ჰქონდა და როგორც ფოტოზე ხედავთ, კაპიტანს გადაცემის გაკეთების მცირე ვარიანტი აქვს. თუ მოცემული ფოტოთი ვიმსჯელებთ, მატაზე პასი მწვავე მომენტის შექმნის საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ხუანს ვანიამა მეურვეობს. კერიკი მატას მაღლა დგას, შეიძლება შევნიშნოთ, რომ რუნი-კერიკი-მატას სახით შეტევის შესაქმნელად და ურთიერთმოქმედებისთვის იდეალური სამკუთხედი გვაქვს. რუნის ბურთით ცენტრში შესვლის ვარიანტი ჰქონდა, რაც ვანიამას ან შნაიდერლინს რუნისთან მისვლას აიძულებდა, შედეგად ან კერიკი დარჩებოდა თავისუფალი, ან მატა.
ბოლოს: რუნი გრძელ დიაგონალურ პასს აწვდის ვალენსიას. პასი კი ადრესატამდე ვერ აღწევს. წარუმატებელი გადაცემა - ეს არ არის საშიში. უფრო ცუდი მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.
რუნი თავდამსხმელის სიახლოვეს ან ფორვარდის პოზიციაზე უნდა თამაშობდესქვემოთ მოცემულ ფოტოზე კერიკი კარგ პასს უკეთებს ვან პერსის (რობინი კადრში არ ჩანს, მაგრამ მარჯვნივ დგას). ჰოლანდიელი არ აგვიანებს და სწრაფად აწვდის რუნის პასს.
ბოლოს: რუნი ბურთს სახიფათო პოზიციაზე იღებს და "საუთჰემპტონის" სამი მოთამაშის ყურადღებას იპყრობს, პასს აწვდის ვან პერსის, რომელიც თავის შანსს ვერ იყენებს. შეტევის საუკეთესო დასასრული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს იყო სწრაფი შეტევა, რომელიც ერთი შეხებითი პასებით გაკეთდა, რუნისა და ვან პერსის ასეთი მოქმედება კი ჩვეულებრივი საქმეა. მათ ესმით ერთმანეთის, იციან როგორ მანევრს გააკეთებს თითოეული, რომელი ქმედებაა ოპტიმალური. ისინი ორი ტოპ-ფორვარდის ჯაჭვს წარმოადგენენ.
უეინი რომ თავისთვის საყვარელ პოზიციაზე იდგეს, საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა.
თუ რუნი მომდევნო მატჩებში ისევ ითამაშებს ნახევარდაცვაში, მისი მოქმედების განხილვას კვლავ შემოგთავაზებთ.
ფილოსოფია ხანგრძლივი გარჩევების და დაფიქრების გარეშე არ არსებობს.
წყარო:
carrick.ru